“უშიშრად, ხალხო! ომით გვაშინებენ, ომში არ ვართ დღეს ჩვენ?” – როგორ დახვდნენ გურიაში მამუკა ხაზარაძეს და რა საჩუქარი გადასცეს –

3 ოქტომბერს, “ძლიერი საქართველოს” ლიდერები, გურიას ესტუმრნენ, გურულებთან ერთად ისაუბრეს არსებულ პრობლემებზე და გააცვნეს მათ საარჩევნო პროგრამა. გურიაში შეხვედრაზე, სადაც მოსახლეობას საშუალება ჰქონდა გამოსულოყო და ლიდერების გვერდით ესაუბრა, ადგილობრივმა ქალბატონმა მამუკა ხაზარაძეს ღვთისმშობლის ხატი აჩუქა და თქვა: “აქ ჩემსავით გაჭირვებული შეიძლება ძალიან ბევრი ხართ… ჩვენ გაჭირვებას არ უყურებს ეს მთავრობა. დღეს რა იმედითაც ვართ აქ […]
“უცნაური განვითარება მოყვა დროების მიერ მოპოვებულ სარწმუნო ინფორმაციას” – რას წერს გიორგი თარგამაძე

ჟურნალისტი, გიორგი თარგამაძე: უცნაური განვითარება მოყვა დროების მიერ მოპოვებულ სარწმუნო ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ. ეს ინფორმაცია სარწმუნო და სანდოა. რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებული ამერიკის საელჩოს კომენტარი საერთოდ არ ეწინააღმდეგება ჩვენს მიერ მოპოვებულ ცნობებს, რადგან სანქციებზე ჩვენ ინფორმაცია არ გვქონია. საუბარია ე.წ. პრესანქციურ, ანუ წინა სასანქციო რეჟიმზე, რაც ბანკების […]
“სიმბოლურია მათი ღონისძიების რუსთავის ციხესთან გამართვა” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა – ევროპის და ამერიკის ყველაზე წარმომადგენლობითი საპარლამენტთაშორისო ორგანო თავისი დღეს მიღებული რეზოლუციით, ითხოვს ჩემი პოლიტიკური პატიმრობის დასრულებას და გათავისუფლებას. გუშინწინ იგივე მოითხოვა ევროპის ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – ევროპის სახალხო პარტიამ. დიდი მადლობა დემოკრატიულ სამყაროს ჩემი და ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის. აქვე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მომეწონა “კოალიცია […]
„ველით, რომ წლის ბოლოს ჯამური ტვირთბრუნვის მხრივ მატება გვექნება“ – როგორია ფოთის პორტის ტვირთბრუნვა 9 თვეში?

9 თვეში ფოთის საზღვაო ნავსადგურმა 406,588 ერთეული კონტეინერი გადაამუშავა, მათ შორის 134 000 მესამე კვარტალში. როგორც ქვეყნის უმსხვილეს პორტში განმარტავენ, გასულ რეკორდულ წელთან შედარებით, კონტეინერების გადამუშავების კუთხით მცირე კლებაა, თუმცა პარალელურად სხვა ტვირთის ნაწილშია ზრდა, მათ შორის, თითქმის გასამმაგდა საბორნე მიმოსვლა. კონტეინერების დამუშავების მაჩვენებელი ფოთის საზღვაო ნავსადგურში · ივლისი – 51841 TEU კონტეინერი · აგვისტო […]
მთავრობის ვებ-გვერდებზე 2 კვირაა კიბერშეტევები ხორციელდება – DGA უსაფრთხოების სისტემას 3.5 მლნ ლარად იყიდის

