კლუბების თანამშრომლები სტუმრებს ფულს სძალავდნენ, დაკავებულია 15 პირი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თაღლითობისა და გამოძალვის ბრალდებით, 15 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ისინი კლუბის თანამშრომლები იყვნენ და დაწესებულების სტუმრებს მომსახურებაზე შეუსაბამოდ მეტი თანხის გადახდას აიძულებდნენ. “თბილისში, რამდენიმე ღამის კლუბის მენეჯერებსა და მომსახურე პერსონალს შემუშავებული ჰქონდათ თაღლითობის გეგმა, გადანაწილებული ჰქონდათ როლები და მათ დაწესებულებაში შესულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მომსახურებასთან და შეკვეთილ პროდუქციასთან შეუსაბამო თანხებს სძალავდნენ. იმ […]

რაჟდენ კუპრაშვილმა „აირჩიე ევროპასთან“ დაკავშირებული გადაწყვეტილებაც გააუქმა

ანტიკორუფციულმა ბიურომ „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად“ „აირჩიე ევროპის“ მიმართ მიღებული გადაწყვეტილებაც გააუქმა. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა, რომელმაც გააუქმა იმავე სტატუსის „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთვის“ მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება. „აირჩიე ევროპის“ ორი წევრი უკვე შეუერთდა პოლიტიკურ პარტიას და დღეს ისინი, როგორც პოლიტიკოსები გვევლინებიან. დანარჩენმა წევრებმა აღასრულეს გადაწყვეტილება. მათ ანტიკორუფციულ ბიუროში, კანონის შესაბამისად, თავიანთი დანახარჯები […]

11 ოქტომბერს უკრაინა-საქართველოს მატჩის ღია ჩვენება პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება

11 ოქტომბერს უეფა-ს ერთა ლიგის მორიგ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გულშემატკივარს მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის ყურება კვლავ პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეეძლება. „11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე, ჩვენი ეროვნული ნაკრები პოლონეთში უკრაინის ნაკრებს შეხვდება. ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება. ამჯერადაც მივიღეთ […]

ოლაფ შოლცი – საქართველომ ახლახან ანტი-LGBTQI კანონი მიიღო, ეს ნიშნავს, რომ საქართველო ევროპას შორდება

საქართველომ ახლახან ანტი-LGBTQI კანონი მიიღო, ეს ნიშნავს, რომ საქართველო ევროპას შორდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ საპარლამენტო ჯგუფის მიერ ქვიარ ადამიანების უფლებების შესახებ გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „გერმანიაში ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს თავისუფლად, შიშის გარეშე და უსაფრთხოდ ცხოვრება და სიძულვილის, ძალადობის, დისკრიმინაციისა და შეურაცხყოფისაგან დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა […]

“საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს” – ვაისი “სიტისთან” მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში “სლოვანისა” და “მანჩესტერ სიტის” (0:4) მატჩის შემდეგ სლოვაკმა სპეციალისტმა ვლადიმირ ვაისმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის თქმით, “მანჩესტერ სიტი” საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე უნახავს. “ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ, უბრალოდ ფანტასტიკური გუნდი ვიხილეთ, რა თქმა უნდა, სასწაულების ყველა მწვრთნელს უნდა სჯეროდეს, თუმცა “მანჩესტერ სიტი”, მათი თამაშის ხარისხი… ეს რაღაც საოცრება […]

ცენზურის კანონს პრეზიდენტმა ვეტო არ დაადო, მაგრამ არც ხელი მოაწერა

სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა ცენზურის დამკანონებელ კანონს. საუბარია “ქართული ოცნების” მიერ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის მოტივით მიღებულ კანონზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ზურაბიშვილმა არ გამოიყენა ვეტოს შესაძლებლობა. ანუ, კანონი პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით არ დაუბრუნა. ასეთ შემთხვევაში, პროცედურულად, ის უცვლელი სახით დაუბრუნდება პარლამენტს, რის შემდეგაც ხელს თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მოაწერს. სწორედ შალვა პაპუაშვილის […]

„უამრავი სტუდენტი იყო, უცებ ხმაური ატყდა, საშინელი ხმა გავიგეთ…“ – ტრაგედია სამხატვრო აკადემიაში, სტუდენტთა მიღების ღონისძიებაზე გოგო აივნიდან გადმოვარდა და დაიღუპა

„უამრავი სტუდენტი იყო, უცებ ხმაური ატყდა, საშინელი ხმა გავიგეთ…“ – ტრაგედია სამხატვრო აკადემიაში, სტუდენტთა მიღების ღონისძიებაზე გოგო აივნიდან გადმოვარდა და დაიღუპა ტრაგედია სამხატვრო აკადემიაში – სტუდენტთა მიღების ღონისძიებაზე გოგო აივნიდან გადმოვარდა და დაიღუპა. როგორც „ფორტუნას“ აკადემიის ერთ-ერთმა სტუდენტმა უთხრა, უნივერსიტეტში მიღების ღონისძიება – ე.წ welcome party მიმდინარეობდა. „ეზოში ვისხედით. აკადემიაში welocome party გვქონდა, მიღებაზე უამრავი […]

საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა

2024 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის დამფუძნებლები, პროფესორი ნიკა ასვანუა, პროფესორი ზურაბ აზნაურაშვილი და პროფესორი გიორგი მირიანაშვილი მონაწილეობდნენ იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის (ASSO DPO) ორგანიზებით გამართულ მე-10 საერთაშორისო კონგრესში, რომელიც მილანში (იტალია) გაიმართა. კონგრესი მიეძღვნა პერსონალურ მონაცემთა სტრატეგიის ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს, როგორიცაა GDPR, ხელოვნური ინტელექტის აქტი და სხვა. კონგრესის […]

ანტიკორუფციულმა ბიურომ „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი ორგანიზაცია „აირჩიე ევროპას“, მის დამფუძნებელ ხათუნა ლაგაზიძეს და თანადამფუძნებლებსაც გაუუქმა

ანტიკორუფციულმა ბიურომ „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი ორგანიზაცია „აირჩიე ევროპას“, მის დამფუძნებელ ხათუნა ლაგაზიძეს და თანადამფუძნებლებსაც გაუუქმა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „აირჩიე ევროპის“ 2 წევრი უკვე შეუერთდა პოლიტიკურ პარტიას და დღეს ისინი, როგორც პოლიტიკოსები გვევლინებიან. დანარჩენმა წევრებმა აღასრულეს გადაწყვეტილება, მათ ანტიკორუფციულ ბიუროში კანონის შესაბამისად, თავიანთი დანახარჯები წარმოადგინეს, თუმცა […]

რაჟდენ კუპრაშვილი – ჩვენ ვსწავლობთ ყველა პოლიტიკური პარტიის 8 თვის დანახარჯებს – პარტიები ვალდებულები არიან, ყველა დანახარჯი საზოგადოებას მიაწოდონ იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს კანონმა განსაზღვრა

ჩვენ ვსწავლობთ ყველა პოლიტიკური პარტიის 8 თვის დანახარჯებს – პოლიტიკური პარტია ვალდებულია, ყველა დანახარჯი საზოგადოებას მიაწოდოს იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს კანონმა განსაზღვრა, – ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა მედიასთან განაცხადა. მან უპასუხა კითხვას, დაინტერესდება თუ არა ანტიკორუფციული ბიურო კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული პოლიტიკური შინაარსის რეკლამებში დახარჯული თანხებით. კუპრაშვილის თქმით, […]