დღეს და ხვალ თბილისობაა – დედაქალაქში ღონისძიებებია დაგეგმილი

5-6 ოქტომბერს თბილისობა გაიმართება. დედაქალაქის მერიამ დღესასწაულთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიება დაგეგმა. სად რა გაიმართება? ორბელიანის მოედნის პროგრამა 5 – 6 ოქტომბერი 12:00-22:00 · გარდენია შევარდნაძე – ,,თბილისური ბაზარი“ · ღია კინოთეატრი · ,,ორბელიანის ნუგბარი“ · ,,ყველიერი“ · ,,ისპანახობა“ · კაფე „ლაღიძის წყლები” · „გაუსინჯე თბილისს გემო /Taste Tbilisi “ · სამეწარმეო მარკეტი · გიგანტური ქვევრის […]
როდის ითამაშებს ნაკრები “დინამო არენაზე”, როგორ ჩამოვა გველესიანი ირანიდან… – სანიოლისა და იაშვილის პრესკონფერენცია

ვილი სანიოლი: “ზაფხულის შემდეგ ახალი გამოწვევისადმი ფეხბურთელების მიდგომა ძალიან მაინტერესებდა. მოლოდინი გადაჭარბებით განხორციელდა. სექტემბერი ჩვენი განვითარების გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯი იყო. ჩვენი პროგრესი გრძელდება. მიქაუტაძე მართლაც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ყველაფერი ისევ მასზეა დამოკიდებული. ჩვენ მას ყველანაირად დავეხმარებით. ფეხბურთს აქვს კარგი და ცუდი პერიოდები… გულიაშვილის ევროპის ჩემპიონატამდე გამოძახება ნაადრევად მიმაჩნდა. ახლა მისთვის, ისევე როგორც მანამდე ნონიკაშვილისთვის, […]
FIFA-მ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისთვის დამატებითი სატრანსფერო ფანჯრის გახსნა დააანონსა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის საბჭომ 2025 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის რეგლამენტი დაამტკიცა, რომელთა დანიშნულებაც ტექნიკური საკითხების მოგვარებაა. მათ ვალდებულებაში შედის შიდა ჩემპიონატთან დაკავშირებული განრიგებისა და რეგისტრაციის პერიოდთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. ევროპის ჩემპიონატების უმრავლეს ნაწილში საზაფხულო ფანჯარა 1 ივლისს იხსნება და 31 აგვისტოს იხურება. ახალი წესის თანახმად განახლებულ ტურნირში მონაწილე კლუბებისთვის ფანჯარა 1 ივნისიდან 10 ივნისამდე […]
აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენელი „ჰუსიტების“ პოზიციებზე დარტყმები განახორციელეს – მედია

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენელი „ჰუსიტების“ პოზიციებზე ათობით დარტყმა განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Associated Press-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, დარტყმების სამიზნეებს შეიარაღების სისტემები, ბაზები და სხვა აღჭურვილობა წარმოადგენდა, რომელსაც „ჰუსიტები“ იყენებენ. წყაროების ინფორმაციით, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავები და სამხედრო გემები „ჰუსიტების“ გამაგრებულ პუნქტებს დაახლოებით ხუთ ლოკაციაზე ბომბავდნენ. ცნობისთვის, აქამდე „ჰუსიტების“ […]
არსებობს შესაძლებლობა უკრაინა გახდეს ნატო-ს წევრი ოკუპირებული ტერიტორიების პირობებშიც – იენს სტოლტენბერგი

ნატო-მ შესაძლოა უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთად მიიღოს. ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ყოველთვის არსებობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეთანხმების მე-5 მუხლის გამოყენების პრობლემის მოგვარების გზები უკრაინის შემთხვევაში, თუ ის ალიანსის წევრი ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთად გახდება. “ყოველთვის ძალიან სახიფათოა შედარება, ვინაიდან არანაირი პარალელი არ არის 100%-ით სწორი, მაგრამ […]
ბაიდენი ისრაელს არ ურჩევს ირანის ნავთობის ობიექტებს დაარტყას – ომის გაფართოების საფრთხე იზრდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 4 ოქტომბერს ისრაელს ურჩია, არ დაარტყას ირანის სანავთობო ობიექტებს და განაცხადა, რომ ის ცდილობს შეაკავშიროს მსოფლიო, რათა თავიდან იქნეს აცილებული ახლო აღმოსავლეთში ფართო ომი. თეთრი სახლის ბრიფინგების დარბაზში თავისი პირველი მოულოდნელი გამოჩენისას, ბაიდენმა ასევე თქვა, რომ ისრაელის მეთაურს, ბენიამინ ნეთანიაჰუს „უნდა ახსოვდეს“, აშშ-ის მხრიდან ისრაელის მხარდაჭერა, როცა გადაწყვეტილებას მიიღებს შემდგომი ნაბიჯების […]
ჯეიმს ო’ბრაიენი – შეშფოთებული ვარ ხელმოწერილი კანონმდებლობით, რომელიც ზღუდავს თავისუფლებას და საქართველოს ევროპას აშორებს

შეშფოთებული ვარ ხელმოწერილი კანონმდებლობით, რომელიც თავისუფლებას ზღუდავს და საქართველოს ევროპას აშორებს , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენი პლატფორმა X-ზე წერს. „შეერთებული შტატები ყოველთვის ხმას ამოიღებს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური უფლებების დასაცავად ყველასთვის“, – წერს ჯეიმს ო’ბრაიენი. შეგახსენებთ, 3 ოქტომბერს ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, […]
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, გლდანის 2 მ/რ-ის, 34-ე კორპუსთან მოსახლეობას შეხვდა. “ქართული ოცნების” ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა ადგილობრივებთან ერთად არსებული საჭიროებები განიხილა, ასევე ისაუბრეს მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე. „ჩემი დელეგატობის პირობებში, მოქალაქეებთან ღია და მეგობრული ურთიერთობა გარანტირებული იქნება. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება მათი აზრი და შეძლებისდაგვარად, ვეცდები მხარში ამოვუდგე მათ“,- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
პოგბას თამაშის უფლება 2025 წელს მიეცემა

როგორც იცით, 31 წლის ნახევარცმველი პოლ პოგბა დოპინგ-სკანდალში გაეხვა და თამაში 4 წლით აეკრძალა. თუმცა, ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფრანგი მოედანს 2025 წლის სეზონში დაუბრუნდება. “როგორც იქნა, კოშმარი დასრულდა და შემიძლია მოუთმენლად დაველოდო იმ დღეს, როდესაც შევძლებ ჩემი ოცნებების კვლავ ახდენას. ეს იყო ძალიან დამთრგუნველი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერი, რაზეც ამდენი ვიმუშავე, უეცრად […]
მამარდაშვილის მესამე მშრალი მატჩი – “ვალენსია” “ლეგანესს” ფრედ ეთამაშა

ლა ლიგის მეცხრე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ლეგანესს“ დაუზავდა – 0:0. თამაში რბილად რომ ვთქვათ, ლამაზი სანახავი არ იყო, მომენტები იშვიათად იქმნებოდა, ყველაზე რეალური შანსი მასპინძლებს კომპენსირებულ დროში ჰქონდათ, მაგრამ როდრიგესმა ბურთი ძელს გაარტყა. სტუმართა გუნდის მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე ტურნირზე მესამედ შეინახა კარი მშრალად. მისი თამაში sofascore-მ 6.6 ქულით შეაფასა, whoscored-მა და flashscore-მ კი 6.3-ით. […]