კაზინოებმა სახელმწიფო ბიუჯეტში 145.2 მილიონი ლარის სალიცენზიო მოსაკრებლები შეიტანეს – დაიხურა 8 ობიექტი – ასოციაცია

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი მამულაიშვილის ინფორმაციით, აზარტული თამაშების ინდუსტრიაში გამკაცრებული რეგულაციების გამო, წელს საქართველოში 2 კაზინო და 6 სლოტ-კლუბი დაიხურა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა და იქვე დასძინა, რომ განსაკუთრებით ნეგატიურად იმოქმედა ონლაინკაზინოების მოგების გადასახადის მათი GGR-ის (მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობა) 15%-მდე გაზრდამ, რაც 2023 წელს […]
რატი ბრეგაძე – ქალბატონი პრეზიდენტი არაფორმალურ მმართველად ჩამოყალიბებულა

გამოდის, რომ არაფორმალურ მმართველად ჩამოყალიბებულა ქალბატონი პრეზიდენტი,- ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს. რატი ბრეგაძეს მაგალითისთვის საქართველოს კონსტიტუცია მოჰყავს და განმარტავს, რომ პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი. „საქართველოს კონსტიტუციის თანახმად: 1. საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი; 2. […]
ისრაელში ავტოსადგურზე მომხდარ სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ისრაელში, ქალაქ ბეერ-შევას ავტოსადგურზე მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, – ინფორმაციას The Times o Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გარდაცვლილი 25 წლის ქალია. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს გამოძიება. ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ მომხდარი, სავარაუდოდ, ტერორისტული თავდასხმა იყო.
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება

უკვე მეორე დღეა, დედაქალაქი „თბილისობას“ აღნიშნავს. სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად ორბელიანის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც „თბილისობისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო. კახა კალაძემ თანაქალაქელებს „თბილისელობა“, ხოლო 5 ოქტომბერს დაჯილდოებულებს თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭება […]
ლევან სანიკიძე – სამარცხვინო ფაქტია, რომ მესამე პრეზიდენტი იხდის სასჯელს მურუსიძის სანქცირებულ სასამართლოში

სამარცხვინო ფაქტია, რომ დღეს მესამე პრეზიდენტი იხდის სასჯელს მურუსიძის სანქცირებულ სასამართლოში და ის გასამართლებული ჰყავს ფარცხალაძის „ეფესბესთან“ მოთანამშრომლე პროკურატურას, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის მცდელობისა, ის ვერ შეძლებს არჩევნების შედეგების რევიზირებას. „ძალიან მიხარია, რომ დღეს საქართველოს ისტორიული, კულტურული და პოლიტიკური ცენტრიდან, მცხეთიდან, მოგმართავთ, სადაც ჩვენ […]
მცხეთაში საქართველოს მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

მცხეთაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს. პარტიის ცნობით, პრეზენტაციას დაესწრნენ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” კამპანიის პრესსპიკერი ლევან სანიკიძე. „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს მცხეთაში პრეზიდენტი სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციაზე ქალბატონ გიული ალასანიასთან, პრეზიდენტის დედასთან ერთად ვიმყოფებოდე, რომელიც […]
„თბილისი ენერჯი“ – უნივერსიტეტის ქუჩაზე გვირაბის მშენებლობასთან დაკავშირებით გაზმომარაგება 8200 აბონენტს შეუწყდება

უნივერსიტეტის ქუჩაზე გვირაბის მშენებლობასთან დაკავშირებით გაზმომარაგება 8200 აბონენტს შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს, იყვნენ ყურადღებით და არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში. „უნივერსიტეტის ქუჩაზე გვირაბის მშენებლობასთან დაკავშირებით ორშაბათს – 7 ოქტომბრის 22:00 სთ-დან 8 ოქტომბრის 10:00 გაზის მიწოდება შეუწყდება: ნუცუბიძე – უნივერსიტეტის ქ. 20ა-ში (ნაკვ. 006/021) მდებარე შპს ,,უნ 1″-ს […]
ნეთანიაჰუმ ჯარები მოინახულა ლიბანის საზღვართან. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ირანი გაფრთხილა

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა 6 ოქტომბერს გააფრთხილა ირანი, რომ მასაც იგივე მოელის, რაც ღაზას და ლიბანს, თუ ისლამური რესპუბლიკა ისრაელისთვის ზიანის მიყენებას შეეცდება. „ირანელები სამხედრო-საჰაერო ძალებს ვერ შეეხნენ, არც ერთი თვითმფრინავი არ დაზიანებულა, არც ერთი დანაყოფი არ გამოსულა მწყობრიდან,“ ნათქვამია გალანტის განცხადებაში. მისი კომენტარი ეხებოდა ირანის საჰაერო იერიშს ისრაელის მიმართულებით, რაც, როგორც ირანი აცხადებს, […]
კალაძე ევროკავშირის ელჩს საარჩევნო კამპანიაში ჩარევაში ადანაშაულებს

თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც მან ოცნების საარჩევნო ბანერებსა და ვიდეორგოლებს სამარცხვინო და შემზარავი უწოდა. კალაძემ განცხადება ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში გარე ჩარევის მცდელობად შეაფასა. “როდესაც ვსაუბრობთ გარე ჩარევაზე, საელჩოების და უცხოელი მაღალჩინოსნების საარჩევნო კამპანიაში ჩარევაზე, ეს კონკრეტული ფაქტი პირდაპირ მიუთითებს ამაზე. ვიღაცას არ მოეწონა, შემზარავია და უიმე […]
რომის პაპი – მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ხელი შეუწყოს შურისძიების სპირალის დასრულებას და სხვა თავდასხმების შეწყვეტას, რამაც ახლო აღმოსავლეთი, შესაძლოა, კიდევ უფრო დიდ ომში ჩაძიროს

რომის პაპმა ფრანცისკემ მხარეებს ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. “ხვალ ერთი წელი შესრულდება ისრაელში ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმიდან, რომელთა მიმართაც მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ თანაგრძნობას. ნუ დაგვავიწყდება, რომ ღაზაში ჯერ კიდევ ბევრი მძევალია, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ“, – განაცხადა რომის პაპმა ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოადანზე, სადაც ათასობით მორწმუნეს მიმართა. მისი თქმით, 7 […]