26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე იმსჯელეს ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცესკოში გამართულ შეხვედრაზე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობები ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. შეხვედრა, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაიმართა იმ მნიშვნელოვანი საქმიანობების და სიახლეების გაცნობას ემსახურებოდა, რომელსაც ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად ახორციელებს. „ცესკოში ჩამოყალიბებული სამუშაო პლატფორმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების […]
საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს – ინფორმაციას რკინიგზა ავრცელებს. „ძვირფასო მგზავრებო! გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 5,7,12, 14,19,21,26,28 ოქტომბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში; ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
მირიან მირიანაშვილი – რუსების დამშვიდების თვალსაზრისით, „ქართულმა ოცნებამ“ საკმაოდ შეტოპა, რუსული სამხედრო-პოლიტიკური საფრთხე აღარ არსებობს, ამიტომ, გაუგებარია, ვის ვამშვიდებთ ასე დაუსრულებლად

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, მირიან მირიანაშვილს ესაუბრა. – ბატონო მირიან, ცოტა ხნის წინ აშშ-მ ივანიშვილს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დასდო ბრალი. მართალია, ეს ბრალდება ოფიციალურად არ წაუყენებიათ, მაგრამ, ამერიკულ პოლიტიკურ ელიტაში სულ უფრო აქტიურად საუბრობენ ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის სანქციების დაწესებაზე. ადრე თქვენ ამბობდით, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება აშშ-თან იყო შეთანხმებული. […]
შალვა პაპუაშვილი – სააკაშვილიც უცებ განიკურნა დემენციისგან და უცხოელმა პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმაც სასაუბრო თემა შეცვალეს – არც „ბოდიში“, არც „ეს როგორ დაგვემართა“ – დაგვაზიანეს, რეპუტაცია შეგვილახეს და უბრალოდ გაიარეს

სააკაშვილიც უცებ განიკურნა დემენციისგან და უცხოელმა პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმაც სასაუბრო თემა შეცვალეს. არც „ბოდიში“, არც „ეს როგორ დაგვემართა“. არაფერი საერთოდ. დაგვაზიანეს, მთელ ქვეყანას რეპუტაცია შეგვილახეს და უბრალოდ გაიარეს. როგორც ჩანს, ასეთი მეგობრობაც არსებობს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რითაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის 3 წელს გამოეხმაურა. პაპუაშვილმა ასევე გამოაქვეყნა […]
პარლამენტში საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცედურა დაიწყო

პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის (თანდართულ მასალებთან ერთად) და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2025-2028 წლებისათვის“ დოკუმენტის განხილვის პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა ბიუჯეტის პროექტისა და თანდართული მასალების განხილვის განრიგს (2024 წლის 3-15 ოქტომბერი), რომელიც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა შეადგინა. […]
კახა კალაძე – ეს პოლიტიკა, რომელიც გარედან თავსმოხვეულია, გაჯერებულია ორმაგი სტანდარტებით და ფარისევლობით – რატომაა ამდენი გაღიზიანებული მოქალაქე დასავლეთის ან ამერიკის მიმართ იმიტომ, რომ ხედავს ორმაგ სტანდარტს, სიბინძურეს

რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკა, რომელიც გარედან თავსმოხვეულია, ყოველ შემთხვევაში, რის მცდელობაც არის, გაჯერებულია ორმაგი სტანდარტებით, ფარისევლობით. წარმოუდგენელი რამეები ხდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას გერმანიაში პოლიტიკური პარტიის აკრძალვის ფაქტის შეფასება სთხოვეს. „ახლა გერმანიის მაგალითი მოიყვანეთ, რამდენიმე დღის წინ მოლდოვაში საერთოდ გააუქმეს პარტია, დაიჭირეს ვიღაცები, წარმოუდგენელი რამეები ხდება […]
საბერძნეთში, მესამე დღეა, ტყის ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ

საბერძნეთში აგრძელებენ ხანძრის ჩაქრობას, რომელიც უკვე მესამე დღეა კორინთის რეგიონის მწვანე სივრცეებში გრძელდება, ამის გამო ახალი ევაკუაციები გამოცხადდა. ამის შესახებ Kathimerini იტყობინება, წერს „ევროპეისკაია პრავდა“. კორინთის ყურის სანაპიროზე ტყეში ხანძარი კვირა საღამოდან გრძელდება, რამაც ორი ადამიანის დაღუპვა გამოიწვია. ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია 390 მეხანძრე და ასზე მეტი ტექნიკა, ასევე სხვა სამთავრობო და მოხალისეთა სტრუქტურები. ორშაბათს დაშავდა […]
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია Sky Express-ი იწყებს

საქართველოს საავიაციო ბაზარზე კიდევ ერთი ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, მიმდინარე წლის 27 ოქტომბრიდან, ბერძნული Sky Express-ი რეგულარულ რეისებს ათენი – თბილისი – ათენის საჰაერო ხაზზე შეასრულებს. ავიარეისები კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ […]
სალომე ზურაბიშვილი მარკ რუტეს – თქვენი ხელმძღვანელობა ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად კრიტიკულ მომენტში ხდება – დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებთ

სალომე ზურაბიშვილი მარკ რუტეს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავებას ულოცავს. „მარკ რუტეს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავებას ვულოცავ! თქვენი ხელმძღვანელობა ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად კრიტიკულ მომენტში ხდება. დარწმუნებული ვარ, თქვენ ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ სწრაფვაში ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებთ“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, დღეს, მარკ რუტემ ნატო-ს გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულება ოფიციალურად დაიწყო.
დავით რაქვიაშვილი – თვალსაჩინოა, რომ ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აპირებს საქართველო რუსეთს გადაუფორმოს – ეს სცენარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა განხორციელდეს

ნათელი და თვალსაჩინოა, რომ ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აპირებს საქართველო გადაუფორმოს რუსეთს – ამ ოპერაციის პირველი ფაზა იყო დასავლეთის მტრად გამოცხადება, მეორე ფაზა 2008 წლის აგრესიაში საქართველოს დადანაშაულება, მესამე იქნება დე იურე საქართველოს სამ ქვეყნად გაფორმება,- ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით რაქვიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს სცენარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა განხორციელდეს. […]