მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტზე – ეს არის სახელმწიფო გადატრიალება, როცა ოპოზიციას იბარებ და პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე ელაპარაკები – ეს ქალბატონი არის მთავარი აგენტი

რასაც სალომე ზურაბიშვილი აკეთებს, ორხელისუფლებიანობის პირდაპირი მანიშნებელია – ეს არის სახელმწიფო გადატრიალება, როცა ოპოზიციას იბარებ და პრემიერ – მინისტრის დანიშვნაზე ელაპარაკები! პირდაპირ ვამბობ, ეს ქალბატონი არის მთავარი აგენტი! , – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. ყაველაშვილი იმასაც ამბობს, რომ “ზურაბიშვილმა საკუთარი ქმედებებით იმ ადამიანებს ჩააფურხა სულში”, ვინც მის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი […]
შალვა პაპუაშვილი – ზურაბ ადეიშვილის პროკურორი არის გახარიას გუნდის მთავარი სახე, რომელიც ამავე დროს გვემუქრება ადეიშვილის მეთოდებით – ყველას დაჭერით და დაპატიმრებით

როდესაც ვსაუბრობთ, რომ გახარიას პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკრულია ვხედავთ, როგორც ფორმალურად, როდესაც მათ აქვთ კოალიციები შექმნილი ადგილობრივ თვითმმართველობაში და ძალიან არ უნდათ ხოლმე საჯაროდ ამისი დადასტურება, მაგრამ ეს ხომ ფაქტია, კოალიციები აქვთ შექმნილი და მეორე – მათი გუნდიც ასეთი შემადგენლობითაა შექმნილი , – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, როდესაც მას კითხეს თუ […]
დავით ქაცარავამ, აკია ბარბაქაძემ და კახა გოგიძემ პარტია „ჩვენ“ დატოვეს

„გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, წინასაარჩევნო მარათონის ფორმა და მასში ჩვენი პატარა გაერთიანების ჩართულობაზე სტრატეგიული ხედვები და რაც მთავარია, სასურველი მიზნისკენ სწრაფვის ფორმები, ვერ და არ დაემთხვა ერთმანეთს. ჩვენ სამმა პერსონალურად გადავწყვიტეთ დაგვეტოვებინა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენ“ და გაგვეგრძელებინა ბრძოლა ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ პარტიის გარეთ“, – აცხადებს დავით ქაცარავა. „ჩვენის” დაფუძნების შესახებ დავით ქაცარავამ და […]
„პროექტის“ გამოძიება: სოჭში დაანგრიეს პუტინის რეზიდენციის მთავარი შენობა, პრეზიდენტი იქ ჩასვლას ერიდება

გამოცემა „პროექტის“ გამოძიების თანახმად, მიმდინარე წლის დამდეგს სოჭში დაანგრიეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეზიდენციის, „ბოჩაროვ რუჩეის“ მთავარი შენობა. ჟურნალისტებმა სატელიტური სურათები გააანალიზეს და გაარკვიეს, რომ ახლა ამ ადგილას არის ორმო, რომლის ირგვლივ სამშენებლო ტექნიკა მუშაობს. იტყობინებიან, რომ რეზიდენციაში სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ოფიციალური არხებით არ გავრცელებულა. „პროექტის“ ცნობით, პუტინმა სოჭში ფრენა შეწყვიტა და შვიდი თვეა არ […]
ევროპარლამენტში მომზადებულ ერთ-ერთ რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოწოდებაა

9 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოზე რეზოლუციას მიიღებენ. რეზოლუციის ტექსტი ევროპარლამენტარების სხვადასხვა ჯგუფებს აქვთ მომზადებული, ჯამში, მომზადებული 7 რეზოლუციიდან – ზეგ, 10 ოქტომბერს 1 ვერსიას მიიღებენ. რეზოლუციის ერთ-ერთ ვერსიაში, რომლის ინიციატორებიც, მათ შორის არიან პოლონელი ევროპარლამენტარი მალგოჟეტა გოშევსკა და ლატვიელი რიჰარდ კოლსი, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზეა საუბარი. კერძოდ, მოწოდებაა საბჭოსა და EU-ის დემოკრატიული პარტნიორებისადმი, განიხილონ პერსონალური სანქციები ბიძინა […]
RFE/RL: EU-ის სამუშაო დოკუმენტში ნათქვამია, რომ “ამჟამინდელი კურსი აჩერებს ევროინტეგრაციას”

