საქართველოს სამთო-სათავგადასავლო ტურისტულ პოტენციალს ჩინეთში გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთში, ქალაქ სინში საერთაშორისო სამთო – სათავგადასავლო ტურიზმის კონფერენციაში მონაწილეობდა. კონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს და ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს ტურისტული პროდუქტები გააცნეს. კონფერენციაზე საუბარი შეეხო საქართველოს სამთო – სათავგადასავლო ტურისტულ მიმართულებას, მიღწეულ შედეგებსა და მომავალ გეგმებს. კონფერენციის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, საერთაშორისო სამთო ტურიზმის ალიანსის […]
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე საქართველოდან გააძევა – უწყების ცნობით, გაძევებული პირები ჩართული იყვნენ სხვადასხვა სახის ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 42 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა […]
„ჯორჯიან მანგანეზის“ ფეროშენადნობთა ქარხანა წარმოებას 60%-ით ამცირებს

„ჯორჯიან მანგანეზის“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა სილიკო მანგანუმის წარმოებას 60%-ით ამცირებს, მიზეზი კვლავ, მსოფლიო ბაზარზე სილიკომანგანუმზე ფასის ვარდნა და მოთხოვნის შემცირებაა. ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, რომელიც ქვეყნის უმსხვილესი საექსპორტო საქონლის, ფეროშენადნობების ყველაზე დიდი მწარმოებელია, აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრიდან 11 მოქმედი ღუმელიდან 6 გააჩერებს, რაც ყოველთვიურად საწარმოო პროდუქციის 20 ათასი ტონიდან 8 ათას […]
შს მინისტრის მოადგილემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს საქართველოს ოფისის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) საქართველოს ოფისის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან, ჯეიმი შაფელბარგერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ალექსანდრე დარახველიძემ ჯეიმი შაფელბარგერს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა […]
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი “რეალის” მიმართ

ახალი ფორმატით მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ტურის მატჩები მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, ევროპა ლიგა გასულ კვირას გაიმართა, კონფერენს ლიგის პირველი ტურის ჩატარების თარიღი კი 2 და 3 ოქტომბერია. ქართველი სამშაბათს სამშაბათს, 1-ელ ოქტომბერს, მხოლოდ ერთი ქართველის გუნდმა ითამაშა და ეს გურამ კაშიას “სლოვანი” იყო. ვლადიმირ ვაისის ბიჭებმა თვით “მანჩესტერ სიტის” უმასპინძლეს და უშანსოდ დამარცხდნენ – 0:4. როდრის […]
ფონდი უკრაინელი ბავშვების საგანმანათლებლო ოცნებების ასასრულებლად

წინასაარჩევნოდ ბევრი ამერიკელის ყურადღება შიდა პოლიტიკისკენაა მიმართული, თუმცა ბევრს საგარეო პოლიტიკის კურსიც აწუხებს, და თავადაც ცდილობს წვლილი შეიტანოს იმაში, რაც მნიშვნელოვნად მიაჩნია. ერთ-ერთმა ამერიკელმა უკრაინელმა ბიზნესმენმა უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო ფონდი შექმნა
პრეზიდენტმა პროპაგანდისტულ და ჰომოფობიურ კანონს ხელი არ მოაწერა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პროპაგანდისტულ და ჰომოფობიურ კანონს ხელი არ მოაწერა. ინფორმაცია ფორმულას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. პარლამენტმა კანონი 17 სექტემბერს მიიღო. კანონმდებლობის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ კანონს ხელს პრეზიდენტი არ აწერს, აწერს პარლამენტის თავმჯდომარე. კანონით ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ “ოჯახური ღირებულებების დაცვა” სურს, თუმცა რეალურად ლგბტ თემის უფლებებს ზღუდავს და ცენზურას აწესებს. ჰომოფობიურ კანონპროექტზე კრიტიკული დასკვნა […]
რაჟდენ კუპრაშვილის ბრძანების შემდეგ დამკვირვებლობის მსურველთა რიცხვი გაიზარდა – “ჩემი ხმა”

სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციურ სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა გაიზარდა მოხალისე დამკვირვებელთა რაოდენობა. საუბარია უწყების უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის 24 სექტემბრით დათარიღებულ ბრძანებაზე, რომლითაც კოალიციის თავმჯდომარე ორგანიზაცია, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო. მართალია ბრძანების ძალაში შესვლიდან ერთ კვირაში, 1-ელ ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ […]
ვასო ურუშაძე – აუცილებელია განვავითაროთ, როგორც საზღვაო, ისე საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო ინფრასტრუქტურა – ეს 10 000 მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილის შექმნის

აუცილებელია განვავითაროთ, როგორც საზღვაო, ისე საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო ინფრასტრუქტურა. ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტი, რაც მილიარდობით ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობას მოგვცემს და 10 000 მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილის შექმნის, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა. ურუშაძის თქმით, „ადამიანებს აღარ მოუწევთ ემიგრაციაში წასვლა და მათ ექნებათ პერსპექტივა, ოჯახის წევრებთან ერთად მიიღონ […]
უკრაინელებმა სამ ოლქში რუსების მიერ გაშვებული 11 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა სამ ოლქში რუსების მიერ გაშვებული 11 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 32 დრონი გაუშვეს, მათგან 11 უკრაინელებმა კიროვოგრადის, ოდესისა და სუმის ოლქებში ჩამოაგდეს. ამასთან, 10 რუსული დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, ხოლო 4 რუსეთის მიმართულებით გაფრინდა.