ლევან ბეჟაშვილი – „ქართულ ოცნებას” ვერანაირი საარჩევნო პროგრამა და ტყუილი დაპირებები ვერ უშველის – ივანიშვილისთვის ცნობილია საზოგადოების დამოკიდებულება და მისი გაპასიურება ამას უკავშირდება

„ქართულ ოცნებას” ვერანაირი საარჩევნო პროგრამა და ტყუილი დაპირებები ვერ უშველის, – ამის შესახებ ”ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს და ამ ქვეყანას დაუბრუნოს ევროპული არჩევანი “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამები ამ 12 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობას უამრავჯერ აქვს მოსმენილი […]

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებში აშშ-ის მიერ სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის ჩართვა დაუშვებელია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდებს, “დაუყოვნებლივ შეცვალოს თავისი ბრძანება და გააუქმოს როგორც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის („ხარება“) წარმომადგენლის მონაწილეობა ე.წ. „ტერიტორიულ ჯგუფებში“, ისე საპოლიციო ძალების უფლებამოსილება, მიიღონ ე.წ. „პრევენციული ზომები“ საარჩევნო უბნებთან მშვიდობიანად შეკრებილი ამომრჩევლების წინააღმდეგ”. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებში აშშ-ის მიერ სანქცირებული […]

მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციის ლიდერებზე – ამ უჯიშოებს და უსამშობლოებს დღეს დაემატა უღმერთოება – თუ ადამიანისთვის ყველაფერი დასაშვებია, ის არის უღმერთო

ამ უჯიშოებს და უსამშობლოებს დღეს დაემატა უღმერთოება. რატომ არიან უღმერთოები? რატომ არიან უჯიშოები და უსამშობლოები? – მათი ქმედებიდან გამომდინარე. დააკვირდით ყველა მათგანს ერთმანეთზე რა აქვთ ნათქვამი, ჩვენ ხომ არ გამოვდივართ და ამ ფრაზებს ჩვენ არ ვიძახით. რას იძახდა გუბაზ სანიკიძე მიხეილ სააკაშვილზე, რას იძახდა ელისაშვილი მასხარა ხაზარაძეზე, რას იძახდა გვარამია სალომე ზურაბიშვილზე, ხაზარაძე გახარიაზე და […]

გივი მიქანაძე – არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციის რადიკალური ფრთის, მათთან დაკავშირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებებისთვის დღის წესრიგი საზოგადოებაში და საერთაშორისო პარტნიორებში მცდარი აღქმების შექმნაა

არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, ჩვენი საზოგადოებისთვის უფრო ნათელი ხდება, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთის და მათთან დაკავშირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებებისთვის მთავარი დღის წესრიგი საზოგადოებაში და საერთაშორისო პარტნიორებში მცდარი აღქმების შექმნაა, რისთვისაც ისინი ყველა ფორმის მანიპულაციას ეწევიან. დღევანდელი შუალედური ანგარიშიც ამის დადასტურებაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გრძელდება ე.წ. […]

პოლიტიკას გავლენა აქვს, თუმცა ბიუჯეტის ზრდა – განვითარება დიდწილად ბიზნესმენებზეა დამოკიდებული – თემურ ჭყონია

ბიზნესმენი თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ ეკონომიკაზე პოლიტიკის გავლენის მიუხედავად ქვეყნის ბიუჯეტის ზრდა-განვითარება დიდწილად ბიზნესმენებზეა დამოკიდებული. ასე უპასუხა მან bm.ge-ის კითხვას როგორ აისახება წინასაარჩევნო პერიოდი ქვეყნის ეკონომიკაზე. “მართალია, პოლიტიკას გავლენა აქვს, თუმცა ბიუჯეტის ზრდა და განვითარება დიდწილად ბიზნესმენებზეა დამოკიდებული” – აცხადებს ამერიკული “კოკა კოლას” და “მაკდონალდსის” საქართველოს წარმომადგენლობების დამფუძნებელი და წინასაარჩევნო განწყობებსა და არჩევნების გავლენაზე საუბრობს. […]

პუტინს უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაბადების დღეს სულ უფრო ნაკლები უცხოელი კოლეგა ულოცავს

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შემცირებულია რიცხვი მსოფლიოს სახელმწიფოთა მეთაურების, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დაბადების დღეს ულოცავენ. პუტინს 72 წელი 7 ოქტომბერს შეუსრულდა. დამოუკიდებელი გამოცემა „აგენტსტვო“ კრემლის პრესსამსახურის და რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ მიერ გამოქვეყნებული ცნობების საფუძველზე წერს, რომ 2024 წელს პუტინს დაბადების დღე მიულოცა 8 ქვეყნის ლიდერმა – ნიკარაგუის, ბელარუსის, თურქეთის, თურქმენეთის, ყაზახეთის და […]

ლანჩხუთში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება – სეს

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად გრძელდება. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები წამლობას გურიის რეგიონში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ახორციელებენ. მაჩხვარეთის და ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულებში 10 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკაა მობილიზებული, თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 600 ჰა ფართობი; სპეციალურ სადგურებზე ცივი შესხურების ტექნოლოგიით მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობები. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული […]

4 ქალაქში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 7610 სამართალდამრღვევი დააჯარიმეს

2023 წლის 4 სექტემბრიდან, 2024 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს 4 დიდ ქალაქში 7610 ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათი განცხადებით, მონიტორინგი დედაქალაქის 4 დიდ ქალაქში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ხორციელდებოდა, საიდანაც ყველაზე მეტი – 3694 დარღვევა თბილისში დაფიქსირდა. მას მოსდევს ქუთაისი, 1449 დარღვევით, […]

კახა ოქრიაშვილი: „მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია. ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია“

კახა ოქრიაშვილი: „მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია. ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია“ დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,კომერსანტი” უცვლელად გთავაზობთ.

დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ

დღეს, 8 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. დღის წესრიგის თანახმად, სესიაზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი მოხსენებით წარდგება სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა. ბორელი წარადგენს მოხსენებას, სახელწოდებით “დემოკრატიული უკუსვლა და საფრთხეები პოლიტიკური პლურალიზმისთვის საქართველოში”. ევროპარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იგეგმება ამავე სახელწოდების რეზოლუციის მიღებაც. სესიის პარალელურად კი სტრასბურგში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები აქციას გამართავენ. ემიგრანტების […]