აზია აეროპორტების მშენებლობისა და მოდერნიზაციის ბუმს განიცდის – Marnix Groot

აეროპორტის განვითარების ონლაინ რესურსის Marnix (Max) Groot-ის თანახმად, ამჟამად აზია აეროპორტების მშენებლობისა და მოდერნიზაციის ბუმს განიცდის. ახალი აეროპორტები შენდება და არსებული მოდერნიზაციის პროექტები აქტიურად მიმდინარეობს ჩინეთში, მალაიზიაში, სინგაპურში, ინდონეზიაში, მონღოლეთში, სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ფილიპინებში. უფრო მეტიც, ჩინეთში ეს პროცესი ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო და ახლა ქვეყანა მრავალი ახალი საჰაერო ჰაბის მშენებლობას ახდენს, […]
რუსეთმა კურსკში ჩასვლის გამო 14 უცხოელი ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე აღძრა

“რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა” ორშაბათს განაცხადა, რომ 17 აგვისტოს შემდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა იმ 14 უცხოელი ჟურნალისტის წინააღმდეგ, ვინც კურსკის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. აგვისტოს დასაწყისში უკრაინის ჯარი რუსეთის კურსკის რეგიონში შეიჭრა და იქ დღემდე ათობით დასახლებას აკონტროლებს. “ეფ-ეს-ბემ” განაცხადა, რომ გასასამართლებელ ჟურნალისტთა სიაში ბოლოს დაამატეს “France 24”-ისა და შვეიცარული CH მედიის ჟურნალისტები. უკრაინის მიერ […]
კიევი: რუსული ჰიპერბგერითი რაკეტა “მნიშვნელოვანი” საჰაერო ბაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდა

უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსული ჰიპერბგერითი რაკეტა ქვეყნის მნიშვნელოვანი – “სტაროკოსტიანტინივის” საჰაერო ბაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ამას წინ უძღოდა კიევზე დრონებითა და რაკეტებით განხორციელებული საჰაერო იერიში. საჰაერო ბაზა “სტაროკოსტიანტინივი” უკრაინის დასავლეთში, ხმელნიცკის რეგიონში მდებარეობს, ის ხშირად ხდება მოსკოვის სამიზნე. თუმცა, ამ იერიშამდე ერთი დღით ადრე ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ქვეყანა უკრაინას, უახლოეს თვეებში, მეტ […]
აშშ-დან ავტომობილების იმპორტის ვადა და ღირებულება, სავარაუდოდ, გაიზრდება – ალექსი ნონიაძე

საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის ალექსი ნონიაძის განცხადებით, აშშ-ის პორტების თანამშრომლების გაფიცვის გამო, ავტომობილის ჩამოყვანის ვადასთან ერთად ფასებიც გაიზრდება. როგორც მან გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” აღნიშნა, რამდენიმე კომპანია ტარიფების გადახედვაზე უკვე საუბრობს. “ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროსა და მექსიკის ყურის საზღვაო პორტების თანამშრომლების გაფიცვამ, რომელიც 3 დღე გაგრძელდა, საკმაოდ სერიოზული შედეგები მოგვცა. ამერიკის 6 დიდი პორტიდან გაფიცვის პერიოდში, ფაქტობრივად, 4 […]
კრისტალმა პროექტი „უფრო მწვანე კრისტალი” გაეროს გენერალური ასამბლეის კვირეულზე წარადგინა

კრისტალის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს გაეროს გენერალური ასამბლეის კვირეულში, რომელიც 19-27 სექტემბერს, ნიუ-იორკში ჩატარდა. კომპანიის გუნდის წევრებმა — მწვანე პროდუქტებისა და სხვა მიზნობრივი რესურსების კოორდინატორმა, ანა გეწაძემ და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სპეციალისტმა, ლიკა სალუქვაძემ პანელურ დისკუსიაზე დამსწრეებს კრისტალის გარემოსდაცვითი პროექტები, ინოვაციური მწვანე ინიციატივები და ენერგოეფექტურ, მწვანე დაფინანსების მაჩვენებლები გააცნეს. დისკუსიას 14 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ ხაზი […]
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში საერთაშორისო კვლევა – „Global Gender Gap 2024“ ჩატარდა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა (შვეიცარია) და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიერ 2023 წელს დაწყებული თანამშრომლობა გრძელდება. თანამშრობლობის ფარგლებში ისინი სამეცნიერო საზოგადოებასა და საკითხებით დაინტერესებულ პირებს კიდევ ერთ ახალ საერთაშორისო კვლევას – „Global Gender Gap 2024“ სთავაზობენ. აღნიშნულ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს. “ერთობლივი კვლევა აფასებს გენდერული თანასწორობის ამჟამინდელ მდგომარეობას და ევოლუციას ოთხი ძირითადი განზომილების მიხედვით: ეკონომიკური მონაწილეობა […]
„რთულად შესასრულებელია“… – მთავრობა ფარმაცევტულ კომპანიებს ახალ მოთხოვნებს უწესებს

მთავრობის მიერ გამოცემული 313-ე დადგენილებით, რომელიც მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა, ეროვნული რეჟიმით ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციის ან ხელახალი რეგისტრაციის დროს იმპორტიორი ვალდებულია წარმოადგინოს არამხოლოდ საბოლოო პროდუქტის მწარმოებელი ქარხნის GMP სერტიფიკატი, არამედ იმ სუბსტანციის მწარმოებელი ქარხნის GMP, რომელი სუბსტანციაც წარმოებაში გამოიყენება. როგორც ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, საუბარია ვალიდურ GMP-ზე, რომელიც გაცემულია ევროკავშირის წამლის სააგენტოს (EMA) ან […]
,, კარგით რა სასაცილოც აღარაა უკვე” – ეკა ბესელია

,,ოცნების” ინიციატივას პრეზიდენტის ხელახალი იმპიჩმენტის თაობაზე ეკა ბესელია ეხმაურება: ,,პრეზიდენტის იმპიჩმენტი ახალ პარლამენტშიო კარგით რა სასაცილოც აღარაა უკვე”
ვეტევით სამშენებლო კოეფიციენტებში – როგორ განვითარდება ბათუმის ხელოვნური ნახევარკუნძული?

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებელი “ამბასადორი ბათუმი აილენდის” იურისტის განმარტებით, კომპანიას სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის მოთხოვნით არც ერთი სახელმწიფო უწყებისთვის არ მიუმართავს. გოჩა კამკია BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ აბსოლუტურად ეტევა იმ კოეფიციენტში, რომელიც დადგენილია ქალაქ ბათუმისთვის. გოჩა კამკიას თქმით, კომპანია 5-6 წლით ასწრებს სახელმწიფოს მიმართ აღებული ვალდებულებების ვადებს. “ამბასადორ ჯგუფი ერთგული რჩება თავისი საჯარო განცხადების, რომლის მიხედვითაც, ბათუმის […]
პრეზიდენტი ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბრიფინგი 19:00 საათზე ჩაინიშნა. ცნობისთვის, პრეზიდენტმა ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით, დღეიდან ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები დაიწყო. ამასთან, შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კვლავ უცხოეთში უნებართვო ვიზიტებია. […]