რა დავალებაც მიიღო ფსევდოპრეზიდენტმა ბერლინში, ის შეასრულა ვასალობის “საუკეთესო პრაქტიკის” შესაბამისად
კანცლერმა ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ საქართველო “ანტი-LGBTQI”კანონის მიღებით, ევროპას დაშორდა. რა გამოდის? როცა რუსული პროპაგანდა აცხადებს, რომ ევროინტეგრაცია LGBTQI პროპაგანდასთან კორელაციაშია, ის “ფეიკ ნიუსია”, ხოლო გერმანიის ლიდერის მხრიდან ამის ხაზგასმა არსებული მოცემულობაა, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა და ამით ბერლინში მიღებული […]
„TI-საქართველო“ ანტოკორუფციული ბიუროსგან გადაწყვეტილების ჩაბარებას ითხოვს

„საერთშორისო გამჭვრივალობა — საქართველო“ ანტოკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ ჩააბარონ დღეს მიღებული გადაწყვეტილება. დღეს, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ რაჟდენ კუპრაშვილის გააუქმა 2024 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” და ეკა გიგაურის მიმართ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსის მინიჭების შესახებ. TI-საქართველოს განცხადებით, განსხვავებით 24 სექტემბრის აქტისა, რომელიც პრესკონფერენციის დასრულებისთანავე […]
ისრაელში ტერაქტის 7 მსხვერპლიდან ერთ-ერთი ქართველი ილია ნოზაძეა

ისრაელში, თელ-ავივში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად, 7 ადამიანი გარდაიცვალა და 15 დაიჭრა. მათგან 5 იდენტიფიცირებულია და ერთ-ერთი საქართველოს 42 წლის მოქალაქე ილია ნოზაძეა. ილია ნოზაძეს, ისრაელის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამი ტყვია მოხვდა. ის სატვირთო მანქანის მძღოლი იყო, წარმოშობით ხაშურიდან, სადაც მისი ცოლი, 17 და 14 წლის შვილები ცხოვრობენ. ილია ნოზაძე დაჭრილი გადაიყვანეს კლინიკაში, მაგრამ მისი […]
ნიკოლას სენდროვიჩი – გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემა ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია

გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემა ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია , – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საქართველოს სასამართლო სისტემაში ანგარიშვალდებულებასთან და გამჭვირვალობასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ საუბრისას. როგორც ნიკოლას სენდროვიჩმა აღნიშნა, სასამართლო სისტემის რეფორმა ევროკავშირის გაფართოების პროცესის უპირობო ელემენტს […]
ლევან დავითაშვილი – კომპანია „ჰანიველ ცემენტის” ახალი პროექტი მნიშვნელოვანია არა მარტო ეკონომიკური, არამედ გარემოს დაცვითი კუთხით

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღო კომპანია „ჰანიველ ცემენტის” ახალი პროექტის პრეზენტაციის ღონისძიებაში – „საწარმო ალტერნატიულ საწვავად ნარჩენი საბურავების გამოყენებას იწყებს“. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება „კასპი ცემენტის” სივრცეში გაიმართა და მასში, ასევე, მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ […]
უზბეკეთის ტურიზმის მინისტრი – საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ადგილია მსოფლიოში

საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ადგილია მსოფლიოში , – ამის შესახებ უზბეკეთის ტურიზმის, ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მინისტრმა, აზიზ აბდუხაკიმოვმა საქართველოში გამართული მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებაზე საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო გამოირჩევა ულამაზესი არქიტექტურით, მდიდარი ისტორიით, კულტურული მემკვიდრეობითა და სამზარეულოთი. „მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები შევიკრიბეთ ულამაზეს ქალაქ თბილისში. […]
ბაიდენი ქარიშხლით დაზარალებულ ჩრდილოეთ კაროლინაში ჩადის

2 ოქტომბერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი სტიქიით ძლიერ დაზარალებულ ჩრდილოეთ კაროლინას ეწვევა. ჯო ბაიდენს სურს ადგილზე გაეცნოს შექმნილ ვითარებას და შეისწავლოს შტატში დამანგრეველი ქარიშხლისგან დატოვებული კვალის შედეგები. ”სწრაფად უნდა დავიწყოთ აღდგენის პროცესი”, – თქვა ბაიდენმა გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე. “ადამიანებს საშინლად ეშინიათ. ეს სასწრაფოა”. თეთრ სახლში ვარაუდობენ, რომ ბაიდენი კანონმდებლებს ვაშინგტონში დაბრუნებას და კონგრესში საგანგებო სესიის […]
კარლოს ალკარასი ბეიჯინგის ტურნირის გამარჯვებულია

ჩინეთის ქალაქ ბეიჯინგში, ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა, ერთმანეთს ესპანელი კარლოს ალკარასი და იტალიელი იანიკ სინერი დაუპირისპირდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, სპორტსმენებმა უშეღავათო ორთაბრძოლა შემოგვთავაზეს, საბოლოოდ გამარჯვება ესპანელ ჩოგბურთელს დარჩა. გამარჯვებულის ვინაობის გამოსავლენად 3 საათი და 21 წუთი დასჭირდათ. პირველივე სეტი დაძაბული გამოდგა, რომელოც იანიკ სინერის სასარგებლოდ დასრულდა (7:6). კარლოსმა მიუხედავად ამისა, ძალების მობილიზება […]
კორძაია: რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებამ დაადასტურა, რომ ქვეყანას კანონი კი არა, ივანიშვილი მართავს

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელია. „თუ მიაჩნდა, რომ კანონს სწორად განმარტავდა, სწორად ასრულებდა მოვალეობას, მაშინ რას ნიშნავს მოლაპარაკებებით კანონის აღსრულებაზე უარის თქმა? ერთი რამ ცხადია – რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებამ დაადასტურა, რომ ამ ქვეყანას კანონი და კონსტიტუცია კი არ მართავს, […]
თბილისობის პროგრამა – სრული სია

თბილისის მერია, თბილისობის პროგრამას აქვეყნებს: ორბელიანის მოედნის პროგრამა 5 – 6 ოქტომბერი 12:00-22:00 გარდენია შევარდნაძე – ,,თბილისური ბაზარი“ ღია კინოთეატრი ,,ორბელიანის ნუგბარი“ ,,ყველიერი“ ,,ისპანახობა“ კაფე „ლაღიძის წყლები” „გაუსინჯე თბილისს გემო /Taste Tbilisi “ სამეწარმეო მარკეტი გიგანტური ქვევრის ინსტალაცია/ღვინის მაღაზია ინსტალაცია ,,გოგონა ბუშტით“ კიოსკი – ,,ცნობის ფურცელი“ საბავშვო კონცერტები საღამოს კონცერტები თეატრალიზირებული წარმოდგენა/პერფორმანსები საბავშვო / გასართობი […]