გია ვოლსკი – სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაზე ღიად გადავიდა – თუ ის დასავლეთში ვინმეს ხვდება, ხვდება არა როგორც პრეზიდენტი, არამედ როგორც ოპოზიციის – კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერი

სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაზე ღიად გადავიდა – თუ ის დასავლეთში ვინმეს ხვდება, ხვდება არა როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არამედ როგორც ოპოზიციის – კოლექტიური „ნაცმოძრაობის” ლიდერი, – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პრეზიდენტ ზურაბიშვილის დასავლელ ლიდერებთან გამართულ შეხვედრებზე დასმულ კითხვას. ვოლსკიმ ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ „ეს არის პოლიტიკური კონიუნქტურა, პოლიტიკური დაინტერესება, რაც არაფრად დაგიდევს რეალობას, […]

განათლების ახალი მინისტრი – იმედი მაქვს, კვლავ წარმატებით გავაგრძელებთ რეფორმების განხორციელებას – განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს და მჯერა, ჩვენი თავდადებითა და შრომით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი

მოგეხსენებათ, განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს და მჯერა, ჩვენი თავდადებით, შრომით და პასუხისმგებლობით და ასევე სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ახლად დანიშნულმა მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ ამ თანამდებობაზე წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, ის დაწყებული რეფორმების გაგრძელებას გეგმავს. „პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთელს გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. […]

პრემიერ-მინისტრმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე წარადგინა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე წარადგინა. კობახიძის განცხადებით, წულაძე აქამდე განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის თანამდებობა 28 სექტემბერს დატოვა.

„თბილისობას“ რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე მრავალფეროვანი აქტივობები დახვდებათ – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 5 და 6 ოქტომბერს საზოგადოებას სახალხო დღესასწაულ „თბილისობისადმი“ მიძღვნილი აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისივე თქმით, ღონისძიებები რიყის პარკში, ორბელიანის მოედანსა და აბანოთუბანში გაიმართება. „5 და 6 ოქტომბერს, „თბილისობაზე“ მოსულ სტუმრებს რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე, დახვდებათ სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, აქვე მოეწყობა ღია კინოთეატრი, გასტრონომიული და ღვინის […]

მაია ომიაძე – ავიაკომპანია Transavia-ს შემოსვლა საქართველოს ცნობადობას გაზრდის საფრანგეთში და ძალიან ბევრ ახალ მოგზაურს ჩამოიყვანს ჩვენს ქვეყანაში

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის განცხადებით, ავიაკომპანია Transavia France 2025 წლის 9 აპრილიდან, კვირაში 2 სიხშირით, პირდაპირ რეგულარულ ფრენებს პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით შეასრულებს. მისივე თქმით, დამატებითი პირდაპირი რეისის დანიშვნა კიდევ უფრო მეტად გაზრდის საქართველოს ცნობადობას და ძალიან ბევრს ახალ მოგზაურს საქართველოში ჩამოიყვანს. „კიდევ ერთი ახალი ევროპული ავიაკომპანია Transavia საქართველოში იფრენს, 2025 წლის აპრილიდან, თბილისი-პარიზი-თბილისის მიმართულებით. […]

სოფიო ხორგუანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს განცხადებით მიმართა

სამცხე-ჯავახეთში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, სოფიო ხორგუანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს განცხადებით მიმართა. სოფო ხორგუანი ხელისუფლებას მოუწოდებს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად, ყველა საჭირო უწყების წარმომადგენელთა ჩართულობით, კომისია შექმნას. „მოგეხსენებათ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისათვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას მოქალაქეობის დაკარგვა წარმოადგენს. კერძოდ, 90-იანი წლებიდან დღემდე რეგიონში გაჭირვებისა და უმუშევრობის პრობლემა […]

დიმიტრი პესკოვი – ოლაფ შოლცთან ჩვენი ურთიერთობები პრაქტიკულად ნულამდეა დაყვანილი და ჩვენი ინიციატივით არა

გერმანიის მხრიდან ოლაფ შოლცსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის გამართვის თხოვნა არ ყოფილა, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა. დიმიტრი პესკოვმა გერმანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც ოლაფ შოლცი „დიდი ოცეულის“ სამიტის წინ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს. „არა, მათ არ უთხოვიათ“, – განაცხადა პესკოვმა. პესკოვმა აღნიშნა, […]

საქართველოში ისრაელის საელჩო თელ-ავივში ტერაქტის დროს დაღუპული საქართველოს მოქალაქის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

საქართველოში ისრაელის საელჩო ისრაელში ტერაქტის დროს დაღუპული საქართველოს მოქალაქის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ტერორიზმი არავის ინდობს. „ისრაელის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოქალაქის, ილია ნოზაძის ოჯახს, რომელიც ისრაელში ნათესავების მოსანახულებლად ჩავიდა და გუშინ ტერაქტის დროს ტრაგიკულად დაიღუპა. ტერორიზმი არავის ინდობს – განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა თუ ასაკისა. […]

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის – „სამედიცინო განათლების პროცესების და შესაძლებლობების განვითარება“ დახურვის ცერემონია და შედეგების შეჯამება გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის – „სამედიცინო განათლების პროცესების და შესაძლებლობების განვითარება“ დახურვის ცერემონია და შედეგების შეჯამება გაიმართა. ინფორმაციას თსუ ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის მიზანი იყო თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერება, გამოცდილების და ცოდნის გაცვლის ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება ახალგაზრდა ექიმებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით. ღონისძიებაში მონაწილეობა თსუ-ს კანცლერმა, ლაშა საღინაძემ, ლატვიის […]

თიბისი ბიზნესსა და რითეილ ასოციაციასთან მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში. დღეს SME სექტორისთვის დიდი გამოწვევას წარმოადგენს გაყიდვების არხების სწორედ შერჩევა და მსხვილ, საცალო გაყიდვების ქსელებთან მოლაპარაკება. ერთ მხარეს არიან მცირე მეწარმეები, რომელთაც მასობრივ სეგმენტზე გასასვლელად სჭირდებათ სწორი გაყიდვების არხები, ხოლო მეორე მხარეს მსხვილი სუპერმარკეტები, […]