პრეზიდენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონპროექტს ხელი არ მოაწერა

„ქართული ოცნების“ ჰომოფობიური კანონპროექტების პაკეტს, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა. ცნობა რადიო თავისუფლებას ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. მათი განმარტებით, პრეზიდენტს დოკუმენტს პარლამენტს არც მოტივირებული შენიშვნებით არ დაუბრუნებს, შესაბამისად, მას ვეტო არ დაუდია. კონსტიტუციის თანახმად, თუ საქართველოს პრეზიდენტმა არც ხელი მოაწერა კანონპროექტს და არც მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა პარლამენტს, მას ხუთი […]
რაჟდენ კუპრაშვილი აუქმებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შესახებ მიღებულ თავისსავე გადაწყვეტილებას

ანტიკორუფციული ბიურო აუქმებს გადაწყვეტილებას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და მისი ხელმძღვანელის „განცხადებულ პოლიტიკურ სუბიექტად გამოცხადებას“ ეხება. ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა. „არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებში დაფიქსირებული შედეგები, აღნიშნულიდან და ქვეყნის ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებლად მივიჩნევ გამოვიყენო დისკრეცია და გამჭვირვალობა საქართველოს და […]
შემეცნებითი ტური „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, აგრძელებს შემეცნებით ტურებს, რომლის ფარგლებშიც სსე-ის სათავო ოფისს თბილისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. უფროსკლასელებს პრეზენტაციები ჩაუტარდათ, როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში, ასევე ზოგადი ენერგეტიკის შესახებ, მათ შორის განახლებადი ენერგიის წარმოების განვითარებაზე. საუბარი შეეხო ენერგეტიკის სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს. შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში […]
თელ-ავივში ტერაქტს საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

ისრაელის ქალაქ თელ–ავივში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაცია საქართველოს საგარეო სამინისტრომ დაადასტურა. გარდაცვლილი ემიგრანტი, გაჩერებაზე იმ დროს ჩაცხრილეს, როდესაც ის სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. პირველ ოქტომბერს თელ–ავივში ორმა ტერორისტმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა.
ვაზიანის აეროპორტის მშენებლობისთვის 2025 წელს₾20 მლნ, 2026-ში კი ₾100 მლნ დაიხარჯება

სოფელ ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მოსამზადებელ სამუშაოებზე 2025 წელს 20 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება – ამის შესახებ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, 2025-2028 წლებში ვაზიანის აეროპორტის მშენებლობაზე მთავრობა ყოველწლიურად 100-100 მილიონ ლარს დახარჯავს. მთლიანობაში ბიუჯეტის კაპიტალური პროექტების დანართის თანახმად, ვაზიანის აეროპორტის განვითარებაზე 2024-2028 წლებში 340 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. საქართველოს მთავრობის გეგმით, […]
„ასკანელი ძმები“ კახეთში 10 მლნ დოლარის ინვესტიციით სასტუმროს გახსნის – როგორი იქნება Trademark Collection by Wyndham

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში კომპანია „ასკანელი“ Trademark Collection by Wyndham-ის ბრენდის სასტუმროს პირველი ბლოკის გახსნას 2025 წლის გაზაფხულზე გეგმავს. კომპანიის ინფორმაციით, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 10 მლნ დოლარია. Trademark Collection by Wyndham-ი ორი ბლოკი 106 ნომერს გააერთიანებს, გარდა ამისა, სასტუმროში იქნება სპა ცენტრი და ფიტნეს კლუბი, აუზი, ბარი, კახური ეზო და რესტორანი, ასევე საკონცერტო […]
კობახიძის მოწოდების შემდეგ ანტიკორუფციულმა TI-ის მინიჭებული სტატუსი მოუხსნა

ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნა. ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, გადაწყვეტილებას “ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე” იღებს. გუშინ, 1-ელ ოქტომბერს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციულს მიმართა, ორგანიზაციისთვის სტატუსი მოეხსნა. კობახიძემ, ასევე, მოუწოდა ანტიკორუფციულ ბიუროს, საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან. ანტიკორუფციულმა […]
ისრაელში, ტერაქტის დროს გარდაცვლილი ქართველი ახალგაზრდა ბიჭია

ისრაელში, ტერაქტის შედეგად დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. როგორც უწყებაში ამბობენ, ადგილზე იმყოფება საქართველოს კონსული. ქართველი ემიგრანტები წერენ, რომ ტერაქტს ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა, რომელიც ტურისტი იყო. ოჯახმა კი, რადგან არ იცის მის სახეს და გვარს არ ასაჯაროებენ. “სახელს და გვარს არ ვწერ იმის გამო რომ საქართველოში ოჯახი […]
სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა
სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან არ გაიზიარა მმართველი გუნდის ინიციატივა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის თაობაზე. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მიღებული კანონპროექტი განსაზღვრავს ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ […]
ინფორმაცია ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

საქართველოს საელჩო ისრაელში ინფორმაციას ავრცელებს: „მოგესალმებით! შეგახსენებთ განგაშის სიგნალის ჩართვის შემთხვევაში, უსაფრთხოების წესებს: 🔹შენობაში ყოფნისას – უნდა შეხვიდეთ სპეციალურ დაცულ სივრცეში/თავშესაფარში, დაკეტეთ კარ-ფანჯრები; 🔹შენობის გარეთ ყოფნისას – იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი ან არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები; 🔹ავტომობილში – გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში […]