ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელსა და „ჰეზბოლას“ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელსა და „ჰეზბოლას“ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, – ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრის დასრულების შემდეგ ავრცელებს. „როგორც ისრაელის, ასევე ლიბანის სუვერენიტეტი გარანტირებული უნდა იყოს. ნებისმიერი შემდგომი სამხედრო ინტერვენცია სიტუაციას მკვეთრად გააუარესებს და იგი თავიდან უნდა იქნას აცილებული“, […]
მამუკა მდინარაძე – სალომე ზურაბიშვილმა გვაჩუქა ხუთი სიმბოლური და პრაქტიკული აღიარება – ოპოზიციაში არ არსებობს ძალა, რომელსაც აქვს გამარჯვებასთან მიახლოების თეორიული შანსიც კი

სალომე ზურაბიშვილმა გვაჩუქა ხუთი სიმბოლური და პრაქტიკული აღიარება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გერმანიაში დიასპორასთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის არჩევნების შემდგომ პერიოდზე და ოპოზიციური პარტიების ურთიერთთანამშრომლობაზე საუბრობს. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოთხი პარტიის საერთო მიზნის ქვეშ […]
ლიბანის საზღვართან დახურული სამხედრო ზონები დაწესდა

ლიბანის საზღვართან დახურული სამხედრო ზონები დაწესდა, – ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. „ჩრდილოეთ ისრაელში მეტულის, მისგავ ამისა და კფარ გილადის ტერიტორიები დახურულ სამხედრო ზონებად გამოცხადდა. ამ ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. ცნობისთვის, მედიაში ისრაელის მიერ ლიბანში სახმელეთო ოპერაციის შესაძლო დაწყების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა […]
მსოფლიოში მეორადების ბაზარი რეკორდულად იზრდება – როგორია საქართველოს მაჩვენებლები

მსოფლიოში მეორადების ბაზარი რეკორდულად იზრდება – როგორია საქართველოს მაჩვენებლები მსოფლიოში მეორადი ტანსაცმლის ბაზარი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ტრადიციული საცალო ვაჭრობა. ThredUp-ის ანალიტიკოსების კვლევის მიხედვით, 2023 წელს second-hand-ის ბაზარი 18%-ით გაიზარდა და ბრუნვამ რეკორდულ მაჩვენებელს,197 მლრდ დოლარს მიაღწია. მათივე პროგნოზით, უკვე 2028 წლისთვის მეორადი საქონლის ბაზარზე ბრუნვა 350 მლრდ დოლარამდე მოიმატებს. Second-hand-ზე მოთხოვნა მზარდია საქართველოშიც. ამაზე […]
კოსმოსური სტარტაპის ამბიციური სურვილი – დღის შუქის მიწოდება ნებისმიერ დროს

კოსმოსური სტარტაპის ამბიციური სურვილი – დღის შუქის მიწოდება ნებისმიერ დროს მზის ენერგიის მიღება 24 საათიდან მხოლოდ დღის მონაკვეთშია შესაძლებელი. ეს ფაქტია, თუმცა შეიძლება ბუნების კანონი სტარტაპმა ,,Reflect Orbital’’-მა შეცვალოს. სტარტაპს სურს ეს შეზღუდვა მოიხნას და მზის ენერგიით ელექტროენერგიის გამომუშავების დრო ოთხი საათით გაზარდოს. მიზნის მისაღწევად ,,Reflect Orbital’’-მა ცოტა ხნის წინ 6,5 მილიონი დოლარი მოიზიდა Sequoia […]
გია ხუხაშვილი – კობახიძემ მაქსიმალურად „იჩალიჩა“ – ყოფილი თანამდებობის პირი კუშნერის მეშვეობით ცდილობს გასვლას, რათა ტრამპთან ურთიერთობა დააფიქსირონ, მან კი თავიდან მოიშორა, ტრამპიც არ ხვდებათ

რატომ მიდის ერეკლე II-ის ასეთი პიარი? ეს შემთხვევით არ ხდება, ბიძინას უნდა ისტორიის განმეორება – ის დიდი ხანია “გეორგიევსკის ტრაქტატი -2 “-ს ამზადებს , – ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება, რომ მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, “აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად “ქვეყნები“ […]
კახა ქემოკლიძე – ლევან იოსელიანი არის „ტროას ცხენი“ – ქართული საზოგადოების მოსატყუებლად და უცხოელების გონების ასაბნევად არჩევნების შემდეგ

ლევან იოსელიანი არის კლასიკური „ტროას ცხენი“, ჩანერგილი: ქართლი საზოგადოების მოსატყუებლად და უცხოელების გონების ასაბნევად არჩევნების შემდეგ პერიოდში , – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. კახა ქემოკლიძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველს, ლევან იოსელიან „პირდაპირ ემუშავება“. „ბატონ იოსელიანთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან კონკრეტული ინფორმაციები გვაქვს მის […]
სექტემბერში გერმანული სამომხმარებლო ფასები 1,8%-ით გაიზარდა

სექტემბერში გერმანული სამომხმარებლო ფასები 1,8%-ით გაიზარდა გერმანიაში, ევროკავშირის მიერ ჰარმონიზებული სამომხმარებლო ფასები სექტემბერში 1,8%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აგვისტოში 2%-იანი ზრდის შემდეგ – წინასწარი მონაცემები ქვეყნის ფედერალურმა სტატისტიკურმა სამსახურმა (Destatis) გამოაქვეყნა. აგვისტოსთვის სამომხმარებლო ფასები 0,1%-ით დაეცა. აგვისტოში თვიურ გამოხატულებაში 0,2%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. ანალიტიკოსები საშუალოდ პროგნოზირებდნენ 1.8%-ით ზრდას წლიურ მაჩვენებელზე და 0.1%-ით კლებას თვეში. […]
პრეზიდენტი: „თურმე ვეწევი უმანკო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას“

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პასუხობს ცესკოს განცხადებას მისი საზღვარგარეთ მცხოვრები შვილის სპეციალურ საარჩევნო სიაში მოთავსებაზე. „თუ კარგად გავიგე, ყველაფერს სწორად რომ გააკეთე,ბ დარეგისტრირდები დროულად (23 ივლისს), მიიღებ საკონსულოდან დასტურს რომ ყველაფერი წესრიგშია და ვერ აღმოაჩენ შენ გვარს სიაში, თურმე პრეზიდენტის ქალიშვილი თუ ხარ, პრეზიდენტი თუ გააპროტესტებს საჯაროდ, მაშინ გეშველება! და სხვა?! ჩვენი ემიგრანტების უზარმაზარი ჯარი… იმათ […]
შუქრუთელთა აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისში, პარლამენტთან, შუქრუთელთა აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაცია ამის შესახებ პროტესტის მონაწილეთა ფეისბუქ-გვერდზე გავრცელდა. გარეკანის ფოტო: მარიამ ნიკურაძე