პრემიერის მიმართვის შემდეგ, რაჟდენ კუპრაშვილმა საკუთარი ბრძანება გააუქმა

ანტიკორუფციულმა ბიურომ გაითვალისწინა პრემიერი მოწოდება, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოზე,“ რომლითაც ორგანიზაცია და მისი დირექტორი, ეკა გიგაური, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნო. „არავის უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ეჭვქვეშ დააყენოს არჩევნების შედეგები. აღნიშნულიდან გამომდინარე და ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებლად მივიჩნევ, გამოვიყენო დისკრეცია და „გამჭვირვალობა — საქართველოს“ და ეკა გიგაურს გავუუქმო ყველა ის გადაწყვეტილება, რომლითაც […]

პრეზიდენტმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს ხელი არ მოაწერა, თუმცა არც ვეტო დაადო და პარლამენტს უკან „მოტივირებული შენიშვნების“ გარეშე დაუბრუნა

პრეზიდენტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს ხელი არ მოაწერა და პარლამენტს უკან დაუბრუნა. აღსანიშნავია, რომ უკან დაბრუნებულ პროექტს პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები არ ახლავს თან, რაც იმას ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს არც ხელი მოაწერა, მაგრამ არც ვეტო დაადო. ასეთ შემთხვევაში, კანონპროექტს ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე, რისთვისაც მას 5 დღიანი […]

ნუცუბიძის I მიკრორაიონის N213-ის პირველი და მეორე კორპუსების დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია დაიწყო

ვაკის რაიონში, ნუცუბიძის I მიკრორაიონის N213-ის პირველი და მეორე კორპუსების დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია დაიწყო. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ საფეხმავლო ხიდებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და სავალი ნაწილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდება. კერძოდ: ხიდებზე არსებული დაზიანებული უბნები აღდგება და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება. ახალი კიბე […]

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისს თბილისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, აგრძელებს შემეცნებით ტურებს, რომლის ფარგლებშიც სსე-ის სათავო ოფისს თბილისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, უფროსკლასელებს პრეზენტაციები ჩაუტარდათ, როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში, ასევე ზოგადი ენერგეტიკის შესახებ, მათ შორის განახლებადი ენერგიის წარმოების განვითარებაზე. საუბარი შეეხო […]

11 ოქტომბერს, უკრაინა-საქართველოს მატჩის ღია ჩვენება პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება

11 ოქტომბერს, უკრაინა-საქართველოს მატჩის ღია ჩვენება პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გულშემატკივარს მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის ყურება კვლავ პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეეძლება. „11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე, ჩვენი ეროვნული ნაკრები პოლონეთში უკრაინის ნაკრებს შეხვდება. ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება. ამჯერადაც მივიღეთ გადაწყვეტილება – ფეხბურთის ფედერაციასთან […]

Euronews – ტურიზმი და მშვიდობა- მსოფლიო ტურიზმის დღის თემა საქართველოში

საქართველომ მსოფლიო ტურიზმის ღონისძიებას, თემატიკით – „ტურიზმი და მშვიდობა“ პირველად უმასპინძლა. მასშტაბურ მოვლენას ­მსოფლიო მედია ეხმაურება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გლობალური მნიშვნელობის ღონისძიების ფარგლებში, საქართველო გავლენიანი ევროპული მაუწყებლობის, Euronews-ის ობიექტივში მოექცა. ჟურნალისტი, ლოტი ლიმბი წლევანდელი მსოფლიო ტურიზმის დღის თემად მშვიდობის შერჩევის მოტივაციაზე წერს: „საქართველოს ისტორია სახელგანთქმულია მისი […]

სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქუჩას, რომლის სიგრძე 2 600 მეტრია, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. როგორც მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ქუჩაზე კომპანია GWP-ს მიერ უკვე განახლებულია წყალმომარაგების და წყალარინების ქსელები. მისი თქმით, ამ ეტაპზე, შეიცვლება გაზმომარაგების და სანიაღვრე ქსელი, ხოლო საჰაერო სადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება; მოეწყობა ახალი გარე განათების ქსელი და […]

სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა

სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან არ გაიზიარა მმართველი გუნდის ინიციატივა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის თაობაზე. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მიღებული კანონპროექტი განსაზღვრავს ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ […]

უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 42 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს. “უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს […]

X-ის ამჟამინდელი ღირებულება მასკის მიერ გადახდილი თანხის მეხუთედია

ილონ მასკის საკუთრებაში არსებული სოციალური მედიაკომპანია X-ის ამჟამინდელი ღირებულება, მილიარდერის მიერ მისი შეძენისას გადახდილი თანხის დაახლოებით მეხუთედია. ამის შესახებ ინფორმაციას Fidelity ავრცელებს. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა პლატფორმა X (ყოფილი Twitter-ი) 2022 წელს, $44 მილიარდად შეიძინა. უახლესი ანგარიშით, კომპანიაში Fidelity-ის წილი ამჟამად $4.19 მილიონის ღირებულებისაა, სოციალური მედიის ფირმა კი $9.4 მილიარდად არის შეფასებული. Washington Post-ის ინფორმაციით, მასკის […]