პოლიტიკური პარტია „ჩვენ“ სამმა წევრმა: აკია ბარბაქაძემ, დავით ქაცარავამ და კახა გოგიძემ დატოვა

პოლიტიკური პარტია „ჩვენ“ სამმა წევრმა: აკია ბარბაქაძემ, დავით ქაცარავამ და კახა გოგიძემ დატოვა. აღნიშნულის შესახებ განცხადება პოლიტიკური პარტიის უკვე ყოფილმა წევრმა, დავით ქაცარავამ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, პარტიის დატოვების მიზეზი არის ის, რომ მიზნისკენ სწრაფვის ფორმები გაერთიანებაში არსებულ წევრებს შორის ერთმანეთს არ დაემთხვა. „მოგახსენებთ, 2 თვის წინ ოპოზიციური პარტია “თავისუფალი არჩევანი-ახალი ალტერნატივა” , ანტიოკუპაციური მოძრაობა […]

40 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა შესაძლოა, განახევრდეს – გაეროს პროგნოზი

საქართველოს მოსახლეობა 2 ოქტომბრის მდგომარეობით 3,807.583 ადამიანს შეადგენს, ხოლო ზრდის ტემპი შარშანდელზე 0.06%-ით მეტია – მონაცემებს world population review მოსახლეობის შეფასებებისა და პროგნოზების შესახებ გაეროს 2024 წლის რევიზიის, World Population Prospects-ზე დაყრდნობით ავრცელებს. მოსახლეობის ზრდის 0.06%-იანი ტემპით საქართველო მსოფლიოში 179-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მოსახლეობა მიმდინარე წლის მსოფლიო მოსახლეობის, ანუ 8 005 176 000 ადამიანის […]

საბერძნეთში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში, ორშაბათს, 7 ოქტომბერს, ორი მიწისძვრა დაფიქსირდა – ერთი ქალაქ თებესთან, ხოლო მეორე კუნძულ კრეტაზე. „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, რომ ამის შესახებ Kathimerini ათენის ეროვნულ ობსერვატორიასთან არსებულ გეოდინამიკის ინსტიტუტზე დაყრდნობით იუწყება. როგორც მითითებულია, 4,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე ცოტა ხნის შემდეგ, თებეს სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 4 კილომეტრში, 18,7 კილომეტრის სიღრმეზე. ბიძგები ათენშიც იგრძნობოდა. […]

შენგელიას 8 ქულა, 10 მოხსნა და ბოლონიელთა დამაჯერებელი გამარჯვება “პისტოიასთან”

თორნიკე შენგელია მოედანს იტალიის სერია A-შიც დაუბრუნდა. მცირე ტრავმის გამო მან იტალიის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი გამოტოვა, მეორეში კი 25 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა. ბოლონიელებმა “პისტოიას” უმასპინძლეს და 84:68 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 25 წუთი გაატარა და ორმაგ დუბლთან ახლოს იყო. მის ანგარიშზე 8 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და […]

„ბოლო 6 თვის განმავლობაში თბილისში ოპერირება 6-მა სასტუმრომ შეწყვიტა“ – ალავერდაშვილი მიზეზებზე

„ბოლო 6 თვის განმავლობაში თბილისში ოპერირება 6-მა სასტუმრომ შეწყვიტა“ – ალავერდაშვილი მიზეზებზე ბოლო 6 თვის განმავლობაში თბილისში ოპერირება 6-მა სასტუმრომ შეწყვიტა – ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ “სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის” დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, „საუბარია 3-4-ვარსკვლავიან სასტუმროებზე, მათ შორის, ამ 6-დან ერთი იყო ბრენდული, რომელმაც პროფილი შეიცვალა და დღეიდან […]

IWSC 2025 Wine and Spirits Judging in Georgia-ზე მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

IWSC 2025 Wine and Spirits Judging in Georgia-ზე მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო ღვინის საერთაშორისო კონკურსზე IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო. კონკურსი 2024 წლის 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე თბილისში, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით გაიმართება. IWSC (International Wine and Spirit Competition) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ავტორიტეტული […]

დიდი ალბათობით, ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოს გაწევრიანებაზე არ იქნება პოზიტიური და მოლაპარაკებების გახსნა კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა – პაველ ჰერჩინსკი

დიდი ალბათობით, ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოს გაწევრიანებაზე არ იქნება პოზიტიური და მოლაპარაკებების გახსნა კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა – პაველ ჰერჩინსკი დიდი ალბათობით, ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოს გაწევრიანებაზე არ იქნება პოზიტიური და მოლაპარაკებების გახსნა კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩინსკის კითხვა დაუსვეს გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით, არის თუ არა შანსი, რომ […]

მოქალაქის თქმით, “თბილისობის” ფეიერვერკის შედეგად ავლაბარში ავარიული სახლი ჩამოინგრა

თბილისში, ავლაბარში, ნიკო ლომოურის 8 ნომერში სახლი ჩამოინგრა სავარაუდოდ თბილისობის ღონისძიებაზე გაშვებული ფეიერვერკის შედეგად. სახლის მაცხოვრებლის, ვიკა გასპაროვის თქმით, სახლი ისედაც ავარიული იყო და ფეიერვერკმა მისი დანგრევის პროცესი დააჩქარა. “დაახლოებით ღამის ოთხ საათზე, საშინელმა ხმამ გაგვაღვიძა. ძველი სახლი, რომელიც ისედაც ინგრევა და ძლივს დგას, ისე დაინგრა რომ მესამე სართული მთლიანად ჩამონგრეულია. ჩვენ ამ სახლში აღარ […]

ჩვენმა ამომრჩეველმა სალომე ზურაბიშვილს ხმა „ქართული ოცნების“ ხათრით მისცა – ლევან მაჭავარიანი

ყველას კარგად მოგვეხსენება, როგორ რთულად განვითარდა სალომე ზურაბიშვილის არჩევნები, მეორე ტურში ჩვენი ლიდერების ბანერები იყო გამოკრული, რაც გაითვალისწინა ჩვენმა ამომრჩეველმა და ასე ვთქვათ ჩვენი ხათრით მისცეს სალომე ზურაბიშვილს ხმა, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. „ჩვენ ვალდებულები ვართ ჩვენს ამომრჩეველთან და ამ ნაბიჯით ჩვენი ამომრჩეველი იმას დაინახავს, რომ მას საკადრისი პასუხი […]

სოს! საგანგაშო ინფორმაცია ჯვრის მონასტერზე

ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ გამორჩეულ ტაძარზე – ჯვრის მონასტერზე ხელოვნებათმცოდნე ვლასი ვაწაძე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს: “ჯვრის მონასტერი იშლება და ქმნის საფრთხეს ვინმეს დაეცეს ზემოდან. შიდა სივრცეში რისი შემაგრება, რესტავრაცია “მიდის” იქნებ ვინმემ ამიხსნას (რამდენჯერაც მივედი, კვირაში სამჯერ მაინც ვარ აქ, არავინ არ დამხვედრია). პრობლემა არა რესტავრატორებშია, არამედ კულტურის სამინისტროში. წინასაარჩევნოდ ვის რაში აინტერესებს კულტურული მემკვიდრეობა, იუნესკოს […]