მარნეულის მუნიციპალიტეტში სროლის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, ესროლეს ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს, რომელიც ბიზნესმენს ეკუთვნოდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სროლის ფაქტი 4 აგვისტოს მოხდა. როგორც შსს-ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236 -ე და 187-ე მუხლებით მიმდიარეობს, რაც იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, ასევე, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
საარჩევნო ფული და უფულობა – პარტიების აგვისტო-სექტემბრის შემოწირულობები

ანტიკორუფციულმა ბიურომ პოლიტიკური პარტიების აგვისტო-სექტემბრის თვეების შემოწირულობები გაასაჯაროვა. ბიუროს მონაცემებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ძირითადი პარტიების ოფიციალური შემოწირულობები აგვისტო-სექტემბრის პერიოდში ასე გამოიყურება: · ქართული ოცნება, ხალხის ძალა — 6.9 მილიონი ლარი; · კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა — 4.3 მილიონი ლარი; · ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის! —2.5 მილიონი ლარი; · ერთიანობა – […]
როგორი შეფასებები მიიღო კვარაცხელიამ “კომოსთან” მატჩში?

სერია A-ს მეშვიდე ტურში „კომოსთან“ მატჩში „ნაპოლის“ გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: whoscored 6.4, sofascore 6.5, flashscore 6.5. შეგახსენებთ, აღნიშნულ შეხვედრაში “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელია 79-ე წუთზე შეცვალა და მის ნაცვლად მოედანზე დავიდ ნერეში შეუშვა, რომელმაც 86-ე წუთზე ლუკაკუს პასით გოლის გატანა მოახერხა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. მადლობა შევწიროთ […]
“ნაპოლიმ” “კომოსაც” სძლია და ისევ ლიდერია [VIDEO]

სერია A-ს მეშვიდე ტურში „ნაპოლიმ“ „კომოს“ 3:1 მოუგო. მასპინძლები 30-ე წამზე ლუკაკუს პასით მაკტომინეიმ დააწინაურა. ნეაპოლური გუნდი ინიციატივას ფლობდა, შეტევები გააგრძელა, კვარაცხელიას დოსენამ ხელი სახეში ჩაარტყა, მაგრამ მსაჯმა რეაგირება არ მოახდინა. შემდეგ ხვიჩას დარტყმული ბურთი მეკარე აუდერომ მოიგერია. აქედან მოყოლებული სტუმრები იერიშებზე გადავიდნენ, კუტრონემ ბურთი ძელს გაარტყა, სტრეფეცამ კი ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქის […]
დანიგანი: მთავრობა იმეორებს, რომ მომავალ წელს ყველაფერი უკეთ იქნება, თუმცა რატომ არა ახლა

ჩვენ ძალიან ცხადად ვთქვით, რომ გარკვეული ნაბიჯები მკვეთრად გააუმჯობესებს ჩვენს ურთიერთობას. აშშ-სა და დასავლეთის შესახებ დეზინფორმაციისა და ნეგატიური რიტორიკის შეჩერება დაეხმარება ამ პროცესს; აგრეთვე, პროგრესი იმ ცხრა ნაბიჯის შესრულების მიმართულებით, რომელიც ევროკავშირმა გაწევრების პროცესის შესანარჩუნებლად შეიმუშავა; და დანერგილი კანონმდებლობის ევროპულ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, რომელიც შესაძლოა მოითხოვდეს კანონმდებლობის მთლიანად გაუქმებასაც. ჩვენი გადმოსახედიდან, რაც უფრო მალე მოხდება […]
დანიგანი: ივანიშვილი კერძო ფინანსურ ინტერესებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა აყენებს

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კომუნიკაციის მცდელობებზე, მასთან ურთიერთობასა და ოლიგარქის წინააღმდეგ შემუშავებულ სანქციებზე ისაუბრა. დანიგანის თქმით, ივანიშვილთან შეხვედრის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მათ კომუნიკაცია ვერ დაამყარეს, რადგან ოლიგარქმა ყველა შეხვედრაზე უარი განაცხადა. “ბატონ ივანიშვილს არასდროს შევხვედრილვარ. მე მასთან შეხვედრა მოვითხოვე, ისევე, როგორც სამმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, თუმცა მან ყველა შეხვედრაზე […]
Edison Research: 88%-ის აზრით, ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების არგახსნით უფლებები ირღვევა

Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 88%-ს მიაჩნია, რომ საზღვარგარეთ ქართველი ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების არგახსნით საქართველოს მოქალაქეების უფლებები ირღვევა. მხოლოდ 12% ფიქრობს, რომ მსგავსი ქმედებით უფლებები არ ირღვევა. ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთითა და დაფინანსებით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ “ედისონ რისერჩმა” ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა 17.09-29.09 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა […]
ინფლაციის დონით ევროზონაში ბელგია ლიდერობს

2024 წლის სექტემბერში, სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზრდის, ანუ ინფლაციის მაჩვენებელმა ბელგიაში 4,5 პროცენტი შეადგინა. ეს მნიშვნელოვნად აღემატება ყველა სხვა ქვეყანის ინფლაციის დონეს ევროზონაში, სადაც საშუალო მაჩვენებელი 2%-ზე ნაკლებია. 4,5-პროცენტიანი ინფლაციით, ბელგია მნიშვნელოვნად უსწრებს ევროზონის სხვა ქვეყნებს.IESEG School of Management და ეს პირველად არ ხდება: უკვე მეექვსე თვეა, ბელგია, ინფლაციის დონით, ევროზონის ჩემპიონია. 2024 […]
ხატია დეკანოიძე – თუ პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, მათთვის სერიოზული სუსხი წამოვა ქართველი ხალხისგან და დასავლეთისგან – ნებისმიერი კვლევა აჩვენებს მხოლოდ ერთს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება

თუ ივანიშვილი და პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, ძალიან სერიოზული სუსხი წამოვა მათთვის ქართველი ხალხისგან და ასევე ძალიან სერიოზული სუსხი წამოვა დასავლეთისგან , – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქართველი ხალხის ნების გაყალბების შემთხვევაში ოპოზიცია რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის გვერდით […]
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. რამაზ ბეღელურის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საკითხი განიხილებოდა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ […]