ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის 35 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები უკრაინის ახალი ფინანსური დახმარების ფუნდამენტურ ჩარჩოზე შეთანხმდნენ. ბრიუსელში მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს კიევისთვის 35 მილიარდ ევრომდე სესხის გაცემას, რომელიც, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლობის თქმით, რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით უნდა დაიფაროს. ეს თანხები იქნება უკრაინისთვის კიდევ ერთი, კიდევ უფრო დიდი დახმარების პაკეტის ნაწილი, რომელიც გასულ ზაფხულს იტალიაში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა მიიღეს […]

რუსულმა ძალებმა ოდესას დაარტყეს, დაიღუპა 6 ადამიანი, დაზიანდა უცხო ქვეყნის დროშით მცურავი გემი

რუსებმა ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას დაარტყეს, დაიღუპა 6 და დაშავდა 11 ადამიანი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა – უკრაინის თემებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრმა, ალექსეი კულებამ განაცხადა, რომ საოკუპაციო ძალებმა ბალისტიკური იარაღი გამოიყენეს. მისი თქმით, თავდასხმის დროს დაზიანდა პანამის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი. „ეს არის მესამე უცხოური გემი, რომელსაც რუსეთი […]

“ძალიან ვღელავთ, აშშ-ის მთავრობა უმაღლეს დონეზე აკვირდება [არჩევნებს] – სახელმწიფო მდივნის თანაშემწე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, დაფნა რენდმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა და კონგრესი უმაღლეს დონეზე აკვირდება საქართველოს. ამის შესახებ მან “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა” (IRI) და “ატლანტიკური საბჭოს” მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლისას, დაფნა რენდიმ ისაუბრა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე და თქვა, რომ ის იმ შემთხვევაში იქნება სამართლიანი, თუ იარსებებს თავისუფალი დებატები და კონკურენცია მხარეებს შორის. “მინდა […]

„კიდევ ერთი ასეთი რეზოლუცია და ოცნება აიღებს 80%-ს!“ – ხათუნა ხოფერია

„კიდევ ერთი ასეთი რეზოლუცია და ოცნება აიღებს 80%-ს! რაც მეტად უსამართლოდ მოგვექცევიან, მით მეტად გაეზრდება ამომრჩეველს თანადგომის სურვილი!“

ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ამის მთავარი გასაღები არის ეკონომიკის განვითარებაში

დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში, სადღაც 3-4 წლის თავზე დაიწყება ემიგრანტების საქართველოში დაბრუნების პროცესი, ამის მთავარი გასაღები არის ეკონომიკის განვითარებაში, -განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ში. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ ამოცანის შესრულება სერიოზულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. „ჩვენ პრეზენტაციისას მაგალითად ავიღეთ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი და […]

U21 | შვედეთი V საქართველო – მატჩისწინა ვარჯიში იენჩეპინგში

10 ოქტომბერი | შვედეთი – საქართველო | პირველი არხი – 20:00 საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, შემოდგომის სანაკრებო ციკლს, 10 ოქტომბერს, შვედეთის ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ გასამართი მატჩით განაახლებს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის შეხვედრას, იენჩეპინგი უმასპინძლებს. დღეს, 21-წლამდე ნაკრებმა, იენჩეპინგის სტადსპარკსვალენზე, შვედეთთან გასამართი მატჩისწინა ვარჯიში გამართა. U21 | შემადგენლობა მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი […]

ევროკავშირის ელჩებმა შეათანხმეს უკრაინისთვის 35 მლრდ ევროს სესხის გამოყოფა

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ უკრაინისთვის 35 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფაზე, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგებით. ამის შესახებ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ევროპულ საქმეთა რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა დაწერა სოციალურ ქსელ X-ში. „ფინანსური დახმარება მიზნად ისახავს უკრაინის იმ გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებას, რომლებიც გაიზარდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გაძლიერების გამო“, – […]

გარდაიცვალა ბერძენი ფეხბურთელი – მან ბოლოს ნაკრებში თბილისში ითამაშა

ბოლდოკი ინგლისში დაიბადა, ასპარეზობდა “მილტონში”, “ნორტჰემპტონში”, “ტამუორტში”, “ოქსფორდში”, “შეფილდ იუნაიტედში” და ისლანდიის “ვესტმანაიერში”. ის ხუთი თვის წინ გადავიდა “პანათინაიკოსში”. ბოლდოკს საბერძნეთის ნაკრებში 12 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული – ბოლოს თბილისში ამა წლის 26 მარტს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ითამაშა.

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

ის ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, გავლენები იქაც არის, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების არავითარი იმედი საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნება გადაიდო 30 ოქტომბრისთვის, ვინაიდან იციან, რომ ოპოზიცია აგებს არჩევნებს და აქედან გამომდინარე, აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და […]

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები

ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე. ამის გამო არიან შეწუხებული ის ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, უკრაინაში არსებული ვითარება სასურველად წარმოედგინათ ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი შეფასებით, კონკრეტული სუბიექტები წუხან “ქართული ოცნების” ბილბორდების და შესაბამისი ვიდეორგოლის გამო ერთი მარტივი მიზეზით – ისინი 2. 5 წლის განმავლობაში “წარმატებით ახერხებდნენ, საქართველოს მოსახლეობისთვის დაემალათ რა […]