ნიკოლას სენდროვიჩი – გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემა ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია

გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემა ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია , – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საქართველოს სასამართლო სისტემაში ანგარიშვალდებულებასთან და გამჭვირვალობასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ საუბრისას.
როგორც ნიკოლას სენდროვიჩმა აღნიშნა, სასამართლო სისტემის რეფორმა ევროკავშირის გაფართოების პროცესის უპირობო ელემენტს წარმოადგენს.
„სასამართლო სისტემის ჰოლისტური და ეფექტიანი რეფორმა არამხოლოდ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული 9 რეკომენდაციის ნაწილია, არამედ ევროკავშირის გაფართოების პროცესის უპირობო ელემენტს წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, დღეს წარმოდგენილი ანგარიშების მიგნებები გააგრძელებს წვლილის შეტანას ამ უკიდურესად საჭირო პროცესში. ისინი ხაზს უსვამს სამოქალაქო სექტორის საკვანძო როლს იმ რეფორმების განხორციელების პროცესში, რომელიც აუცილებელია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის“, – განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა.
ანგარიშის სრულად ნახვა შესაძლებელია ბმულზე:

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ქურდოვანიძე: რა თქვა მუზეუმაა? – იქნებ ესეც გაგვერკვია, რაო, შედევრია და რუსოფობები უდიერად ეპყრობიანო. თანაც მავანნი წუხან, წმინდა ნიკოლოზ მეორე შეურაცხყვესო, ის ნიკოლოზი, უპატრონო ძაღლებსა და კატებს რომ ხოცავდა

განათლების სამინისტრო – 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს უწყებამ, დროებით, სხვა საჯარო სკოლის შენობაში გადასვლა და ტრანსპორტით უზრუნველყოფა შესთავაზა, დაიგეგმა გაფართოებული შეხვედრაც