ციფრული მმართველობის სააგენტომ გამარტივებული გზით შესყიდვის განხორციელებაზე შესყიდვების სააგენტოს 27 სექტემბერს მიმართა. საუბარია ე.წ DDOS შეტევების პრევენციის პროგრამული უსაფრთხოების გადაწყვეტის შესყიდვაზე. ციფრული მმართველობის სააგენტო შესაბამისი უსაფრთხოების სისტემის შესყიდვას კომპანია შპს “უიჯითისგან” 3.5 მლნ ლარად გეგმავს. მიწოდების ვადა 4 ნოემბრამდეა. როგორც სააგენტოს მხრიდან წარმოდგენილ დასაბუთებაში ვკითხულობთ, შესყიდვა გადაუდებელი აუცილებლობით არის გამოწვეული, რადგან ციფრული მმართველობის სააგენტოს ინფრასტრუქტურაზე […]
აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თქმით, დაჯავშნის სისტემის ტექნიკური ხარვეზი Wizz Air-ის 31 ათას ფრენას შეეხო

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ავიაკომპანია Wizz Air-ის ტექნიკურ ხარვეზთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე Wizz Air-ის ტექნიკურ ხარვეზთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში იგი წერს, რომ ტექნიკური ხარვეზით გამოწვეული გაურკვევლობა ავიაკომპანიის 31 ათას ფრენას შეეხო. “რამდენიმე საათის წინ ავიაკომპანიის ვებგვერდზე რამდენიმე მიმართულებით ფრენები საერთოდ […]
დანიგანი: იდეა, რომ ჩვენი არჩევნებით საქართველოს მიმართ ჩვენი პოლიტიკა შეიცვლება, უსაფუძვლოა

ზოგიერთი ლაპარაკობს, რომ რაც მოხდება ჩვენს [აშშ-ს] არჩევნებზე, ზეგავლენას იქონიებს საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაზე. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია გაგება, რომ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის არის ნამდვილი ერთიანობა, აგრეთვე დემოკრატების, ანუ ბაიდენის ადმინისტრაციასთან შეშფოთებაზე, რაც დაკავშირებულია [საქართველოს] ამჟამინდელი მთავრობის ქმედებებთან. აგვისტოში ჩვენ გვქონდა კონგრესის ორპარტიული, ორპალატიანი დელეგაციის ვიზიტი აქ [საქართველოში], დემოკრატი სენატორის, შაჰინისა და ასევე რესპუბლიკელი კონგრესმენის, […]
Forbes-მა ამერიკის შეერთებული შტატების 400 უმდიდრესი ადამიანის 2024 წლის სია გამოაქვეყნა

Forbes-მა ამერიკის შეერთებული შტატების 400 უმდიდრესი ადამიანის 2024 წლის სია გამოაქვეყნა. Forbes 400-ის 2024 წლის რეიტინგი ასახავს რეკორდულ წელს ამერიკის უმდიდრესი ადამიანებისთვის. სიაში შემავალი პირების კოლექტიური ქონება გასულ წელთან შედარებით თითქმის 1 ტრილიონი დოლარითაა გაზრდილი და $5.4 ტრილიონს აღწევს. გაზრდილია რეიტინგში მოსახვედრად საჭირო ქონების მინიმალური ზღვარიც – 2023 წლის $2.9 მილიარდიდან $3.3 მილიარდამდე. ზედიზედ უკვე […]
ზაფხულში, ესპანეთში ტურისტების რეკორდული რაოდენობა ჩავიდა

ესპანეთმა მიიღო რეკორდული რაოდენობის – 21,8 მილიონი უცხოელი ტურისტი 2024 წლის ივნის-აგვისტოში, მიუხედავად პოპულარულ ტურისტულ ქალაქებში ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტისა. ამას მოწმობს ოთხშაბათს, 2 ოქტომბერს, ესპანეთის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, წერს „ევროპეისკაია პრავდა“. მხოლოდ აგვისტოში ესპანეთმა მიიღო 10,9 მილიონი ტურისტი, რაც 7,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ხოლო 2024 წლის პირველ რვა თვეში […]
17 მაისი დასვენების დღედ ცხადდება

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება. აღნიშნულ კანონს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს მოაწერა ხელი. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, კანონი, რომელსაც ხელს აწერს, არ ასახავს მიმდინარე, დროებით, ცვალებად იდეებსა და იდეოლოგიებს, არამედ ეფუძნება საღ აზრს, ისტორიულ გამოცდილებასა და […]