თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვის

თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. სპეციალური შეთავაზების ფარგლებში გაიცემა 50,000-დან 500,000 ლარამდე სესხი უზრუნველყოფის გარეშე. სესხის პროცენტი: არაუმეტეს 10%-ისა პირველი 60 თვის განმავლობაში. დამატებით, თუ თანხა მოხმარდება საინვესტიციო მიზნობრიობას და მოხდება ევრო სტანდარტის აქტივის შეძენა, მომხმარებელი შეძლებს დაიბრუნოს […]

მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა – გაიზრდება თუ არა უძრავი ქონების ფასი?

,,საქსტატის’’ მონაცემებით, 2024 წლის აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1 %-ით გაიზარდა. ცვლილება, ძირითადად განაპირობა სამშენებლო მასალების ფასების 1.0 %-იანმა ზრდამ. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 7.9 %-ით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 29.7 %-იანი ზრდითა და სამშენებლო მასალების 3.8 %-იანი […]

„მალე მზეთამზეს პური ქუთაისში დაიწყებს წარმოებას“ – „გემოვანის“ დამფუძნებელი

კომპანია “გემოვანი” პარტნიორებთან ერთად “მზეთამზეს” ბრენდის პურის წარმოებას, თბილისის შემდეგ ქუთაისშიც დაიწყებს. კომპანია, რომელიც ბაზარზე საკუთარი ტექნოლოგიით პურს “მზეთამზეს” ბრენდით ყიდდა, სექტემბრიდან ხარისხის მაკონტროლებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა და პურის წარმოება დროებით შეაჩერა. თუმცა “გემოვანის” დამფუძნებელი, ირაკლი ჩავლეიშვილი BM.GE-სთან ამბობს, რომ კომპანიის პური ქუთაისში ახალ პარტნიორთან თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ საწარმოში გამოცხვება და მთელი დასავლეთ საქართველოს დიდ ქალაქებს […]

“კვარას” სასტარტო გარანტირებული აღარ აქვს” – Areanapoli ქართველზე წერს

“ნაპოლის” გარემარბს ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის ძირითად თერთმეტეულში ადგილი გარანტირებული აღარ აქვს, ამის შესახებ ინფორმაციას Areanapoli ავრცელებს. წყაროს ცნობით, თუ ქართველი სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშს ვერ მოახერხებს, ანტონიო კონტე მას დავიდ ნერეშით შეცვლის, რომელიც ნეაპოლურმა კლუბმა გასულ ზაფხულს “ბენფიკადან” შეიძინა და სერია A-ს ბოლო ტურში “კომოს” წინააღმდეგ თავის გამოჩენა მოახერხა. გამოცემის ინფორმაციით, ჯერჯერობით იტალიელი სპეციალისტი ძირითად […]

ევროზონაში, აგვისტოში, საცალო გაყიდვები გაიზარდა

ევროზონაში, აგვისტოში, საცალო გაყიდვები გაიზარდა აგვისტოში ევროზონაში საცალო გაყიდვები წინა თვესთან შედარებით 0,2%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ევროკავშირის სტატისტიკური სამსახური (Eurostat) იტყობინება. Bloomberg-ის თანახმად, დინამიკა დაემთხვა ანალიტიკოსების საშუალო შეფასებას. სურსათის, სასმელების და თამბაქოს ნაწარმის გაყიდვები გაიზარდა 0.2%-ით, ხოლო ასაავტომობილო საწვავის 1.1%-ით. 0,3%-ით გაიზარდა არასასურსათო პროდუქციის გაყიდვები (საწვავის გარეშე). საცალო გაყიდვები ევროზონაში აგვისტოში 0,8%-ით გაიზარდა 2023 წლის […]

თამარ ბოლქვაძის ვერბალური „სელფი“

მისი პოეზია შეიძლება ითქვას, რომ მისივე ცხოვრების ალგორითმებია და ამ მოცემულობაში როგორც თევზი წყალში, ისე გრძნობს თავს… ტკივილის გადატანაში სიკეთის დანახვა და იუმორი შველის. მას შემდეგ, რაც მის „ფორიაქა გურულ ნატურას რაჭულმა სიდინჯემ მოსცხო სიმშვიდის მალამო“, ირწმუნა, რომ სიყვარული არასოდეს მთავრდება. ამიტომ მისი ლექსები გრძნობების გარითმულ კარდიოგრამას ჰგავს. ალტერ ეგოსთან დარჩენილი არასოდეს იწყენს და გამართლება […]

უიტნი ჰიუსტონის დედა სისი ჰიუსტონი გარდაიცვალა

ორგზის გრემის ჯილდოს მფლობელი მომღერალი სისი ჰიუსტონი, ნიუ-ჯერსიში მდებარე სახლში გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში, ის ჰოსპისში ალცჰეიმერის დაავადებას მკურნალობდა. სისი დრინკარდი (ჰიუსტონი მომღერლის მეუღლის გვარია) ნიუ ჯერსიში 1933 წელს, დაიბადა. ის რვა შვილიდან ყველაზე უმცროსი იყო. სისიმ მღერა 5 წლის ასაკში დაიწყო, მოგვიანებით, ძმებთან ლარისთან და ნიკისთან ერთად, მშობლების, ნიჩ და დელია მეი დრინკარდების მიერ დაფუძნებული […]

TI: არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებში სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის ჩართვა დაუშვებელია

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებში აშშ-ის მიერ სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის, იგივე ხარებას ჩართვა დაუშვებელია. შს მინისტრის ბრძანების თანახმად, არჩევნებისთვის საქართველოს რეგიონებში და თბილისში იქმნება “სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები” – ე.წ. ტერიტორიული ჯგუფები. როგორც TI-ში განმარტავენ, წინა საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, ტერიტორიული ჯგუფების შემადგენლობაში, სხვებთან ერთად, შედის არა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა […]

“არავინ მეუბნება, როგორაა ჩემი ქმარი საავადმყოფოში” – აფგან სადიგოვის ცოლი

თბილისში რამდენიმე თვის წინ დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ცოლის, სევინჩ სადიგოვას თქმით, ამ დრომდე მისთვის არავის უცნობებია ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. როგორც სევინჩ სადიგოვა ამბობს, მისი ქმარი თბილისის იზოლატორში შიმშილობის მე-17 დღეს შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. “ვთხოვე, დამალაპარაკეთ ჩემს ქმარს, ხმა გავიგო. ვერ დაგალაპარაკებთო. ალბათ, ძალიან ცუდადაა. გვიან ღამით დამირეკეს, მაგრამ არ ვიცი, […]

თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვის

თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. სპეციალური შეთავაზების ფარგლებში გაიცემა 50,000-დან 500,000 ლარამდე სესხი უზრუნველყოფის გარეშე. სესხის პროცენტი: არაუმეტეს 10%-ისა პირველი 60 თვის განმავლობაში. დამატებით, თუ თანხა მოხმარდება საინვესტიციო მიზნობრიობას და მოხდება ევრო სტანდარტის აქტივის შეძენა, მომხმარებელი შეძლებს დაიბრუნოს […]