უკრაინა უარყოფს ცნობებს კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე შეტევის მცდელობის შესახებ

რუსეთის კურსკის ოლქის ქალაქ კურჩატოვის რაიონში ხანძარი იყო. კურჩატოვთან კურსკის ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. ოლქის გუბერნატორ ალექსეი სმირნოვის ინფორმაციით, 3 ოქტომბერს, საღამოს ამ რაიონში მოიგერიეს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, რომლის ჩამოვარდნამ აფეთქება გამოიწვია სამეურნეო დანიშნულების ობიექტზე. სმირნოვის თანახმად, ამ ობიექტს კურსკის ატომურ ელექტროსადგურთან კავშირი არ აქვს. რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსენერგოატომმა“ განაცხადა, რომ კურსკის ატომური ელექტროსადგური საშტატო […]

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო – დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის საჰაერო თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ტულკარემში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია მრავალი სხვა ადამიანი. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებისა და ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახურის (შინ ბეთი) ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დარტყმის სამიზნე იყო ზაჰი იასერ აბდ ალ-რაზექ ოუფი, „ჰამასის“ მაღალი რანგის მეთაური, […]

პენტაგონი უკრაინის თავზე ირანული რაკეტებისა და დრონების ჩამოგდების შესაძლებლობაზე – ეს ჩვენი ომში სხვაგვარად ჩართვა იქნება

ჩვენ ვსაუბრობთ ორ ძალიან განსხვავებულ ლანდშაფტსა და ბრძოლის ველზე, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა განაცხადა. საბრინა სინგს დაუსვეს შეკითხვა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც ნატო-ს მოკავშირეებს მოუწოდა დაეხმარონ უკრაინას ირანული რაკეტებისა და დრონების მოგერიებაში, როგორც ამას აკეთებენ ისრაელთან. მისი თქმით, პრეზიდენტმა ბაიდენმა თავიდანვე, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ბრძანა უკრაინისთვის მიეწოდებინათ […]

მედია – ისრაელმა ბეირუთს დაარტყა, სამიზნე ჰაშემ საფიედინი იყო, რომელიც „ჰეზბოლას“ მომავალ ლიდერად მოიაზრება

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ისრაელმა კიდევ ერთი საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რომლის სამიზნე „ჰეზბოლას“ აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელი, ჰაშემ საფიედინი იყო, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, Axios-ის რეპორტიორი ბარაკ რავიდი ორ ისრაელელ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების სამიზნე საფიედინი იყო, რომელმაც, დიდი ალბათობით, რამდენიმე დღის წინ ლიკვიდირებული „ჰეზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრალა უნდა […]

როგორი იქნება “კომოსთან” “ნაპოლის” სასტარტო შემადგენლობა?

დღეს, სერია A-ს მეშვიდე ტურში, ლიდერი “ნაპოლი” “კომოს” უმასპინძლებს და მორიგი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. თუმცა, ცხადია, მეტოქე ბრძოლას გაუმართავს და ადვილი დასამარცხებელი არ იქნება. სესკ ფაბრეგასის გუნდმა ჩემპიონატზე ბოლო სამი მატჩიდან ორი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა (საერთო ანგრიში 8:6) და ურიგო ფორმაში არაა. “ნაპოლიმ” კი საკუთარი ძალების ირწმუნა და სანაკრებო პაუზის წინ პირველი პოზიციის დათმობას […]

“ებრაელების ჯინები” – როგორ ხსნის ირანი ნასრალას პოვნას და მოკვლას – მიხეილ ხაჩიძე

ხომ გახსოვთ ის ამბავი, ნასრალას რომ ხელზე რაღაც წაუსვეს და ისე დაადგინა ისრაელმა მისი ადგილსამყოფელი? ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის პატივცემული მოლა, მუსტაფა კარამისი, რომელიც ხშირად საუბრობს რეჟიმის სახელით, ამჯერად ხსნის, თუ როგორ მოახერხა ისრაელმა ჰეზბოლას ლიდერის ჰასან ნასრალას პოვნა და ლიკვიდაცია: „სიონისტების მიერ ჯინების დაპყრობის ისტორიის გათვალისწინებით, ისინი ასრულებენ ბევრ მისიას ამ გზით და […]

ბრაიდა კვარაცხელიაზე: ნომერ პირველმა ფეხბურთელმა ნომერ პირველი ანაზღაურება უნდა მიიღოს, ასეთია წესი

იტალიური მედია ისევ წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი თავისი კლიენტის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორს, ჯოვანი მანას ისევ ვერ შეუთანხმდა და მოლაპარაკებები გადაიდო. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი „მილანის“ და „ბარსელონას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა არიედო ბრაიდამ, აგრეთვე ჟურნალისტებმა ფრანჩესკო მოდუნომ და რიკარდო კუჩიმ გააკეთეს. არიედო ბრაიდა: „კონკურენცია მაღალია და თუ „ნაპოლის“ უნდა კვარაცხელია შეინარჩუნოს, […]

“ძმაკაცობა უნდა იყოს ორმხრივი” – კალაძე დასავლეთზე

თბილისის მერი, კახა კალაძე, დასავლეთთან ურთიერთობაზე საუბრისას, ამბობს; დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემდეგ ყველაფერი გადალაგდება, გადაიტვირთება და დამშვიდდება. წარმოუდგენელია ამ ფორმატით გაგრძელება. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვისაც. არც ურთიერთობა გვეშლება, არც მეგობრობა, არც ძმაკაცობა. ყველაფერი შეგვიძლია და ვიცით, ეს ყველაფერი როგორ უნდა გავაკეთოთ – ეს უნდა იყოს ორმხრივი. როდესაც ვსაუბროთ პარტნიორობაზე, ისე არ […]

აშშ-ში რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის ოცნების ქმედებებზე შეშფოთება ერთიანია – ელჩი

აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში, ამბობს: ზოგიერთი ლაპარაკობს, რომ რაც მოხდება ჩვენს [აშშ-ს] არჩევნებზე, ზეგავლენას იქონიებს საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაზე. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია გაგება, რომ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის არის ნამდვილი ერთიანობა, აგრეთვე დემოკრატების, ანუ ბაიდენის ადმინისტრაციასთან შეშფოთებაზე, რაც დაკავშირებულია [საქართველოს] ამჟამინდელი მთავრობის ქმედებებთან. აგვისტოში ჩვენ გვქონდა კონგრესის ორპარტიული, ორპალატიანი დელეგაციის […]

“პირდაპირ ფულს უხდიან, ნებისმიერ თემას აწერინებენ” – კალაძე Pace-ზე

თბილისის მერი, კახა კალაძე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წევრების განცხადებაზე, სადაც წერია, რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით დაშინებისა და ზეწოლის შესახებ საგანგაშო ცნობებს იღებენ, ამბობს: იცით, რომ აღნიშნულ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს. ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ, თუ როგორ ხდება ამ ტიპის რეზოლუციების შედგენა – კონკრეტულ ადამიანებს პირდაპირ ფულს უხდიან, ეს არის ე.წ. […]