ზურაბიშვილი არის აგენტი, რომელსაც დავალებული აქვს სახელმწიფო გადატრიალება – ყაველაშვილი

დღეს ხომ ჯერ არჩევნები არ ჩატარებულა და რას აკეთებს სალომე ზურაბიშვილი? ეს ორხელისუფლებიანობის პირდაპირი მანიშნებელია, ეს არის გადატრიალება პირდაპირ, სახელმწიფო გადატრიალება, როდესაც იბარებს ოპოზიციას და პრემიერ-მინისტრს ნიშნავს, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ის კონსტიტუცია დაარღვია, რომელზეც ფიცი დადო ღმერთის და ერის წინაშე. „წელიწადნახევრის წინ დავიწყე ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის […]

სკვერში, გარდაცვლილი ქალი იპოვეს – სად მოხდა შემთხვევა?

ლონდონის დასავლეთით, დაბა ილინგში, 37 წლის ქალი გულის შეტევით გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ის უცნობმა მამაკაცმა გააუპატიურა. ნატალი შოთერი, Southall Park-ში, სკამზე მწოლიარე, გარდაცვლილი იპოვეს. Sky News-ის ინფორმაციით, ქალის გაუპატიურებასა და მკვლელობაში 35 წლის მოჰამედ იიდოვს ადანაშაულებენ. მან ორივე ბრალდება უარყო. სათვალთვალო კამერით დაფიქსირებულ კადრებში ჩანს, რომ თავდასხმის დროს მსხვერპლი სავარაუდოდ “უგონო მდგომარეობაში” იყო. Southall […]

ზურა ნიჟარაძე თავისუფალია

ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობის ბრალდებით დაკავებული ზურა ნიჟარაძე თავისუფალია. ინფორმაციას ამის შესახებ ნიჟარაძის დედა ფეისბუქზე ავრცელებს. “და აი დადგა ის დღეც, როდესაც ყველა დღეს გადავხაზავ ლოდინის და მონატრების კალენდარში. ყველა მონატრებაც მივუშვი ნებაზე-ზურა თავისუფალია. მადლობა,მადლობა, მადლობა ადამიანებო გვერდით რომ მედექით და მაძლიერებდით-დანარჩენს უკვე ზურა დაწერს-მე და ამოს დაგვეწყო ბედნიერების დღეების ათვლა კალენდარში”- წერს ნიჟარაძის დედა. ზურა […]

გივი მიქანაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიებისა და რიგი სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციების საქმიანობაში გამოვლინდა წინასაარჩევნო დარღვევები, რაც მათ შორის არჩევნებში უცხოურ ჩარევას ეხება

არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, ჩვენი საზოგადოებისთვის უფრო ნათელი ხდება, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთის და მათთან დაკავშირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებებისთვის მთავარი დღის წესრიგი საზოგადოებაში და საერთაშორისო პარტნიორებში მცდარი აღქმების შექმნაა, რისთვისაც ისინი ყველა ფორმის მანიპულაციას ეწევიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქნაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გივი მიქნაძის თქმით, 16 სექტემბრიდან […]

კონსერვატორიის სტუდენტის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა

კონსერვატორიის სტუდენტის, 23 წლის გიორგი საყურაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ მირიან თოხაძეს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა. ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით სასამართლოს შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა. მოსამართლის განჩინებით, მირიან თოხაძეს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდება. ის სამედიცინო დაწესებულებაში მაქსიმუმ, 20 დღით მოთავსდება. აღნიშნულმა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ხომ არ იყო თოხაძე დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადი ან ხომ არ […]

გივი მიქანაძე – აშშ-ის საელჩოს „ქარდები“ პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და სახელისუფლებო გუნდის საწინააღმდეგო პოზიციას ასახავდა – მიხაელ როთის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციაც წინასაარჩევნო პროცესებში უცხოური ჩარევაა

1-ელ ოქტომბერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, თუ როგორ შეუძლიათ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე ხმის მისაცემად რეგისტრაცია. მან გაასაჯაროვა ორი პირის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს რეგისტრაციის პროცედურაში დაეხმარებიან, რაც ცალსახად წინასაარჩევნო პროცესებში უცხოური ჩარევაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა. მან ასევე მოიყვანა […]

ზურაბ ჭიაბერაშვილი – საბედნიეროდ, ევროპარლამენტსა და ევროსტრუქტურებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ევროპული გზის სასარგებლო არჩევანს გააკეთებს

8 ოქტომბერს ევროპარლამენტი საქართველოს საკითხს განიხილავს და 9 ოქტომბერს მიიღებს რეზოლუციას. საბედნიეროდ ევროპარლამენტს და ევროსტრუქტურებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ევროპული გზის სასარგებლო არჩევანს გააკეთებს, – ამის შესახებ „ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომელიც ბრიუსელში, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვას დაესწრება. როგორც მან აღნიშნა, ევროპარლამენტი და ევროსტრუქტურები მკაფიოდ გვეუბნებიან, რომ […]

ანა ნაცვლიშვილი – ერთადერთი გზა, საქართველო გახდეს ძლიერი სახელმწიფო და ევროკავშირის წევრი, გადის იმაზე, რომ შეიცვალოს ხელისუფლება

ერთადერთი გზა, რომ საქართველო გახდეს ძლიერი სახელმწიფო და ევროკავშირის წევრი, გადის იმაზე, რომ შეიცვალოს ხელისუფლება და რუსეთის მსახური ხალხის ნაცვლად ამ ქვეყანას ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს გაატარებს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის საერთაშორისო იზოლაციაში. „ვხედავთ, რომ ამ თვის განმავლობაში 3 უმნიშვნელოვანესი […]

თბილისში 64 უფასო სასადილოა, რომლითაც 44 436 ბენეფიციარი სარგებლობს

თბილისში 64 უფასო სასადილოა, რომლითაც 44 436 ბენეფიციარი სარგებლობს. „ინტერპრესნიუსის“ მიერ დედაქალაქის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, ერთ დღეში ერთი ბენეფიციარისთვის მომსახურების ფასი 1.7 ლარია. ამასთან, ძირითად სიაში რეგისტრირებულ ბენეფიციართა გარდა, რომელთა რაოდენობაც 42 160-ია და რომელთაც მათზე გათვლილი ულუფის ყოველდღიურად მიღება შეუძლიათ, უფასო სასადილოებში რეგისტრირებულია დამატებითი სიის 2 276 ბენეფიციარიც, რომელიც საკვებს მხოლოდ იმ […]

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა

თბილისში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან – ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია. „შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანი ფუნქციონირების მნიშვნელობას და, ამ კონტექსტში, აქცენტი გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების […]