საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში სხდომა გაიმართა, რომელიც აკადემიკოს ანდრია აფაქიძის დაბადების 110 წლისთავს მიეძღვნა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საიუბილეო სხდომა გაიმართა, რომელიც ცნობილი მეცნიერისა და საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, აკადემიკოს ანდრია აფაქიძის დაბადების 110 წლისთავს მიეძღვნა. სხდომა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა, როინ მეტრეველმა გახსნა. როგორც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველმა, ისტორიის აკადემიურმა დოქტორმა, პაატა სურგულაძემ აღნიშნა, ანდრია აფაქიძე იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი. „დღეს, საქართველოს […]

იუსტიციის სამინისტრო პენიტენციურ სისტემაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს

მსჯავრდებულთა და თანამშრომელთა უფლებების მაქსიმალური რეალიზაციის მიზნით, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ქსანში №10 პენიტენციურ დაწესებულებაში ახალაშენებული ინფრასტრუქტურა გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დაწესებულებაში მოეწყო იუსტიციის სახლი, ადვოკატებთან შეხვედრის ოთახები, აშენდა საამანათო, ხანგრძლივი და მოკლევადიანი პაემნების, საშვების და ვიდეოპაემნის სივრცეები. „დაწესებულებაში გახსნილი იუსტიციის სახლის სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებით როგორც პატიმრები, […]

“ჩემი შვილის მასწავლებელი შესულა კლასში და უთქვამს ეს ნაცები და ქოცები ამოვიდნენ ყელში, გახარიებს უნდა მივცე ხმაო” – ირაკლი წულაია

ჩემი შვილის მასწავლებელი შესულა კლასში და უთქვამს ეს ნაცები და ქოცები ამოვიდნენ ყელში გახარიებს უნდა მივცე ხმაო. ძალიან მიხარია ამხელა დეზინფორმაციის და შავი პიარის მიუხედავად, ჩვენი სათაყვანებელი მასწავლებლები სწორ არჩევანს რომ აკეთებენ! ახლა კი მთავარი მეგობრებო, ქართულმა კოშმარმა ორი სკოლის დირექტორი და ერთი მოადგილე მარტო იმიტომ გაანთავისუფლა თანანმდებობებიდან, რომ გახარიას შეხვედრაზე მივიდნენ, ახლა კი საერთოდ […]

“ამ ორი იდიოტის დასაცინი რომ გახდება მთელი ქართველი ერი…” – რა ვიდეოს ავრცელებს სააკაშვილი

ამ ორი იდიოტის დასაცინი რომ გახდება მთელი ქართველი ერი – აფსუა სეპარატისტებს ჟრიამული აქვთ ატეხილი ივანიშვილის განცხადების გამო, რომ ყველაფერი სააკაშვილის და “ენმ”-ის ბრალია და აცხადებენ, რომ ამ განცხადებას უკვე მოყვა საოკუპაციო ხელისუფლებისთვის სასარგებლო შედეგები და თუ ივანიშვილი დარჩა, მას მოჰყვება აფხაზეთის სრულფასოვანი აღიარება. აბა მშვიდობის მტრედები და სინამდვილეში საქართველოს მნგრეველებო გამოდით მინდა სათითაოდ დაგთვალოთ. […]

„განახევრდება მგზავრობის დრო, სამჯერ გაიზრდება ტრანსპორტის გამტარობა“ – კახეთის 4-ზოლიანი მაგისტრალის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა

ირაკლი კობახიძე – საქართველოს კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად და უსაფრთხო სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის გასაძლიერებლად ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი საგზაო მაგისტრალების განვითარებას დღეს ჩვენ ვხსნით კახეთის 4-ზოლიანი მაგისტრალის 85 კმ-იანი მონაკვეთიდან 35 კმ-იან ჩქაროსნულ გზას, რომელიც ფარავს თბილისიდან საგარეჯომდე მონაკვეთს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იმ საერთო პროექტის განხორციელებაში, რაც უკავშირდება კახეთის მაგისტრალის მშენებლობას, – ამის შესახებ საქართველოს […]

ComCom-მა აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან ერთად საზღვრისპირა სატელეკომუნიკაციო სერვისების მონიტორინგი ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს (MDDT) თანამშრომლებთან ერთად, ტელე-რადიო მაუწყებლობისა და მობილური საკომუნიკაციო ქსელების ერთობლივ საზღვრისპირა მონიტორინგში მიიღეს მონაწილეობა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. „მოგვიანებით, მხარეებს შორის, ქალაქ განჯაში გაიმართა საკოორდინაციო შეხვედრა, რომელიც სასაზღვრო ზონის რადიოსადგურებისა და მობილური ოპერატორების ქსელების ეფექტიანად მუშაობის საკითხების განხილვას დაეთმო. შეხვედრაში კომისიის სხვა […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7354 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7354 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7354 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7335 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0177 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0175 ლარს შეადგენდა. […]

ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა

3 ოქტომბერს ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media-ს პრეზენტაცია გაიმართა. ის მკითხველს არქიტექტურისა და ურბანისტიკის სფეროში არსებულ სიახლეებს, ტენდენციებს, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს გააცნობს. ასევე, შესთავაზებს დარგის სპეციალისტების მოსაზრებებსა და ხედვებს. „თავდაპირველად მე და ჩემს თანამოაზრეებს გვინდოდა, შეგვექმნა ერთგვარი პლატფორმა, სადაც თავს მოვუყრიდით ქალაქის სიახლეებს, ვისაუბრებდით ქალაქში არსებულ პრობლემებზე და მის წინაშე მდგარ გამოწვევებზე. საბოლოოდ […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7354 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7354 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7354 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7335 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0177 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0175 ლარს შეადგენდა. […]

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბან-სირიის დამაკავშირებელი 3.5-კილომეტრიანი გვირაბი გაანადგურეს და „ჰეზბოლას“ კომუნიკაციების მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათმა გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა 3.5 კილომეტრის სიგრძის გვირაბს დაარტყეს, რომელიც ლიბანსა და სირიას შორის გადიოდა და რომელსაც „ჰეზბოლა“ ირანული იარაღის კონტრაბანდისთვის იყენებდა. თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გვირაბს „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი ქვედანაყოფი აკონტროლებდა, რომელსაც ირანიდან და მისი მარიონეტებიდან ლიბანში იარაღის გადატანა ევალება. სამხედროების თქმით, დარტყმამ გაანადგურა გვირაბი, სადაც იარაღის ტრანსპორტირება და შენახვა ხდებოდა, ასევე […]