„გამომყევი აჭარაში“ კამპანიის მთავარი გამარჯვებული კონტენტ-კრეატორთა ჯგუფი „სამეგობრო“ გახდა

შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ სოციალურ ქსელებში 240 მილიონზე მეტი წვდომა (reach) დააგროვა. კამპანიის გამარჯვებულები ბათუმში გამართულ შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ. პირველი ადგილი კონტენტ-კრეატორთა ჯგუფმა „სამეგობრო“ აიღო. ორი თვის განმავლობაში, მათ მიერ სოციალურ ქსელებში აჭარაზე გამოქვეყნებულმა კონტენტმა 66 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, მეორე […]

ფლორიდას უძლიერესი შტორმი უახლოვდება, ბაიდენმა გერმანიაში ვიზიტი გადადო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გადადო გერმანიაში ამ კვირაში დაგეგმილი ვიზიტი. მიზეზი ქარიშხალი „მილტონია“, რომელიც ფლორიდის შტატს უახლოვდება და მეტეოსამსახურის პროგნოზით, შესაძლოა, ბოლო ასი წლის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი აღმოჩნდეს. გერმანიაში ვიზიტისას პრეზიდენტ ბაიდენს მონაწილეობა უნდა მიეღო უკრაინის მხარდაჭერის საკითხების განსახილველად კანცლერ შოლცის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში. დაგეგმილი იყო ჯო ბაიდენის სტუმრობა რამშტაინის ავიაბაზაზეც, სადაც უკრაინის […]

ვიქტორ ორბანი – გავხსნით შამპანურის რამდენიმე ბოთლს, თუ დონალდ ტრამპი დაბრუნდება – ის არ დაელოდება ინაუგურაციას და უკრაინაში მშვიდობისთვის მანამდე იმოქმედებს

ეროვნული ინტერესების გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ აირჩიოთ, რომლის მომხრე ხართ – ჩვენ გავხსნით შამპანურის რამდენიმე ბოთლს, თუ დონალდ ტრამპი დაბრუნდება, – Politico-ს ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა და დასძინა, რომ ტრამპისა და აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ორბანის მტკიცებით, თუ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპს აირჩევენ, ის […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ოქტომბერს 12:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფელბში არაგვისპირი, ჭალის აგარაკები, ჩინთი, აგატი, საცხავატლო და მიმდებარე სოფლებში; 16:00-დან 16:02 საათამდე აბონენტებს წილკანში და მცხეთის რაიონის სოფლებში წეროვანი, ერედა და მიმდებარე ტერიტორიაზე. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

რუსეთის ოლქებზე დრონებით შეტევა იყო, მათ შორის, სავარაუდოდ, სამხედრო აეროდრომზე

9 ოქტომბერს, შუაღამის შემდეგ, აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ეისკის რაიონში. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, ეისკზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო. ამ რაიონში საჰაერო თავდაცვის სისტემის ამოქმედების შესახებ ადგილობრივ სადისპეტჩერო სამსახურზე დაყრდნობით წერდა კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „რია ნოვოსტიც“. ეისკი აზოვის ზღვის ნაპირზე მდებარეობს. ქალაქში განთავსებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების აეროდრომი, რომელიც არაერთხელ იყო უკრაინული დრონებით […]

ანდრეი ერმაკის მრჩეველი – მეორე სამშვიდობო სამიტი ნოემბერში არ გაიმართება

უკრაინის საკითხზე მეორე სამშვიდობო სამიტი, რომელიც ნოემბერში იყო დაგეგმილი, არ გაიმართება. მიუხედავად ამისა, მის ჩასატარებლად ნოემბრისთვის ყველაფერი მზად უნდა იყოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, დარია ზარივნაიამ უკრაინულ გამოცემა Telegraf-ს განუცხადა. მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს თემატური კონფერენციები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეთავაზებული მშვიდობის ფორმულის ცალკეულ პუნქტებზე. ამ შეხვედრების შემდგომ მიღებული კომუნიკეს […]

ჯო ბაიდენის შემდეგ გერმანიაში ვიზიტი, სადაც „რამშტაინის“ შეხვედრა უნდა გაიმართოს, ენტონი ბლინკენმაც გადადო

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გერმანიაში ვიზიტი გააუქმა, სადაც „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრა უნდა გაიმართოს, მანამდე მსგავსი გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილების მიზეზი მოსალოდნელი ძლიერი ქარიშხალი „მილტონია“. „თეთრმა სახლმა დღეს დილით გამოაცხადა, რომ ქარიშხალ „მილტონის“ პროგნოზირებული ტრაექტორიისა და სიმძიმის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა ბაიდენმა გერმანიასა და ანგოლაში დაგეგმილი მოგზაურობები გადადო“, […]

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ჩვენ გავანადგურეთ ჰასან ნასრალა, მისი შემცვლელი და შემცვლელის შემცვლელიც

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაადასტურა, რომ ისრაელმა გასული კვირის ხუთშაბათს ბეირუთში განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად ჰაშემ საფიედინის ლიკვიდაცია განახორციელა, რომელსაც, სავარაუდოდ, „ჰეზბოლას“ ყოფილი ლიდერი, ჰასან ნასრალა უნდა ჩაენაცვლებინა. „ისრაელმა შეამცირა ჰეზბოლას შესაძლებლობები : გავანადგურეთ ათასობით ტერორისტი, მათ შორის თავად ნასრალა, ნასრალას შემცვლელი და მისი შემცვლელიც. დღეს ჰეზბოლა იმაზე უფრო სუსტია, ვიდრე მრავალი წლის განმავლობაში ყოფილა,” […]

კატასტროფული სიტუაცია უკრაინის ნაკრებში – სუდაკოვი მაინც გამარჯვებას იმედოვნებს

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ “შახტარის” საიტთან კომენტარი უკრაინის ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა გეორგი სუდაკოვმა გააკეთა: “პირველ ორ შეხვედრაში მარცხი განვიცადეთ და რთულ სიტუაციაში ვართ. ახლა წაგების უფლება უბრალოდ არ გვაქვს, დადებითი შედეგების მიღება გვჭირდება. საქართველოსთან პირველი დაპირისპირება უმნიშვნელოვანესი იქნება, ისევე როგორც ჩეხეთთან. პოლონეთში ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერის იმედი გვაქვს და მხოლოდ გამარჯვების მოსაპოვებლად მივდივართ”. “კარპატის” […]

ყველას ვურჩევდი, აირჩიონ მშვიდობა – ეკა კვალიაშვილი

ვურჩევდი ყველას, არჩევნებზე აირჩიონ მშვიდობა, – განაცხადა მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხი მივიდეს არჩევნებზე და სწორი შეფასება მისცენ თავის არჩევანს. მე მაგალითად ვურჩევდი ყველას, აირჩიონ მშვიდობა“, – აღნიშნა კვალიაშვილმა.