მომავალ კვირაში რუსეთში განაჩენს გამოუტანენ 72 წლის ამერიკელს, რომელიც უკრაინაში “დაქირავებული მებრძოლის” ბრალდებითაა დაკავებული

მოსკოვის სასამართლო 7 ოქტომბერს გამოუტანს განაჩენს აშშ-ის 72 წლის მოქალაქეს, სტივენ ჰაბარდს. მას ბრალად ედება უკრაინაში რუსეთის ძალების წინააღმდეგ ბრძოლა. მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრა კოვალევსკაიამ განაჩენის გამოტანის თარიღი გამოაცხადა 3 ოქტომბრის სხდომის დასრულების შემდეგ. სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. AFP -ს ჟურნალისტის აღწერით, ჰაბარდი, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, ბრალი აღიარა და რომელსაც შესაძლოა 15 წლით […]
ევროპარლამენტში საქართველოზე სესიის პარალელურად ემიგრანტები სტრასბურგში აქციას გამართავენ

ევროპარლამენტში საქართველოზე სესიის პარალელურად, რომელზეც საქართველოში დემოკრატიული პროცესების საფრთხეებს განიხილავენ, სტრასბურგში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები აქციას გამართავენ. აქცია 8 ოქტომბერს, 11:30 საათზე გაიმართება. ემიგრანტების თქმით, საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დარღვევის, ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის შეზღუდვის ფონზე, ვალდებულები არიან მსოფლიოს გააგებინონ ქართველების მოთხოვნა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე. “საქართველოში ირღვევა დემოკრატიული ღირებულებები და იზღუდება მოქალაქეების უფლებები, განსაკუთრებით ქართველი ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის […]
ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთს “საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებაში” დახმარებას ჰპირდება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას შეხვდა. “გავაგრძელებთ აფხაზეთის დახმარებას სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში… გავაგრძელებთ თანამშრომლობას უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო პოზიციების განმტკიცების კუთხით, შეთანხმებების შესაბამისად. […] ჩვენ ვიკავებთ პრინციპულ პოზიციებს ჟენევის დისკუსიებზე ამიერკავკასიასთან მიმართებით და ხელს […]
კახეთის 4 -ზოლიანი მაგისტრალის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა

კახეთის 4 – ზოლიანი მაგისტრალური გზის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა და თბილისიდან საგარეჯომდე ტრანსპორტი უკვე ჩქაროსნული გზით ისარგებლებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზა სრულ შესაბამისობაშია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებთან და უზრუნველყოფილია განათების სისტემით. „მაგისტრალი გვერდს უვლის ოთხ მჭიდროდ დასახლებულ სოფელსა და ქალაქს (ვაზიანს, სართიჭალას, ნინოწმინდას, საგარეჯოს), რითაც განტვირთავს […]
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ლიბანში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ “ჰეზბოლას” 250 მებრძოლია ლიკვიდირებული

ისრაელის განცხადებით, ლიბანში სახმელეთო ოპერაციისას “ჰეზბოლას” 250 მებრძოლი გაანადგურეს. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. კერძოდ, 30 სექტემბერს საღამოს სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ, მათ “ჰეზბოლას” 250 მებრძოლი გაანადგურეს. ისრაელის თავდაცვის ძალები აღნიშნავენ, რომ “ჰეზბოლას” 250 მებრძოლს შორის მინიმუმ 21 საველე მეთაურია, 5 ბრიგადის დონის მეთაური, 10 ასეულის მეთაური, და 6 ოცეულის მეთაური. […]
სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, რამაზ ბეღელურის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. „საკითხი განიხილებოდა, […]
თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია – „ადამიანის უფლებების განვითარება და უმცირესობების დაცვა: საერთაშორისო სტანდარტები და შიდა კანონმდებლობა“ გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-3 საერთაშორისო კონფერენცია „ადამიანის უფლებების განვითარება და უმცირესობების დაცვა: საერთაშორისო სტანდარტები და შიდა კანონმდებლობა“ (Advancing Human Rights and Safeguarding Minority Protections: International Framework and Domestic legislation) გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ-ს ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საერთაშორისო კონფერენცია ყოველწლიურია და ეძღვნება საქართველოში საერთაშორისო სამართლის სკოლის ფუძემდებლის, აკადემიკოსის, პროფესორ ლევან […]
ეროვნულმა ბანკმა იპოთეკით დაცული ობლიგაციების კონფერენციას უმასპინძლა

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, იპოთეკით დაცული ობლიგაციებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კონფერენციის მიზანი საქართველოში იპოთეკით დაცული ობლიგაციების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და სებ-ის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შეფასება იყო. მათივე ცნობით, ღონისძიებაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და საკრედიტო სარეიტინგო ორგანიზაცია Moody’s-ის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. კონფერენციას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკები […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტსა და ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო პრეზიდენტს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესის ფარგლებში, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტს, პროფესორ მირიამ გერჰარდს და ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო პრეზიდენტს, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორ ანდრეას არნდტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მისივე ცნობით, აკადემიკოს დავით გურგენიძისა და აკადემიური […]
გაერთიანებული სამეფოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის სპეციალიზებული ტრენინგი ჩაატარეს

საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს საერთაშორისო მეკავშირე ოფიცერთან მჭიდრო პროფესიული თანამშრომლობის შედეგად, გაერთიანებული სამეფოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს (NCA) წარმომადგენლებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებისა და ანალიტიკოსებისათვის სპეციალიზებული 2 – დღიანი ტრენინგი ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ტრენინგის თემატიკა მოიცავდა პარალელურ ფინანსურ გამოძიებასა და დაყადაღებული აქტივების მართვასთან დაკავშირებულს სხვადასხვა ასპექტს. „ხაზი […]