რადიო თავისუფლებამ ევროპული საბჭოს უახლოესი შეხვედრის სამუშაო დოკუმენტი მოიპოვა, რომელშიც საქართველოზეა საუბარი და ნათქვამია, რომ “საქართველოს ამჟამინდელი კურსი აჩერებს ევროინტეგრაციას”. რადიო თავისუფლების ცნობით, “ევროპული საბჭო იმეორებს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის სადამფუძნებლო ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება”. “ევროპული საბჭო იმეორებს, რომ მოქმედების ამჟამინდელი კურსის შეუცვლელობა საფრთხეში აგდებს საქართველოს ევროპულ გზას, ფაქტობრივად, მას აჩერებს. […]
ბოსნიის ერთ-ერთ ქალაქში არჩევნები გისოსებს მიღმა მყოფმა მერმა მოიგო

ბოსნიის ქალაქ ტრნოვოში ადგილობრივ არჩევნებში მერმა გაიმარჯვა, რომელიც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის გამო დაკავებულია და ახლა გაურკვეველია, როგორ შეძლებს ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. ამის შესახებ Klix.ba იტყობინება, წერს „ევროპეისკაია პრავდა“. ტრნოვოს მუნიციპალიტეტის მერი იბრო ბერილო და მისი სამი თანამოაზრე კამპანიის დაწყებამდე ერთი თვით ადრე 5 აგვისტოს დააკავეს სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტების ბრალდებით, კერძოდ ინვესტორ-დეველოპერებისთვის პრივილეგიების […]
„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ ახალი სეზონით ბრუნდება – პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ ახალი სეზონი Youtube-ზე გრძელდება. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გადაცემა ახალი რესპონდენტებითა და აქტუალური პერსონებით ბრუნდება. გადაცემის მიზანი უცვლელი რჩება – მაყურებლებს გააცნოს იმ ადამიანების შეხედულებები, მსოფლმხედველობა და ინტერესები, რომლებიც ქვეყნის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებას განსაზღვრავენ; ხელი შეუწყოს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მიღებას და კარგად ნაცნობი ადამიანების უცნობი პერსონების აღმოჩენას. „არ გაჩერდეს“ რუბრიკის ფარგლებში […]
„გრანტები არის კონკრეტულ პირობებზე დამოკიდებული“ – რამ გამოიწვია 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში გრანტების 61%-ით კლება?

2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტში გრანტების მოცულობა გაზრდილი იქნება – ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრი მოადგილემ ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას კითხვას – რამ გამოიწვია დონორების დაფინანსების შემცირება. 2025 წელს საქართველოს მთავრობა უცხოეთის სახელმწიფოებისგან და საერთაშორისო დონორული ორგანიზაციებიდან 91.5 მილიონი ლარით ნაკლებ გრანტებს მიიღებს, – ამის შესახებ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიდან ირკვევა. ფინანსთა სამინისტროს თანახმად, მომდევნო […]
რობერტ ფიცო დენის შმიგალს – უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის მიმართ ცივი დამოკიდებულება გვაქვს, მაგრამ ევროკავშირთან დაკავშირებით 100%-ით მხარს გიჭერთ

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის მიმართ ცივი დამოკიდებულება გვაქვს, მაგრამ ევროკავშირთან დაკავშირებით ჩვენ 100%-ით მხარს გიჭერთ, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ უკრაინელ კოლეგას, დენის შმიგალს უჟგოროდში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა. „ღიად ვიტყვი, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის მიმართ ცივი დამოკიდებულება გვაქვს, მაგრამ ევროკავშირთან დაკავშირებით ჩვენ 100%-ით მხარს გიჭერთ. თქვენი წევრობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებული იქნება“, […]