“უჭირს გადაადგილება, საუბარი” – ციხეში ჟურნალისტ სადიგოვის მდგომარეობა დამძიმდა – “უფლებები საქართველო”

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, “უფლებები საქართველო” საზოგადოებას აცნობებს, რომ შიმშილობის გამო, წინასწარ პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუარესებული. “უფლებები საქართველოს” იურისტები აფგან სადიგოვს სპეციალური პენიტენციური სამსახურის #8 დაწესებულებაში შეხვდნენ 2 და 3 ოქტომბერს. სადიგოვის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობა თვალშისაცემია, იურისტების შეფასებით, მას უჭირს გადაადგილება, საუბარი და კონცენტრირება. “უფლებები საქართველომ” უკვე მიმართა […]

მარკ რუტე – მხარდაჭერის გაძლიერება და უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა, როგორც ნატო-ს გენერალურ მდივანს, ჩემს პრიორიტეტად და პრივილეგიად მიმაჩნია

მხარდაჭერის გაძლიერება და უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა, როგორც ნატო-ს გენერალურ მდივანს, ჩემს პრიორიტეტად და პრივილეგიად მიმაჩნია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩემთვის ჩემი მანდატის დასაწყისში უკრაინაში ჩამოსვლა მნიშვნელოვანი იყო, რათა ნათლად მეჩვენებინა, როგორც თქვენთვის, უკრაინელი ხალხისთვის, ისე ყველასთვის, რომ ნატო უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს. ამ […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – ახლო აღმოსავლეთში ირანული რაკეტების ერთობლივი ჩამოგდება არაფრით განსხვავდება რუსული რაკეტების ჩამოგდებისგან, ირანული „შაჰედების“ ჩამოგდებისგან, რომლებიც აერთიანებენ რუსეთის და ირანის რეჟიმებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ გამოთქვა მოლოდინი, რომ ალიანსის ქვეყნები შეცვლიან პოზიციას უკრაინის ცის დაცვასთან დაკავშირებით. ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ვერ ხედავს ფუნდამენტურ განსხვავებას უკრაინის და ისრაელის საჰაერო სივრცის დაცვის საკითხში, რომლის მოკავშირეები ეხმარებიან მას ირანული რაკეტების და თვითმფრინავების ჩამოგდებაში. „ჩვენ […]

2025 წლიდან პოლონეთში ავიაბილეთები გაძვირდება – მედია

პოლონეთის საჰაერო ნავიგაციის სერვისების სააგენტო (PAŻP) ავიაკომპანიებთან საჰაერო მოძრაობის კონტროლის სერვისების ახალ ტარიფებზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომლებიც ძალაში 2025-2029 წლებში იქნება. მოსალოდნელია, რომ ეს ტარიფები მნიშვნელოვნად მაღალი იქნება, ვიდრე მოქმედი, რაც ავიაბილეთების ფასების ზრდას გამოიწვევს. ავიაკომპანიები არ მალავენ, რომ გაზრდილი ხარჯები გავლენას მოახდენს ბილეთების ფასებზე. ახალი ტარიფების ოფიციალურად გამოცხადება და დამტკიცდება ნოემბერში მოხდება, ხოლო ძალაში 2025 […]

ემიგრანტების ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩაწერილ მოქალაქეებს ხმის მიცემა ეზღუდებათ

ემიგრანტების ცნობით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩაწერილ უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემის უფლებას უზღუდავს. მათივე თქმით, ამომრჩეველთა სიაში ვერ მოხვდნენ. მიზეზად კი დაუსახელეს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა ფაქტობრივი მისამართი არ უფიქსირდებათ. “როგორც აღმოჩნდა, ცესკო რომ მიიღებს ამ სიას, სახელებს, გვარს, მისამართს, ამ სიიდან ჩაწერს, იმ ადამიანებს, რომლებიც […]

ნებისმიერ რუსულ ბანკს შეუძლია გახსნას შვილობილი კომპანია აფხაზეთში – ოზგანი

“აფსნიპრესის” ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა ე.წ. პარლამენტის საბიუჯეტო, საკრედიტო ორგანიზაციების, გადასახადებისა და ფინანსების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთ-აფხაზეთის მთავრობათაშორისი შეთანხმება რუსული იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის [დე ფაქტო] ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ, საშუალებას იძლევა გაიხსნას რუსული საკრედიტო ორგანიზაციის ფილიალი სახელმწიფოს მონაწილეობით რესპუბლიკის [დე ფაქტო] ტერიტორიაზე. მან ასევე ციტირება გააკეთა […]

სომხურ საზოგადოებაში დიდი იმედგაცრუებაა რუსეთის მიმართ – მიროზიანი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომ სომხურ საზოგადოებაში დიდი იმედგაცრუებაა რუსეთის, რუსეთის დახმარებისა და რუსეთთან ალიანსის მიმართ. მიროზიანმა უპასუხა კითხვებს, რამდენად შეიცვალა ბოლო დროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, რუსეთის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება. ასევე მან უპასუხა კითხვას, აიძულა თუ არა სომხეთს ევროპისკენ გეზის აღება რუსეთის ქმედებამ – რუსეთი ცდილობდა შეენარჩუნებინა […]

ანტონ ობოლაშვილი – ჩვენი სამშობლოს წინაშე ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას დამოუკიდებელი, სუვერენიტეტით გამყარებული და მშვიდობიანი საქართველო დავუტოვოთ

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის მოსახლეობას შეხვდა. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე, ასევე მოისმინა მოსახლეობის საჭიროებები. გააცნო „ქართული ოცნების“ გუნდის გეგმები. „ჩვენი სამშობლოს წინაშე ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას დამოუკიდებელი, სუვერენიტეტით გამყარებული და […]

გია ჭყონია – მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ჩვენ შევძლებთ უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნას

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, ქობულეთში, წყავროკასა და მუხაესტატეს მოსახლეობას შეხვდა. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრებზე დელეგატმა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მოისმინა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხები, ასევე დაიგეგმა სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები. „ვისაუბრეთ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და დავეგმეთ სამომავლო სამუშაოები, რითაც უკეთესს გავხდით ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას. მადლობა კეთილგანწყობისთვის და ნდობისთვის. მშვიდობით, ღირსებით, […]

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ირაკლი ქადაგიშვილი შეხვედრებს ლაგოდეხში აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, აფენის ადმინისტრაციული თემის მოსახლეობას შეხვდა. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის „ქართული ოცნების“ ხედვებზე, არჩევნების მნიშვნელობასა და ამ პროცესში მათი ჩართულობის საჭიროებაზე. ამომრჩეველთან ერთად განიხილა ყველა აქტუალური საკითხი, რომელიც აღნიშნულ უბნებში მცხოვრებთ აწუხებთ. შეაჯამა თემის სოფლებში […]