ანა ნაცვლიშვილი – მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გასაჯაროვდა, რომ სოფელ გომში ჩამოვიდოდი, ადგილობრივი სამსახურები დაფაცურდნენ, დაიწყეს დანგრეული ხიდის გალამაზება და გასუფთავება

„ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი კოალიციის ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად, სამტრედიის რაიონის სოფელ გომში, სახნავ-სათეს სავარგულებზე მისასვლელი დაზიანებული ხიდ-ბოგირის ტერიტორიაზე მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის თანახმად, დეპუტატი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, თვეობით შეჩერებული სამუშაოების მიზეზებით დაინტერესდა. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც „ძლიერი საქართველოს” ანონსი გავრცელდა, რომ კოალიციის ლიდერი ანა ნაცვლიშვილი […]
გასესხებული მილიონები – კალაძის პირველი კომენტარი

თბილისის მერი, კახა კალაძე, რომელიც, ფულის გასესხებითაც იზრდის შემოსავალს, აცხადებს, რომ მის მილიონებს, როგორც უნდა ისე განკარგავს. “წლების განმავლობაში სპორტიდან მილიონობით შემოსავალი მქონდა. თუ „კალა კაპიტალსი“ სხვადასხვა საქმიანობითაა დაკავებული, როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონების მართვით“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, მის ფინანსებთან დაკავშირებით, ნებისმიერი ინფორმაცია არის საჯარო და დეკლარაციაში სრულადაა წარმოდგენილი. ცნობისთვის, სესხის […]
გადასახადების ზრდის გამო, საქართველოში 2 კაზინო და 6 სლოტ-კლუბ დაიხურა – გიორგი მამულაიშვილი

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი მამულაიშვილის ინფორმაციით, აზარტული თამაშების ინდუსტრიაში გამკაცრებული რეგულაციების გამო, წელს საქართველოში 2 კაზინო და 6 სლოტ-კლუბი დაიხურა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა და იქვე დასძინა, რომ განსაკუთრებით ნეგატიურად იმოქმედა ონლაინკაზინოების მოგების გადასახადის მათი GGR-ის (მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობა) 15%-მდე გაზრდამ, რაც 2023 წელს […]
იუსტიციის სამინისტრო პენიტენციურ სისტემაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს

მსჯავრდებულთა და თანამშრომელთა უფლებების მაქსიმალური რეალიზაციის მიზნით იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ქსანში №10 პენიტენციურ დაწესებულებაში ახალაშენებული ინფრასტრუქტურა გახსნა. დაწესებულებაში მოეწყო იუსტიციის სახლი, ადვოკატებთან შეხვედრის ოთახები, აშენდა საამანათო, ხანგრძლივი და მოკლევადიანი პაემნების, საშვების და ვიდეოპაემნის სივრცეები. დაწესებულებაში გახსნილი იუსტიციის სახლის სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებით როგორც პატიმრები, ისე თანამშრომლები შეუზღუდავად ისარგებლებენ. ეს რიგით მე-6 იუსტიციის სახლია, […]
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანსამბლ ,,შემოქმედი”-ს საიუბილეო კონცერტი გაიმართა

ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანსამბლ ,,შემოქმედი”-ს დაარსებიდან 10 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, კომპანია ,,სმარტ კაპიტალ ჯგუფი”-ს დამფუძნებელი, ბიზნესმენი და მეცენატი ვანო ჩხარტიშვილი, ფონდ ,,ქართული გალობის” გენერალური დირექტორი ნანა გოთუა, შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე დაესწრნენ. მგალობელ […]
Edison Research: 88%-ის აზრით, ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების არგახსნით უფლებები ირღვევა

Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 88%-ს მიაჩნია, რომ საზღვარგარეთ ქართველი ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების არგახსნით საქართველოს მოქალაქეების უფლებები ირღვევა. მხოლოდ 12% ფიქრობს, რომ მსგავსი ქმედებით უფლებები არ ირღვევა. წინა კვლევის მიხედვით, ასე 87 პროცენტი თვლიდა.
თინა ხიდაშელი – არჩევნებამდე 3 კვირაა დარჩენილი და ქვეყანაში არცერთი კრიტერიუმით არ არის არც სამართლიანი, არც თავისუფალი საარჩევნო გარემო – ხალხს თუ გაუჩნდა იმის რწმენა, რომ არჩევნები მოპარეს, მას ვერაფერი გააჩერებს

თუ ხელისუფლება მოახერხებს, არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არ იყოს ძალადობის მანიფესტაცია და გაუგონარი მეთოდებით არ შეეცდება არჩევნების შედეგების გადაწერას, თუ კი არჩევნების შედეგი იქნება ამომრჩევლის ნების ადეკვატური, იქ აღარავინ დაიწყებს ერთი პროცენტის და ნახევარი პროცენტის თვლას , – ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” ლიდერმა, თინა ხიდაშელმა პალიტრანიუსის გადაცემა “360 გრადუსში” მოახლოებულ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, 2012 […]
ამერიკამ იერიში მიიტანა ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუთ ამბოხებულებზე იემენში

4 ოქტომბერს, ამერიკამ იერიში მიიტანა იემენში მდებარე ჰუთების რამდენიმე სამხედრო ობიექტზე. შეერთებული შტატების არმიის სამიზნეთა შორის იყო შეიარაღების სისტემები, სამხედრო ბაზები და აღჭურვილობა, რომელთა მფლობელები ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთი მეამბოხეები არიან. აღნიშნული ცნობა საინფორმაციო სააგენტო “ასოშეითიდ პრესს” ამერიკის ოფიციალურმა პირებმა დაუდასტურეს, რომელთაც ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრეს. იერიში შეერთებული შტატების თვითმფრინავებიდან და გემებიდან იქნა მიტანილი. ჯერჯერობით […]
აშშ-ის პორტებში დასაქმებულთა სამდღიანი გაფიცვა დასრულდა

აშშ-ს პორტებში თანამშრომლების სამდღიანი გაფიცვა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. როგორც ცნობილია, პორტის წარმომადგენლებსა და თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა. შრომის საერთაშორისო ასოციაციაში განაცხადეს, რომ პროფკავშირებმა მიაღწიეს შეთანხმებას აშშ-ის საზღვაო ალიანსთან ხელფასების ზრდის შესახებ, რის შედეგადაც, დასაქმებულთა გაფიცვა იანვრამდე შეჩერდა. პროფკავშირის თქმით, შრომითი პროცესი დაუყოვნებლივ განახლდა. შეთანხმება ითვალისწინებს ხელფასების, სულ მცირე, 62%-იან ზრდას. ორივე მხარის […]
“ოცნების” რეიტინგი 1%–ით გაიზარდა? – როგორია პარტიების რეიტინგი – Edison-ის ახალი კვლევა

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით: · ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 33% · ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 19% · კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 13% · ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, […]