მამუკა მდინარაძე – ჩვენ არ ვაპირებთ ვაპატიოთ ზურაბიშვილს თქვენი გადაგდება და საქართველოს კონსტიტუციის თავზე გადახევა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის ხელახლა აღძვრას ეხმიანება. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა მოატყუა და გადააგდო მილიონზე გაცილებით მეტი ადამიანი, რომელმაც მას „ქართული ოცნების“ თხოვნით, მხარი დაუჭირა. მანვე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემდეგ ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი, არამედ გადაყენებული პრეზიდენტი. „სალომე ზურაბიშვილმა […]

ჰერჩინსკი: ამ მმართველი პარტიის პირობებში, საქართველო EU-ის წევრი ვერასდროს გახდება

მაშინ, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, ეს ჩემი დიპლომატიური კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება იყო. ყველაფერი გაკეთდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იმისთვის, რომ მამაცი უკრაინელი ხალხის გამო, რომლებიც იცავენ არა მხოლოდ მათ ქვეყანას, არამედ ცივილიზებულ მსოფლიოს, კარი გაეღოთ. მაგრამ, რა მოხდა მას შემდეგ, რაც თქვენ კანდიდატის სტატუსი მიიღეთ? მოსახლეობის უმრავლესობას, ოპოზიციურ პარტიებს სურს ევროკავშირის წევრობა, […]

Diryah-ს აღმასრულებელი დირექტორი – საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა ვიზიტისთვის და განსაკუთრებით კარგია მშვიდობის გზავნილის გასავრცელებლად

საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა ვიზიტისთვის და განსაკუთრებით კარგია მშვიდობის გზავნილის გასავრცელებლად, – ამის შესახებ საუდის არაბეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის Diryah-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯერი ინზერილო აცხადებს. ის საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვას აფასებს. „მსოფლიო ტურისტული საზოგადოება საქართველოს ეწვია და ამ ულამაზეს ქალაქ თბილისში შეიკრიბა. დღეს მსოფლიოში ძალიან ბევრი კონფლიქტია. მთელი მსოფლიოდან ყველა აქ ჩამოვიდა გზავნილის გასავრცელებლად, […]

შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე – გარკვეულად, კონსტიტუციის დარღვევის რეციდივისტად იქცა

[სალომე ზურაბიშვილი] გარკვეულად, კონსტიტუციის დარღვევის რეციდივისტად იქცა – ახლა ამას [კონსტიტუციის დარღვევა] განზრახ აკეთებს, არის უხეში და რაც მთავარია, სისტემური. ამაზე რეაგირება უნდა გვქონდეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, 2023 წელს პრეზიდენტის არშემდგარი იმპიჩმენტის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მთლიანად რადიკალურმა ოპოზიციამ ხელი დააფარა ამ კონსტიტუციის დარღვევას“. „გახსოვთ, […]

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 51-ე და 52-ე დადგენილებებში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია პოზიტიურად აფასებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას, 51-ე და 52-ე დადგენილებების ამოქმედების გადავადებასთან დაკავშირებით. „მიგვაჩნია, რომ ეს იყო დროული და გონივრული გადაწყვეტილება როგორც ბიზნეს სექტორის, ასევე მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული დადგენილებები აწესებს როგორც მზა ფარმაცევტული პროდუქციის, ასევე ადგილობრივი წარმოებისთვის აუცილებელი აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების საქართველოში იმპორტის ახალ სტანდარტებს,“ […]

ლევან სანიკიძე – მთელი დასავლური სამყარო 26 ოქტომბრის არჩევნებს ლუპის ქვეშ აკვირდება – წინასაარჩევნო დღეებში ნებისმიერი სახის ძალადობა, მოსყიდვა, დაშინება ხელს უშლის არჩევნებში მოსახლეობის ნების თავისუფალ გამოვლენას

მთელი დასავლური სამყარო 26 ოქტომბრის არჩევნებს ლუპის ქვეშ აკვირდება, ეს არის ქართული დემოკრატიის უდიდესი ტესტი, მაგრამ ეს ინტერესი მხოლოდ საარჩევნო დღეს არ გულისხმობს, წინასაარჩევნო დღეებში ნებისმიერი სახის ძალადობა, მოსყიდვა, დაშინება ხელს უშლის არჩევნების პროცესში ჩვენი მოსახლეობის ნების თავისუფალ გამოვლენას, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” კამპანიის პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ისინი ელიან […]

პრეზიდენტი დროებითი მთავრობის კანდიდატურებზე პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეიდან „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული დროებითი მთავრობისთვის კანდიდატების შესარჩევად პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების იწყებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს „გახარია საქართველოსთვის“ (#25) და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ (#4) წარმომადგენლებს ელოდებიან. პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული და ძირითადი ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერილი „ქართული ქარტია“ ითვალისწინებს მთავრობის ახალ მოდელს, რომელიც არ იქნება პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული. ხოლო დროებითი მთავრობის დაკომპლექტების პროცესი პრეზიდენტთან კოორდინაციით […]

“ლუკაკუ თუ ოსიმენი?” – ბონუჩიმ არჩევანი გააკეთა

ვეტერანმა ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ Sky Sport-თან ინტერვიუში ერთმანეთს რომელუ ლუკაკუ და ვიქტორ ოსიმენი შეადარა. “იუვენტუსის” ყოფილი ცენტრალური მცველის თქმით, მას ნიგერიელის წინააღმდეგ თამაში უფრო უჭირდა. “ნაპოლიმ” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესანიშნავად იმოქმედა, გარდა ამისა კონტეს მენტალიტეტი მარტივად შესამჩნევია, მაკტომინეი? ის სრულყოფილი ფეხბურთელია, სწრაფი, ტექნიკური, ფიზიკურად ძლიერი… ლუკაკუ შეტევაში განსხვავებას ქმნის, თუმცა მაკტომინეი გუნდის მთავარი იარაღია. ლუკაკუ […]

შალვა პაპუაშვილი ბანერებთან დაკავშირებით პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე – ეს ფარისევლობაა – თუკი ჩვენს თვალში ვინმე ბეწვს ეძებს, ჯერ საკუთარ თვალში დირეს ჩახედოს

ეს ფარისევლობაა. თუკი ჩვენს თვალში ვინმე ბეწვს ეძებს, ჯერ საკუთარ თვალში დირეს ჩახედოს, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ხელისუფლების მხარდამჭერ ბანერებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება, რომელმაც ბანერებს აღმაშფოთებელი უწოდა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს დიპლომატის მხრიდან საარჩევნო პროცესში ჩარევა არის. „როდესაც სხვები დააპირებენ, რომ ჩვენს თვალში ბეწვი მოძებნონ, ჯერ საკუთარ თვალში […]

საგამოძიებო სამსახურში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს უწყების საქმიანობის სპეციფიკასა და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. „მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით და შემდგომი პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. მხარეები […]