აიათოლა ალი ხამენეი – ისრაელის წინააღმდეგ ჩვენი შეიარაღებული ძალების ოპერაცია სრულიად ლეგალური და ლეგიტიმური იყო – ისრაელი „ჰეზბოლას“ და „ჰამასს“ სერიოზულ ზიანს ვერ მიაყენებს

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ირანის შეტევას ისრაელზე სრულიად კანონიერი იყო. BBC-ის ინფორმაციით, თეირანის იმამ ხომეინი მოსალას მეჩეთში ქადაგებისას აიათოლა ალი ხამენეიმ ხაზი გაუსვა, რომ რაც ირანმა გააკეთა „მინიმალური სასჯელი“ იყო ისრაელისთვის იმ „გასაოცარი დანაშაულებისთვის“, რაც მან ჩაიდინა. „ჩვენი შეიარაღებული ძალების ოპერაცია რამდენიმე ღამის წინ იყო სრულიად ლეგალური და ლეგიტიმური“, – აღნიშნა აიათოლა […]

თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის გამო კვლავ არ ესწრება

თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის გამო კვლავ არ ესწრება. ამ წუთებში, მმართველი პარტიის საკრებულოს დეპუტატები პოლიტიკური განცხადებებს აკეთებენ, ხოლო პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, საკრებულოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავენ. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სინამდვილეში ოპოზიციონერი დეპუტატები ბოიკოტს საქართველოს მოქალაქეებს უცხადებენ და არა საკრებულოს სხდომის […]

ლავროვმა ცხინვალელ მინისტრს დაუდასტურა, რომ სამხრეთ ოსეთის აღიარება გადახედვას არ ექვემდებარება

ოსური მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევთან მოლაპარაკებების გახსნისას განაცხადა, რომ 2008 წლის გადაწყვეტილებები “გადახედვას არ ექვემდებარება”. “ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას ჩვენი მეგობრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული სფეროს განვითარებისა და სახელმწიფოს გაძლიერების სხვა სფეროებში, როგორც ეს გათვალისწინებულია ორმხრივი შეთანხმებებით. ჩვენთვის ერთადერთი გზაა წინსვლა. […]

ცესკოს ვებ-გვერდი გაითიშა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდი გათიშულია. მომხმარებლები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ვებ-გვერდი დილიდან შეფერხებით მუშაობდა. ამ დროისთვის ის სრულად გათიშულია. ცესკო-ში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ვებ-გვერდის გათიშვის მიზეზი ტექნიკური ხარვეზია და მალე აღმოიფხვრება. თუმცა უწყებაში ვერ გვპასუხობენ, რამ გამოიწვია ხარვეზი. ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, დილიდან შეფერხებით მუშაობს საკონსულოს ვებ-გვერდიც. “ნეტგაზეთი” ინფორმაციის გადამოწმებას შეეცადა საგარეო საქმეთა სამინისტროსთანაც. თუმცა უწყებაში […]

ზარქუა ელჩებზე: მესმის, რომ თქვენი აგენტურა აგებს, ამიტომ ჩაერთეთ წინასაარჩევნო კამპანიაში

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა დასავლელ ელჩებს ქვეყნის შიდა საქმეებსა და არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა. ზარქუამ ელჩებზე, რომლებიც შეშფოთებულნი არიან ქართული ოცნების არადემოკრატიული ქმედებებით და ამას ღიად აფიქსირებენ, თქვა, რომ ისინი “უტევენ ჩვენს ქვეყანას”. “მე მგონი, ამერიკის საელჩო და ევროკავშირის საელჩო აცნობიერებს რა, რომ ეს რადიკალები, უსამშობლოები, გარდა ნაცებისა, ვერ […]

გიორგი არაბიძე ლონდონის ახალგაზრდა მუსიკოსთა კოკურსის ოქროს მედლის მფლობელი გახდა

გიორგი არაბიძე ლონდონის ახალგაზრდა მუსიკოსთა კონკურსის ოქროს მედლის მფლობელი გახდა. გარდა ამისა, მან სპეციალური პრიზი “ფანტასტიკური ტექნიკა” მოიპოვა. ინფორმაცია ამის შესახებ გიორგიმ თავად გაავრცელა სოციალური ქსელით. „ძალიან დაუჯერებელი! 🇬🇪🇬🇧 გავხდი ლონდონის ახალგაზრდა მუსიკოსთა კოკურსის ოქროს მედლის მფლობელი! ასევე მივიღე სპეც. პრიზი “ფანტასტიკური ტექნიკა”! ✨გამარჯვებული ნაწარმოები – საფ.ნო სონატა N5 (AllaBeethoven)“, – წერს გიორგი არაბიძე.

“არ მინდა ვარდების რევოლუციის რიმეიქი ვიხილო, მაგრამ არც ბელორუსიზაციის გზა მინდა!” – სადღობელაშვილი –

იმედია დამეთანხმებით რომ უცნაურად მშვიდი წინასაარჩევნო გარემოა… თითქოს ყველამ იცის რა და როგორ უნდა მოხდეს, ვინ რამდენ პროცენტს დააგროვებს, ვინ გადალახავს ბარიერს, ვინ გაიყიდება, ვინ აირჩევს ქუჩას, ვინ უღალატებს იდეას და ა.შ. – ბევრი პირდაპირ, დაუმალავად ემზადება ქუჩის აქციებისთვის, დაუღალავი და ერთთვიანი პროტესტისთვის რომელიც მხარდაჭერილია დასავლეთიდან და რომელიც შედეგზე იქნება ორიენტირებული! – არ მინდა 23 […]

“ბევრი კომპრომატი უკვე “გადაყიდულიაო” “პოდპოლნი” აუქციონზე” – რას წერს მაია ნიკოლეიშვილი

ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მეტი რა გვინახავს, ამ პატარა საქართველოში! ვისგან არ გვინახავს, ცოცხლადაც და ისტორიულადაც… მაგრამ, დიღმის ცენტრალური კომიტეტი და ლამის ყველა ევროპელი მოქმედი და ყოფილი ელჩი რომ პირდაპირ, ღიად, გაშიშვლებული მონაწილეობდეს საქართველოს საარჩევნო კამპანიაში, ასე “იავნად” ჯერ არ მომხდარა! ბარემ აიღეთ საქართველოს მოქალაქეობა, თქვე არადიპლომატებო და აფერადეთ თქვენი ვასალები, ამათზე მეტი კი იქნებით, […]

აშშ-ის საელჩოს სკანდალური იმეილი საკუთარ მოქალაქეებს 26 ოქტომბერს, საქართველოში ჩასატარებელ არჩევნებზე

აშშ-ის საელჩო საქართველოში მათი ქვეყნის მოქალაქეებს სკანდალური შინაარსის იმეილებს უგზავნის და მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და დააკვირდნენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხალხის დიდი მასების შესაძლო შეკრებას ან პროტესტს საქართველოში. შეტყობინებაში, რომელიც საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საპროტესტო აქციებს ეხება, საელჩო აღნიშნავს, რომ „სპონტანური საპროტესტო აქციები, რომლებიც მოიცავდა ძალადობას“, წარსულშიც ყოფილა საქართველოში. შესაბამისად, მოქალაქეებს საპროტესტო […]

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტი განიხილეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა, გაერთიანებულ სხდომაზე, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტი განიხილეს. ფინანსური დოკუმენტი ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა, რომლის ინფორმაციით, 2025 წლისთვის რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5.5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 5.3%. კაკაურიძის თქმით, ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 97.4 მლრდ ლარის ოდენობით. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული […]