ნატოს ახალი გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა

ნატოს ახალი გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა. ალიანსის პრესსამსახურის თანახმად, რუტე მალე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართავს პრესკონფერენციას. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ნიდერლანდის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ 1 ოქტომბერს ოფიციალურად დაიკავა ნატოს გენერალური მდივნის პოსტი. მან შეცვალა 72 წლის იენს სტოლტენბერგი, რომელიც ამ თანამდებობაზე 2014 წლიდან იყო. ნატოს შტაბ-ბინაში, მედიისათვის გაკეთებულ თავის პირველ […]
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ „ალმამ“ უარი თქვა „მოიშორე ბიძინას“ პლაკატის გაკვრაზე

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ სარეკლამო კომპანია „ალმა +”-მა უარი თქვა მათი წინასაარჩევნო პლაკატების გაკვრზე. პლაკატებზე ეწერა: „მოიშორე ქ. ოცნება“, „მოიშორე ბიძინა“. „ალმა“ საქართველოში ყველაზე დიდი სარეკლამო კომპანია, რომელიც ფლობს საქართველოს ქალაქებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მონიტორებზე რეკლამების განთავსების უფლებას. ამ კომპანიამ გააკრა ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნებისა“ და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის სარეკლამო პლაკატები. ბოლო რამდენიმე […]
უკრაინის 72-ე ბრიგადაში აცხადებენ, რომ უგლედარი მინიმალური დანაკარგებით დატოვეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების 72-ე ცალკეულ მექანიზებულ ბრიგადაში ამბობენ, რომ უგლედარიდან დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაცია რთული იყო, მაგრამ ქალაქიდან გასვლამ მის დამცველებს დანაკარგის მინიმიზების შესაძლებლობა მისცა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის დილის ეთერში ისაუბრა უკრაინის 72-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის პრესოფიცერმა არსენი პრილიპკომ. “მოხდა დაჭრილების ევაკუაცია, პირობები ძალიან რთული იყო, რადგან მტერი ფლანგებიდან გვიტევდა და ეს ლოგისტიკას […]
ცოდნა ზრდის საზღვრებს – გაიცანით ნანა გელაშვილი, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი CHEVENING-ის პროგრამაში

“არასდროს გადადოთ ხვალისთვის, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ, აქციეთ თქვენი მიზნები რეალობად. ნუ დაელოდებით შესაძლებლობებს და თავად შექმენით ისინი”, – ასე იწყება საუბარი ნანა გელაშვილთან, CHEVENING-ის პროგრამაში საქართველოს ბანკის სტიპენდიატთან. CHEVENING-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკი შესაძლებლობას აძლევს პროფესიონალებს, დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით ისწავლონ. ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, ბრიტანეთის უნივერსიტეტებში ცოდნის მისაღებად უკვე 31 […]
როგორ ზრუნავს თიბისი თანამშრომლების ლიდერული უნარების განვითარებაზე

ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა – მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს. ლიდერობის პროგრამები სტრუქტურირებული ინიციატივებია, რომლებიც მენეჯერულ როლებში მყოფი პირების უნარებისა და კომპეტენციების […]
თოლორაია ემიგრანტებზე ცესკოს, საგარეოს კითხვებით მიმართავს, ითხოვს ინფორმაციის გასაჯაროებას

სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიცია – ჩემი ხმა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ხმის მიცემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს ათასობით მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეზღუდება. კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვებით მიმართა და კონკრეტული ინფორმაციის გასაჯაროება მოითხოვა. კერძოდ, კოალიცია ითხოვს, რომ გასაჯაროვდეს შემდეგი […]
სალომე ზურაბიშვილი – ძნელი სათქმელია მოსკოვი იძლევა განკარგულებებს, თუ მმართველი პარტია საკუთარი ინიციატივით ცდილობს რუსებს ასიამოვნოს

ძნელი სათქმელია ისინი იძლევიან განკარგულებებს, თუ მმართველი პარტია საკუთარი ინიციატივით ცდილობს რუსების სიამოვნებას, მაგრამ ამას ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა The Kyiv Independent-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც დაუსვეს შეკითხვა, როგორ ფიქრობს, ახლა თბილისში მოსკოვი გასცემს თუ არა განკარგულებებს. „ეს ისაა, რასაც გარედან ვერ გაიგებ. მნიშვნელოვანია ეს პარალელი, ეს მსგავსება, რომელიც […]
დავით ნარმანია ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილ ფორუმში მონაწილეობდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილ ფორუმში, სადაც ნეტო-აღრიცხვის რეგულირებაზე პრეზენტაცია წარადგინა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ცნობით, ფორუმში, რომელიც ქ. თბილისში, 3-4 ოქტომბერს იმართება, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. „ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე სახელწოდებით – „განახლებადი ენერგიის განვითარება და ბაზრის დინამიკა“ […]
სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიცია ცესკოს მოუწოდებს დაუყოვნებლივ შექმნას საკომუნიკაციო ცხელი ხაზი, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობა ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე შეძლონ

სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიცია – „ჩემი ხმა“ მოუწოდებს ცესკოს, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით, დაუყოვნებლივ შექმნას და აამუშაოს საკომუნიკაციო ეფექტური ცხელი ხაზი იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობა დროულად, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე შეძლონ. ამის შესახებ კოალიცია „ჩემი ხმა“ წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ათასობით მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეზღუდება. როგორც თოლორაიამ აღნიშნა, […]
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სოფო ჯაფარიძე და ლაშა ფარულავა დიდუბეში მოსახლეობას შეხვდნენ

თბილისი გამარჯვებისთვის ემზადება, საქართველო გამარჯვებისთვის ემზადება, ქართველი ხალხი საქართველოს გამარჯვებისთვის ვემზადებით და ეს ყველგან თვალშისაცემია, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ, დიდუბეში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კოალიცია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანას ევროპულ გზაზე დააყენებს. “ვაგრძელებთ თბილისში მოსახლეობასთან შეხვედრებს, ახლა დიდუბეში ვიმყოფებით და საოცარი […]