კათოლიკეები სავარდის ღვთისმშობლის ტაძრის დღესასწაულს აღნიშნავენ

კათოლიკეები დღეს რაბათის სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დღეს ზეიმობენ. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. „სავარდის დღესასწაულის დაწესება ლეპანტოს ბრძოლას უკავშირდება, რომელიც 1571 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა. ეს იყო უკანასკნელი დიდი ბრძოლა საღვთო ლიგასა და ოსმალეთს შორის, რომელიც საღვთო ლიგის გამარჯვებით დასრულდა. გადმოცემის თანახმად, პაპმა პიუს V-მ ქრისტიანებს სავარდზე ლოცვისაკენ მოუწოდა, ხოლო გამარჯვების […]
ეკონომიკის სამინისტრო – ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მაგისტრალური გაზსადენის აღდგენის სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება

ეკონომიკისა მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი და ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორი ტექნიკურ საკითხებში შალვა კიკნაველიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითთან „ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის (DN500) განშტოების 23-34 კმ-ზე მდინარის მარჯვენა ნაპირის გამაგრების სამუშაოებს გაეცნენ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გაზსადენი, რომელიც დასავლეთ საქართველოს გაზმომარაგებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, მდინარე […]
შალვა პაპუაშვილი – ე.წ. ტექნიკური მთავრობის იდეა არის ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური გზით ხელში ჩაგდების მცდელობა, რომელიც 2022 წლის ივნისში ჩაეფუშათ და ახლა სალომე ზურაბიშვილის ხელით შემოაგდო იმან, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას

გიორგი გახარიამ ქარტიასაც უღალატა – იმდენად ძარღვებში, ძვალსა და რბილში აქვს ამ გუნდის ღალატი გამჯდარი, რომ ორ დღეში უღალატეს იმას, რასაც ხელი მოაწერეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ე.წ. ტექნიკური მთავრობის იდეა 2022 წლის ივნისში გაჟღერდა და ის არის ანტიკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა, რომელიც 2022 წლის ივნისში […]
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 51-ე და 52-ე დადგენილებებში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია პოზიტიურად აფასებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას 51-ე და 52-ე დადგენილებების ამოქმედების გადავადებასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ეს იყო დროული და გონივრული გადაწყვეტილება როგორც ბიზნეს სექტორის, ასევე მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული დადგენილებები აწესებს როგორც მზა ფარმაცევტული პროდუქციის, ასევე ადგილობრივი წარმოებისთვის აუცილებელი აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების საქართველოში იმპორტის ახალ სტანდარტებს. […]
დღეს საქართველოს სახით, თუნდაც ცალკეული ჯანსაღი ევროპარლამენტარები, ხედავენ სამშვიდობო პოლიტიკის „ექსპორტიორებს” და ეს მისასალმებელია

„დღეს კონფორმიზმის და ლიბერალურ ფაშიზმთან კოლაბორაციის დრო აღარ არის“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, როცა შეეხო ევროპარლამენტარის დანილო დელა ველეს განცხადებას შეეხო. ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ საქართველო ახალისებს ყველა აქტორს, იმუშაონ მშვიდობისთვის. როგორც დავით ქართველიშვილი წერს, საქართველო იცავს მშვიდობას, ვინაიდან იცის მშვიდობის ფასი და უკრაინის ომზე და ამ ომის მსხვერპლზე ქილიკი […]
თეონა აქუბარდია – სასაცილოა ახალი პირობის გაჩენა დეკემბერში პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, დეკემბერში პრეზიდენტს საპრეზიდენტო ვადა ისედაც ეწურება

ჩემთვის სასაცილოა ახალი პირობის გაჩენა, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დეკემბერში, როდესაც დეკემბერში პრეზიდენტს საპრეზიდენტო ვადა ისედაც ეწურება, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ეს დაპირება კიდევ ერთხელ აჩვენებს „ქართული ოცნების“ სისუსტეს და შიშს მათ მოსალოდნელ მარცხთან დაკავშირებით. „ქართული ოცნება“, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დროს […]
მიხეილ სარჯველაძემ „ჯეოანესთეზია 2024“-ში მიიღო მონაწილეობა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, „ანესთეზიოლოგია და ინტენსიური თერაპიისადმი“ მიძღვნილ რიგით მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. უწყების ინფორმაციით, ღონისძიებაზე, შეხვედრის მონაწილეებმა, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიისა და ტკივილის მკურნალობის აქტუალური საკითხები, თანამედროვე მიდგომები და სიახლეები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო რადიოლოგიური მეთოდების გამოყენებას ანესთეზიოლოგიის, ინტენსიური თერაპიის, რეანიმატოლოგიისა და ტკივილის მკურნალობის პრაქტიკაში. მიხეილ სარჯველაძის […]
ოპოზიციამ ზუსტად იცის, რომ არჩევნებზე ვერ გაიმარჯვებს და ამიტომ მათი გეგმები არის ძალადობრივი, არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების შეცვლა
სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის კონსულტაციები არჩევნების შემდეგ ტექნიკური მთავრობის შექმნის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა სეფაშვილის აზრით, სხვა არაფერია, თუ არა რევოლუციისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შესაცვლელად დაწყებული მზადება. ამის შესახებ დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც ეკა სეფაშვილმა განაცხადა, ასეთი გეგმებისათვის მზადება დასტურია იმის, რომ ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების იმედი არ აქვს და მხოლოდ დესტრუქციით გეგმავს […]
მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელახლა აღვძრათ იმპიჩმენტის პროცედურა – შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელახლა აღვძრათ იმპიჩმენტის პროცედურა და მოვამზადოთ ახალი კონსტიტუციური წარდგინება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს დაადასტურებს, ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე, არანაკლებ 100 ხმით იმპიჩმენტის წესით გადაყენებას შეძლებს. მან ასევე ხაზი […]
საპარლამენტო უმრავლესობა ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ახალ პროცედურას იწყებს

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნით, ხელახალ კონსტიტუციური წარდგინებას მოამზადებს. პაპუაშვილის თქმით, ის საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება. როგორც პარლამენტის სპიკერმა თქვა, კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, „ახალი მოწვევის პარლამენტი პირველივე სხდომებზე სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ ასი ხმით, იმპიჩმენტის წესით, თანამდებობიდან გადააყენებს“. პაპუაშვილმა იმპიჩმენტის […]