საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა

Global Finance-მა საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესებისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა. საერთაშორისო გამოცემამ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოების 25-ე ყოველწლიურ ცერემონიას ლონდონში უმასპინძლა. “ფინანსური ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება, ციფრული ვალუტების განვითარება და კიბერუსაფრთხოების მზარდი მნიშვნელობა ციფრული საბანკო სერვისების სტანდარტებს მუდმივ რეჟიმში განსაზღვრავს. Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების ჯილდო იმ ფინანსური ინსტიტუტების წარმოჩენას ემსახურება, რომლებიც […]

ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს, “რუსეთის საპატიო მშენებლის” წოდება მიენიჭა

ჩეჩნეთის მეთაურს, რამზან კადიროვს, “რუსეთის საპატიო მშენებლის” წოდება მიენიჭა. მან შესაბამისი სამკერდე ნიშანი მიიღო მშენებლობის, საბინაო და კომუნალური მომსახურების მინისტრ ირეკ ფაიზულინისგან. ასეთი წოდება რუსეთში გადაეცემათ სამშენებლო სფეროში 20-წლიანი გამოცდილების მქონე ადამიანებს. „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, კადიროვის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა გროზნოში, ახალი საცხოვრებელი კომპლექსის გახსნის დროს. ჯილდო ჩეჩნეთის ხელმძღვანელს გადაეცა ფორმულირებით: ” პროფესიონალიზმის, შრომისმოყვარეობისა და პროფესიისადმი ერთგულებისთვის.” […]

ევროკავშირის ელჩი: იმპიჩმენტის პროცედურა არ დაეხმარება სამართლიანი არჩევნებისთვის ატმოსფეროს შექმნას

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, აცხადებს, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ ხელახლა დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურა არ ეხმარება დეპოლარიზაციის შემცირებასა და სამართლიანი არჩევნებისთვის ატმოსფეროს შექმნას. „ევროკავშირში ჩვენ დემოკრატიის გვჯერა. საქართველო ერთადერთი ქვეყანა არაა, სადაც ე.წ. კოჰაბიტაციური სიტუაციაა, რომელშიც მთავრობასა და პრეზიდენტს განსხვავებული შეხედულებები აქვთ, განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. მე ვარ ქვეყნიდან [პოლონეთი], სადაც ზუსტად მსგავსი ვითარებაა. არ ვფიქრობ, რომ […]

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, სექტემბერში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 33 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 33 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. „ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 9 სამართალდარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 1 ფაქტი გამოვლენილია შიდა ქართლის, 6 – სამცხე-ჯავახეთის, 3 – სამეგრელო-ზემო სვანეთის, […]

ეროვნულ ბიბლიოთეკას ქართველოლოგ ვინფრიდ ბოედერის პირადი ბიბლიოთეკა გადაეცა

ქართველოლოგმა ვინფრიდ ბოედერმა (1937-2023) საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას თავისი პირადი ბიბლიოთეკა, რამდენიმე ასეული გერმანული წიგნი გადასცა. ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს. მათივე ცნობით, წიგნების გერმანიიდან საქართველოში ტრანსპორტირება ფინანსურად მეცნიერის ოჯახმა უზრუნველყო. ეროვნული ბიბლიოთეკა მადლობას უხდის ვინფრიდ ბოედერის ოჯახს ამ გულუხვი საჩუქრისთვის.

პეტრე ცისკარიშვილი – სულ რაღაც 20 დღეში, 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხი იმპიჩმენტს გამოუცხადებს „ოცნების“ რეჟიმს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას და მათ გაუშვებს სახლში

სულ რაღაც 20 დღეში, 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხი იმპიჩმენტს გამოუცხადებს „ოცნების“ რეჟიმს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას და მათ გაუშვებს სახლში, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის ხელახლა დაწყებაზე განაცხადა. მისი თქმით, ახლა ხალხის არჩევანის დაცვა აუცილებელია, რათა მმართველმა პარტიამ „არჩევნები არ მოიპაროს“. „სულ რაღაც 20 დღეში, 26 ოქტომბერს, […]

მამუკა მდინარაძე – დღეს, საზოგადოებას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამას გავაცნობთ – საზოგადოებას, რომელმაც იცის, რომ ჩვენი დასანქცირების თუ გარედან ისტერიული შემოტევების მთავარი მიზეზი რუსეთთან ომის არდაწყება და სანქციების არდაწესებაა

დღეს, საზოგადოებას “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამას გავაცნობთ. საზოგადოებას, რომელმაც უკვე იცის, რომ ჩვენი დასანქცირების თუ გარედან ისტერიული შემოტევების მთავარი მიზეზი რუსეთთან ომის არდაწყება და სანქციების არდაწესებაა, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის ეკონომიკას მაქსიმუმ 0,3%-თ დააზიანებდა, ჩვენსას კი – მინიმუმ 12-13%-თ. ეს იგივეა, რაც ორჯერ უარესი მდგომარეობა, ვიდრე პანდემიის დროს, – წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი […]

ულამაზესი წყვილი, რომელთა ქორწილის ვიდეომაც სოციალური ქსელი აალაპარაკა – “სუხიშვილების” მოცეკვავეების ოჯახი და სიყვარულის ისტორია – Marao

ახალგაზრდა წყვილის, ელენე ნაჭყებიასა და ლუკა ჭანიშვილის ქორწილიდან სოციალურ ქსელში არაერთი ვიდეო გავრცელდა. ქართული ცეკვისა და ულამაზესი წყვილის კადრებს უამრავი დადებითი შეფასება მოჰყვა. ახალგაზრდა მომღერალსა და მოცეკვავეს, ლუკა ჭანიშვილს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის საკუთარი ვიდეოებით მალევე გახდა პოპულარული, მისი შესრულებული სიმღერები და ქართული ცეკვა კი ყოველთვის იმსახურებდა მოწონებას. მისი მეუღლე, უმშვენიერესი ელენე ნაჭყებიაც პროფესიონალი […]

ირაკლი კობახიძე დღეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე დღეს პარტიის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. „20:00 საათზე, „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იზა ომაძე: ზღურბლს გადავაბიჯე თუ არა შენობაში ჩემმა ნიკომ კედლიდან ღიმილიანი სახით გაგვამხნევა..

იზა ომაძე: ზღურბლს გადავაბიჯე თუ არა შენობაში ჩემმა ნიკომ კედლიდან ღიმილიანი სახით გაგვამხნევა.. “გასაოცარი განათლების კერა Art მეურნეობა წალენჯიხაში✨✨✨✨ გვინდა თუ არ გვინდა ნათელი მომავალი განათლებულმა და წარმატებულმა ახალგაზრდებმა უნდა შექმნან.✨✨✨✨✨ მადლობა ბატონ მამუკა ხაზარაძეს და მის გუნდს ამ დიდებული საქმისათვის წალენჯიხაში✨✨✨ ზღურბლს გადავაბიჯე თუ არა შენობაში ჩემმა ნიკომ კედლიდან ღიმილიანი სახით გაგვამხნევა, ხომ გეუბნეოდით: […]