ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ორი მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ორი მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა. ისრაელის საჰაერო ძალების იერიშების შედეგად, „ჰეზბოლას“ მეთაურების, ალჰაჯ ალისა და მუჰამედ ალი ჰამდანის ლიკვიდაცია განხორციელდა, რომლებიც ისრაელის ჩრდილოეთ ქალაქებზე განხორციელებულ თავდასხმებზე აგებდნენ პასუხს. ასევე, ისრაელის საჰაერო ძალებმა ბეირუთსა და სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ იარაღის საწყობები დაბომბეს.
Boeing-მა გაფიცული მუშებისთვის ანაზღაურების შეთავაზება უკან გაიწვია

Boeing-მა უკან გაიწვია წინადადება „მექანიკოსთა და აერონავტიკის მუშაკთა საერთაშორისო ასოციაციის“ (International Association of Machinists and Aerospace Workers, IAM) გაფიცული წევრებისთვის ხელფასის გადახდის შესახებ – წერს Financial Times. სექტემბრის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეებმა ახალი კოლექტიური ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები განუსაზღვრელი ვადით შეწყვიტეს. „ჩვენი გუნდი მოლაპარაკებას კეთილსინდისიერად აწარმოებდა“, – ამის შესახებ ბოინგის სამოქალაქო ავიაციის სეგმენტის ხელმძღვანელმა სტეფანი […]
„რამდენიმე წელიწადში დაიწყება ემიგრანტების საქართველოში დაბრუნების პროცესი“ – პრემიერი

დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში, სადღაც 3-4 წლის თავზე დაიწყება ემიგრანტების საქართველოში დაბრუნების პროცესი, ამის მთავარი გასაღები არის ეკონომიკის განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ ამოცანის შესრულება სერიოზულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. „ჩვენ პრეზენტაციისას მაგალითად ავიღეთ საფრანგეთი, დიდი […]
ირაკლი აბაშიძის სახელობის ქართული ენციკლოპედიის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ ენციკლოპედია „საქართველოს“ მე-5 ტომი გამოსცა

2024 წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მთავარმა რედაქტორმა, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ აბაშიძემ ენციკლოპედია „საქართველოს“ ახლადგამოცემული V ტომი წარმოადგინა. ინფორმაციას მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ავრცელებს. მათივე ცნობით, პრეზიდიუმის სხდომა შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. „აღსანიშნავია, რომ ენციკლოპედია „საქართველოს“ V ტომში, რომელიც […]
ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს მარკ რუტეს და კირ სტარმერს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ლონდონში ნატო-ს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს შეხვდება, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სტარმერის პრესსპიკერის განცხადებით, ზელენსკის ლონდონში ჩასვლა მარკ რუტეს ვიზიტს დაემთხვევა. ”სტარმერი დაადასტურებს, რომ გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს უკრაინას რუსული აგრესიის ფონზე,” – განუცხადა ჟურნალისტებს ბრიტანეთის პრემიერის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, უკრაინის მოკავშირეთა სამიტი „რამშტაინში“ გადაიდო […]
უკრაინამ რუსეთში დრონებით შეუტია სავარაუდოდ, კიდევ ერთ სამხედრო ობიექტს

უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ტერიტორიაზე შეუტია სავარაუდოდ, კიდევ ერთ სამხედრო ობიექტს. დღეს, 10 ოქტომბერს დილიდან სოციალური ქსელებით ვრცელდება არაერთი ვიდეო და ცნობები, რომ დრონებით დარტყმა იყო ადიღეს რესპუბლიკის დაასახლებულ პუნქტ ხანსკაიასთან მდებარე სამხედრო აეროდრომზე. ერთ-ერთი წყარო, რომელიც აეროდრომზე შეტევის შესახებ წერს, ტელეგრამ-არხი ASTRA-ა. სამხედრო აეროდრომი ადიღეს რესპუბლიკის დედაქალაქ მაიკოპიდან ექვს კილომეტრში მდებარეობს. ადგილობრივი ხელისუფლება […]
დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 10 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ისნის და სამგორის რაიონები გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), ლოჭინის დასახლების, საქნავთობის დასახლების, სამგორი-2 დასახლების, სადგური ლილოს, იუმაშევის, ჭირნახულის, კობახიძის, ეკოკიშვილის და ღლონტის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: […]
ფლორიდას ქარიშხალი „მილტონი“ დაატყდა თავს, არის მსხვერპლი

აშშ-ის ფლორიდის შტატს მე-3 კატეგორიის ქარიშხალი „მილტონი“ დაატყდა თავს. Fox News-ის ინფორმაციით, ფლორიდის სენტ-ლუსიის ოლქში სტიქიის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა. გამოცემის ცნობით, შერიფის ოფისს არ დაუზუსტებია, რამდენი ადამიანი დაიღუპა, თუმცა განაცხადა, რომ არის დაღუპვის „მრავლობითი შემთხვევა“. „მილტონს აქვს პოტენციალი იყოს ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი დასავლეთ-ცენტრალურ ფლორიდაში“, – განაცხადა აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულმა ცენტრმა. ქარიშხალმა […]
„მილტონმა“ ფლორიდას მიაღწია

ფლორიდის შტატს შეუტია ქარიშხალმა „მილტონმა“, რომელსაც თან ახლავს ტროპიკული წვიმა და ზოგიერთ რაიონში ტორნადოც გამოიწვია. რამდენიმე დასახლებულ პუნქტში, მათ შორის ქალაქ ტამპაში წყალდიდობაა. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა დაახლოებით ორ მილიონ სახლს და საწარმოს. მექსიკის ყურიდან წამოსულმა შტორმმა, რომელსაც თავდაპირველად მაქსიმალური, მეხუთე კატეგორია მიანიჭეს(ქარის სიჩქარე 270კმ/სთ იყო), ფლორიდამდე ძალა მესამე კატეგორიამდე დაკარგა, სიესტა-კის რაიონში ხმელეთზე გადასვლის შემდეგ […]
ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბარში ისრაელის უსაფრთხოების მიმართ მტკიცე ვალდებულება დაადასტურა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა მტკიცე ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ და ცალსახად დაგმო ისრაელის წინააღმდეგ ირანის მიერ განხორციელებული ბალისტიკური სარაკეტო თავდასხმა. ამასთან, თეთრი სახლის ცნობით, ლიბანთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა დიპლომატიური შეთანხმების აუცილებლობას, რათა როგორც ლიბანელი, ისე ისრაელელი მშვიდობიანი მოქალაქეები თავიანთ […]