ისრაელში, ბერშებას ავტოსადგურზე ტერორისტულ თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 8

ისრაელში, ბერშებას ცენტრალურ ავტოსადგურზე ტერორისტულ თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 8. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, თავდამსხმელი განეიტრალებულია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
ბელგია: ევთანაზიის შემთხვევები იზრდება, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში

ევთანაზიის კონტროლისა და შეფასების ბელგიის ფედერალური კომისიის მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში ევთანაზია 3 423-მა ადამიანმა მოითხოვა. ევთანაზია ამჟამად ბელგიაში სიკვდილიანობის 3 პროცენტზე მეტს შეადგენს. სიცოცხლის ხელოვნურად შეწყვეტის მოთხოვნას საფუძვლად ზოგჯერ ფსიქიკური ტანჯვა უდევს, რასაც, თავის მხრივ, ფსიქიატრიული დაავადებები განაპირობებენ. მართალია, ფსიქიკური ტანჯვით გამოწვეული ევთანაზიის მოთხოვნა სიცოცხლის ხელოვნურად შეწყვეტის შემთხვევების მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს, მაგრამ მათი […]
რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას არჩევნების შემდეგ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში ეკონომიკური კეთილდღეობის მისაღწევად

“საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა” (TCRC) წინასაარჩევნოდ საზოგადოებას წარუდგინა მორიგი კვლევა, რომელიც “კომერსანტს” ექსკლუზიურად მოაწოდა. კვლევის სახელწოდებაა „ეკონომიკური კეთილდღეობა – საბაზისო ინფრასტრუქტურული პროექტები“ და მოიცავს, 100-ზე მეტ პრიორიტეტულად განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლებიც, კვლევის ავტორის, პაატა ცაგარეიშვილის, აზრით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, დაჩქარებული ტემპით, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში უნდა განხორციელდეს, რის საფუძველზეც, ქვეყანაში შეიქმნება, მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი – ბაზისური […]
ტენ ჰააგის ბოლო შანსი – ნიდერლანდელი შესაძლოა, რამდენიმე საათში “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი აღარ იყოს

the Mirror-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰააგს თანამდეობის შესანარჩუნებლად ბოლო შანსი აქვს. თუ დღეს რამდენიმე წუთში დასაწყებ შეხვედრას, სადაც პრემიერ ლიგის მე-7 ტურში “ასტონ ვილამ” “წითელ ეშმაკებს” უნდა უმასპინძლოს, “ოლდ ტრაფორდის” ბინადრები წააგებენ, ნიდერლანდელს კარისკენ მიუთითებენ. იმ შემთხევაში, თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდება, ბრიტანული პრესის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედის” დროებით მწვრთნელად ტენ ჰააგის […]
პრეზიდენტთან კონსულტაციებისთვის მზად ვართ, თუმცა მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბარი ნაადრევია – ბოკუჩავა

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ პარტია პრეზიდენტთან კონსულტაციებისთვის მზად არის. ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერი მიიჩნევს, რომ მომავალი მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ამაზე ჯერ პოლიტიკურ სპექტრში საუბარი არ ყოფილა. გვაქვს შემოთავაზება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან, რომ გავმართოთ კონსულტაციები. ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ ამგვარი კონსულტაციებისთვის, ჩვენ ხელმომწერი ვართ ქართული ქარტიის, რომელიც არის ერთგვარი გზამკვლევი საქართველოსთვის […]
ოპოზიციის ცნობით, ALDE მხარს უჭერს ივანიშვილის და მისი ოჯახის სანქცირებას

ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის (ALDE) წევრი ქართული ოპოზიციური პარტიების ცნობით, ალიანსმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახისთვის ევროკავშირისგან პერსონალური სანქციების დაწესებას. რეზოლუციის ტექსტს „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ავრცელებს, რომელიც ALDE-ს წევრია. მათი ცნობით, რეზოლუცია „სამართლიანი არჩევნების სტანდარტები და დემოკრატიული რეფორმები საქართველოს ევროპის კავშირში ინტეგრაციისთვის“ ALDE-ს პარტიის საბჭო პორტუგალიაში გამართულ კონგრესზე […]
ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ფასები გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 0.8 პროცენტით […]
აღმოაჩინეს გზა ამპუტირებული პაციენტების ტკივილისგან გადასარჩენად

ლეიდენის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მეცნიერებმა შესაძლოა იპოვეს გზა ამპუტირებული პაციენტების ფანტომური, გაუსაძლისი, ტკივილის თავიდან ასაცილებლად. ფანტომური ტკივილი არის ცრუ შეგრძნება, რომელსაც ადამიანი გრძნობს დაკარგულ კიდურში. ამპუტირებული პაციენტების 60-80%-ს ასეთი ტკივილი აწუხებს. ამჟამად ფანტომური ტკივილისგან თავის დაღწევის მეთოდი არ არსებობს. ლეიდენის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მეცნიერები თვლიან, რომ მათ შეუძლიათ უშუალოდ დაეხმარონ პაციენტებს ამპუტაციის დროს. ამისათვის ქირურგმა […]
საავადმყოფოები მკურნალობისას ბუნებრივ თერაპიას დანერგავენ

ოქტომბრიდან პოზნანის (პოლონეთი) საავადმყოფოს პაციენტებს მიიწვევენ პარკებსა და ბაღებში გარე აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად. მათ შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ მებაღეობის ვორქშოფებში, დაკავდნენ იოგათი და შეხვდნენ მეტყევეებს, ასევე ღია სივრცეში ესაუბრონ ექიმებს. ბუნებით გარემოცული პაციენტები სწავლობენ, თუ როგორ ეხმარება სიმწვანე ადამიანს სტრესის მართვაში და როგორ უწყობს ხელს გარეთ ყოფნა ჯანმრთელობას. ვინაიდან ყველა პაციენტს არ შეუძლია გარეთ გასვლა, ზოგიერთი […]
ანტონიო გუტერეში – მძევლების გათავისუფლების დროა, იარაღის გაჩუმების დროა, იმ ტანჯვის შეწყვეტის დროა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონი მოიცვა – მშვიდობის, კანონის და სამართლის დროა

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ეს ძალადობა უნდა დაგმოს. მისი თქმით, გლობალურმა საზოგადოებამ ხმამაღლა უნდა დაგმოს „ჰამასის“ ამაზრზენი ქმედებები. „ამ შემზარავ თავდასხმას ისრაელის და სხვა ქვეყნების 1 250-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის ქალები და ბავშვები. 250-ზე მეტი კი გაიტაცეს და […]