რა როლი აქვს ხელოვნურ ინტელექტს ტურიზმის განვითარებაში? – თორნიკე ცირამუას მოსაზრება

ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებასთან ერთად, ინოვაციური ტექნოლოგია სხვადასხვა სექტორშიც იკიდებს ფეხს და ტურიზმის ინდუსტრიაშიც უფრო და უფრო აქტიურად გამოიყენება. ქართული სტარტაპ Biliki.AI-ის თანადამფუძნებელი, თორნიკე ცირამუა აღნიშნავს, რომ წლების წინ, როდესაც გუნდი სამოგზაურო აპლიკაცია Biliki-ზე მუშაობდა, ჰორეკა სექტორისგან სიახლეების მიმართ მიუღებლობა შეინიშნებოდა, რაც დროთა განმავლობაში, ტექნოლოგიების დახვეწასთან ერთად, იცვლება – ამის შესახებ ცირამუა BMGDrive-ის ეთერში საუბრობს. […]

ცესკოს სხდომაზე ხმაური იყო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე ხმაური იყო.ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილსა და ცესკო-ში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, დავით კირთაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. შელაპარაკება მოჰყვა კირთაძის მიერ ევროსაბჭოს დეკლარაციის წაკითხვას, სადაც აღნიშნულია, რომ “საბოლოოდ, ცესკო ახლახან, მმართველი პარტიის კონტროლის ქვეშ მოექცა”. კალანდარიშვილმა კირთაძეს მიკროფონი გაუთიშა და უთხრა, რომ მისი განცხადება დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხს არ ეხება. ცესკო-ს […]

ნათია მეზვრიშვილი – პრეზიდენტთან შეხვედრისას არანაირი საუბარი სანქციებზე არ ყოფილა, საუბარი მის წარმატებულ ვიზიტს შეეხო – ყველას ინტერესია, რომ საქართველო მალე დაწინაურდეს ევროინტეგრაციის გზაზე

ორბელიანების სასახლეში საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის შეხვედრა დასრულდა. როგორც ნათია მეზვრიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბარი პრეზიდენტის ევროპის ქვეყნებში ვიზიტს შეეხო. „პირველ რიგში, მის ძალიან წარმატებულ ვიზიტზე ვისაუბრეთ, განსხვავებით „ოცნების” ვიზიტებისგან, რომელსაც ყველა ტიპის საერთაშორისო ვიზიტი და კომუნიკაცია გაუუქმეს, მაღალი დონის დელეგაციებთან, გასაგები მიზეზების გამო და ამის ფონზე […]

საქართველოში 266 196 არასრულწლოვანი საარსებო შემწეობას იღებს

საქართველოში 266 196 არასრულწლოვანი საარსებო შემწეობას იღებს საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით ქვეყანაში ფულად დახმარებას 680 833 ადამიანი იღებს (ამ რიცხვში შედის 226 721 ადამიანი რომელიც სახელმწიფო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობს და შედეგად 4 წლით აქვს შენარჩუნებული სოციალური დახმარება.) მონაცემები წინა წელთან შედარებით 4.6%-ით არის გაზრდილი. […]

ანა დოლიძე – კუნთმაგარი ავტორიტარული ტიპები კარგად გადამალონ იმიტომ, რომ 26 ოქტომბერს გამოვლინდება ქართველი ხალხის ისტორიული რისხვა

სასწაულია, ვის ჩააბარეს ქვეყნის, არჩევნების და მოსახლეობის უსაფრთხოება საარჩევნო დროს. ხომ უნდა მოახერხო, რომ იმ ადამიანს ჩააბარო, რომელიც საერთაშორისო დონეზე გამორჩეულია როგორც ადამიანის უფლებების შემლახველი, დამნაშავე, მცემელი ჩვენი შვილების – კუნთმაგარი ავტორიტარული ტიპები კარგად გადამალონ იმიტომ, რომ 26 ოქტომბერს გამოვლინდება ქართველი ხალხის ისტორიული რისხვა, – ასე შეაფასა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ გავრცელებული ინფორმაცია […]

ბოსნია და ჰერცეგოვინაში წყალდიდობის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

ბოსნია და ჰერცეგოვინაში წყალდიდობის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, სარაევოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე იაბლანიცის რაიონში, მაშველები ათეულობით ადამიანს ეძებენ. „არის სოფლები, რომლებიც ჯერ კიდევ მიუწვდომელია და არ ვიცით, იქ რას ვიპოვით“, – განაცხადა სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა.

ლევან მგალობლიშვილმა გაგრის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიას და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, გაგრის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. „დღეს არის გაგრის დაცემის დღე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ 1992 წელს გაგრაში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას. […]

პრეზიდენტი ქალ ლიდერებს შეხვდა – რაზე ისაუბრეს

შეხვედრას ესწრებოდა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე. როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ვიზიტისას საარჩევნო პროცესებზე ისაუბრეს, თუმცა აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა. „პრეზიდენტი ახლა დაბრუნდა დასავლეთიდან, ჩვენს პარტნიორებს შეხვდა და ბუნებრივია ახლა ძალიან მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური პროცესები იწყება. პოლიტიკური კონსულტაციებიც დაიწყება, პოლიტიკურ პარტიებს შორის, პრეზიდენტის შუამავლობით. საუბარი არის […]

მწვანე ბარათის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, მწვანე ბარათის პროგრამაზე რეგისტრაცია 2 ოქტომბერს დაიწყო და 5 ნოემბერს დასრულდება. „ამ პოსტში გიზიარებთ მონაწილეობისთვის საჭირო აუცილებელ ინფორმაციას: მონაწილეობამდე სრულად გაეცანით ინსტრუქციას: https://bit.ly/DVGEO26 რეგისტრაცია დაიწყო 2 ოქტომბერს, 20:00 საათზე. რეგისტრაცია სრულდება 5 ნოემბერს, 20:00 საათზე. რეგისტრაცია იყო და არის უფასო. ნუ გადაუხდით თანხას ვინმეს მონაწილეობისთვის. რეგისტრაცია ხდება მხოლოდ ამ ვებგვერდზე: dvprogram.state.gov […]

მარგუს ცაჰკნა – პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისთვის მთავრობა ჯერჯერობით არ ემზადება

პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისთვის მთავრობა ჯერჯერობით არ ემზადება, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ესტონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენი მკაფიო პოზიციაა, რომ „ჰამასი“ და „ჰეზბოლა“ ტერორისტული ორგანიზაციებია. საერთაშორისო სამართლის თანახმად ისრაელს საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. ამიტომ, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა“, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ. ესტონეთის საგარეო საქმეთა […]