United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა

United Payment-ი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ფინანსურ-ტექნოლოგიურ სერვისებს დიდ ბრიტანეთს, რუმინეთს, აზერბაიჯანს, უზბეკეთს, თურქეთსა და საქართველოს აწვდის. ქართველი ემიგრანტებისთვის, მათი ოჯახებისთვის, ბიზნეს კომპანიებისთვის, რომლებსაც ფულის მოძრაობა ქვეყნის საზღვრებს გარეთ უწევთ და ნებისმიერი მომხმარებლისთვის, ვისაც საერთაშორისო გადარიცხვები ჭირდება, United Payment-მა ახალი შესაძლებლობა შექმნა. “ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს უმსხვილესი საგადახდო სერვისებისა და ფულადი გზავნილის ფინტექ კომპანიები, პლატფორმები, რომლებიც […]
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

ამერიკაში ლეგალურად ცხოვრება და მუშაობა ბევრი ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნებაა. ამისთვის პირველ ეტაპზე დოკუმენტების მოწესრიგება და ლეგალური სტატუსის მოპოვებაა საჭირო, რაც არაერთ ბარიერს მოიცავს. თუმცა, ამერიკული ოცნების ასახდენად არსებობს შედარებით უფრო მარტივი გზა – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული მწვანე ბარათის გათამაშება, რომელიც ყოველწლიურად, უამრავ ადამიანს აძლევს უნიკალურ შანსს მოიპოვონ ცხოვრებისა და მუშაობის უფლება […]
ბენიამინ ნეთანიაჰუ – ერთი წლის წინ საშინელი ხოცვა-ჟლეტა გამოვიარეთ და ლომებივით წამოვდექით

გვახსოვს ჩვენი დაღუპულები, ჩვენი მძევლები – რომლებიც ვალდებულნი ვართ, სახლებში დავაბრუნოთ – და ჩვენი გმირები, რომლებიც დაეცნენ სამშობლოსა და ქვეყნის დასაცავად, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელში, 2023 წლის 7 ოქტომბრისა და მას შემდეგ დაწყებული ომის მსხვერპლთა მემორიალთან განაცხადა, რომლებსაც პატივი იერუსალიმის მერთან, მოშე ლიონთან ერთად მიაგო. „ჩვენ ერთი წლის წინ საშინელი ხოცვა-ჟლეტა […]
ირაკლი ქადაგიშვილი – ვხედავთ, რომ საარჩევნო კამპანიას საქართველოში უცხო სახელმწიფოები ატარებენ თავიანთი საელჩოებისა და სპიკერების საშუალებით – ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობაზე გადავლა! ასეთი აქტიური გარე ჩარევა არასდროს მომხდარა!

დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ საარჩევნო კამპანიას საქართველოში უცხო სახელმწიფოები ატარებენ თავიანთი საელჩოებისა და სპიკერების საშუალებით – ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობაზე გადავლა! ასეთი აქტიური გარე ჩარევა არასდროს მომხდარა! – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა. ქადაგიშვილის აზრით, „გამოკვეთილად ჩანს, რომ პრეზიდენტს და დასავლეთის გარკვეულ წრეებს საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტული მიზანი აქვს და ცარიელი პროპაგანდაა […]
ლაშა ქარდავა – აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამედიცინო დაწესებულებების რებრენდინგი იწყება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამედიცინო დაწესებულებების რებრენდინგი იწყება. ამის შესახებ აფხაზეთის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა, ლაშა ქარდავამ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ძირეული ცვლილებები იგეგმება. „დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარისგან მივიღეთ დავალებები ჩვენი სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული პოლიკლინიკების განვითარების შესახებ. ჩვენი მიზანია დევნილ მოსახლეობას, […]
თსუ-ში ევროკავშირის პროგრამის ერასმუს პლუსის ფარგლებში პერსონალის მე-8 საერთაშორისო კვირეული გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის პროგრამის ერასმუს პლუსის ფარგლებში პერსონალის მე-8 საერთაშორისო კვირეული გაიხსნა. ინფორმაციას თსუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიებაში ევროპის 11 ქვეყნის (გერმანია, ბულგარეთი, უნგრეთი, იტალია, ლიტვა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, თურქეთი) 18 ინსტიტუციის 30 წარმომადგენელი მონაწილეობს. „ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით შექმნილი დიალოგის პლატფორმა – პერსონალის საერთაშორისო კვირეული, ხელს […]
ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, კობა კობალაძე რეგიონებში შეხვედრებს მართავს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანის დღის, 17 ოქტომბრის ღონისძიებების ფარგლებში, სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონებში ვეტერანებთან შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, კობა კობალაძემ ვეტერანებთან შეხვედრები უკვე გამართა ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ქუთაისში. შეხვედრებზე, ვეტერანებმა ყურადღება გაამახვილეს რამდენიმე, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხზე. მათ […]
ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონის სახელობითი ქამრის მფლობელი გახდა

ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონის სახელობითი ქამრის მფლობელი გახდა. როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის, IFA-ს ეგიდით, საბერძნეთში, ქალაქ ლუთრაკში, მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც სპორტსმენები ხუთივე კონტინენტის 34 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. მათივე ცნობით, მსოფლიო პირველობაზე საქართველო 13 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. „ქართველმა ათლეტებმა წარმატებით იასპარეზეს და ჯამში, 11 მედალი […]
როცა ზურაბიშვილი წავა თანამდებობიდან, იქნება გაგდებული პრეზიდენტი – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ხელახალ იმპიჩმენტთან დაკავშირებით აცხადებს: ,,მას აქვს კონკრეტული დარღვევები და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არღვევს კონსტიტუციას. გულდასაწყვეტია, რომ არის ამ ტიპის დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ. თან, ვისგან, ამას ხომ მნიშვნელობა აქვს. პრეზიდენტი პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კონსტიტუციას და წარმოუდგენელია, რასაც აკეთებს. პირდაპირ ხაზი გადაუსვა ყველაფერს, არანაირი […]
პრეზიდენტი დროებითი მთავრობის შემადგენლობაზე პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეიდან ქართული ქარტიით გათვალისწინებული დროებითი მთავრობის შემადგენლობისა და პრემიერმინისტრობის კანდიდატის შესარჩევად პარტიებთან კონსულტაციები დაიწყო. პრეზიდენტი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში ხვდება. ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენლები – გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე, დროას ლიდერი ელენე ხოშტარია, ახალის ლიდერები ნიკა მელია და ნიკა გვარამია იმყოფებიან. ქართული ქარტია, […]