ანა დოლიძე და ალეკო ელისაშვილი – დიღმის ჭალები გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე დგას – ადგილი, სადაც პარკის აშენება იგეგმებოდა, დღეს გაპარტახებულია

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა, ანა დოლიძემ და ალეკო ელისაშვილმა დიღმის ჭალებთან ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ადგილი, სადაც პარკის აშენება იგეგმებოდა, დღეს გაპარტახებულია. როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, დიღმის ჭალები გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე დგას. „ჩვენ ვდგავართ „ქართული ოცნების“, ამ მატყუარა და თაღლითების პარტიის კიდევ ერთი არშესრულებული საარჩევნო დაპირების ადგილას. ჯერ კიდევ თბილისის საკრებულოს დეპუტატი […]
უჩა ნანუაშვილი – სამწუხაროა, რომ მოსამართლეთა უმრავლესობამ ვერ დაინახა რისკები და საფრთხეები, რომელიც რუსული კანონის მიღებამ შექმნა – სასამართლომ, ორი ადამიანის გარდა, ის დამოუკიდებლობის ხარისხიც დაკარგა, რომელიც მანამდე ჰქონდა

სამწუხაროა, რომ სასამართლოს წევრთა უმრავლესობამ ვერ დაინახა სერიოზული რისკები და საფრთხეები, რომელიც რუსული კანონის მიღებამ შექმნა ქვეყანაში. სასამართლომ, ორი ადამიანის გარდა, ის დამოუკიდებლობის ხარისხიც დაკარგა, რომელიც მანამდე საზოგადოებაში ჰქონდა, – ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელმა, უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე. როგორც მან აღნიშნა, საკმარისი დრო […]
მამუკა მდინარაძე – გახარიაც და ხაზარაძეც დღეს ბევრად უფრო დიდ ხიფათს წარმოადგენენ ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე ყველასათვის გაშიფრული „ნაციონალური მოძრაობა“

გახარიაც და ხაზარაძეც დღეს ბევრად უფრო დიდ ხიფათს წარმოადგენენ ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე ყველასათვის გაშიფრული “ნაციონალურ მოძრაობის” ძველი ფლანგი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მამუკა მდინარაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ გუნდში ყოფნისას გახარიას დავალება იყო ხელისუფლების ჩამოშლა. მას უნდა ეჩვენებინა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები იყო მთლიანად მორღვეული. რაც შეეხება […]
მამუკა მდინარაძე – დღევანდელი ოპოზიცია სრულად არის დამოკიდებული გარე დირექტივებზე, მათ შეგვიძლია ვუწოდოთ კოლექტიური აგენტურა, რადგან ერთმანეთისგან მხოლოდ საარჩევნო ნომერი და პარტიების ლოგოები განასხვავებთ, ანტიქართული მიზნებით კი ერთნი არიან

დღევანდელი ოპოზიცია სრულად არის დამოკიდებული გარე დირექტივებზე და მხოლოდ დავალებებით, ქვეყნის გარედან მიღებული ინსტრუქციებით მოქმედებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან ოპოზიციას „კოლექტიური აგენტურა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ერთმანეთისგან მათ მხოლოდ საარჩევნო ნომერი და ლოგოები განასხვავებთ. მდინარაძის თქმით, გვარამიას, მელიას, ჯაფარიძესა და ხოშტარიას ახალ სახეებად ასაღებენ, […]
შვიდამდე გაიზარდა ოდესაზე სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

უკრაინის ოდესის ოლქის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა პორტის 46 წლის თანამშრომელი, რომელიც მძიმედ დაიჭრა რუსეთის მიერ ოდესაზე 9 ოქტომბერს განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად. ინფორმაცია დაჭრილის გარდაცვალების შესახებ დღეს, 10 ოქტომბერს, დილით გაავრცელა ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა. გასული ღამის მონაცემებით დადასტურებული იყო ექვსი ადამიანის სიკვდილი. დაიჭრა ათზე მეტი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 9 […]
ნახეთ და მოუსმინეთ: ახალ ვიდეოში ჰუმანოიდი რობოტების კომუნიკაციაა აღბეჭდილი

2021 წელს ბრიტანულმა კომპანია Engineered Arts-მა ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა, რომელსაც სახის რეალისტური გამომეტყველებები გამოარჩევს. მას Ameca ჰქვია, რომელმაც თავისი ექსპრესიულობით მსოფლიოში სახელი უკვე გაითქვა. ახლა სპეციალისტებმა მისნაირი კიდევ ერთი მოწყობილობა გაგვაცნეს, რომელსაც Azi ეწოდება. კომპანიამ YouTube-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ჰუმანოიდი რობოტების კომუნიკაციას გვიჩვენებს. ვინაიდან ორივე მოდელს ადამიანებისთვის დამახასიათებელი მიმიკების გამეორება შეუძლია, მათი საუბარი საინტერესო სანახავი […]
IT-სექტორში დასაქმებულების საშუალო ხელფასი 4 000 ლარამდე გაიზარდა – რომელ სექტორებშია საქართველოში ყველაზე მაღალი ანაზღაურება

IT-სექტორში დასაქმებულების საშუალო ხელფასი 4 000 ლარამდე გაიზარდა – რომელ სექტორებშია საქართველოში ყველაზე მაღალი ანაზღაურება 2023 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 14.5 პროცენტით (223.8 ლარით) გაიზარდა და 1 766.8 ლარი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი […]
„ოთხჯერ გაიზარდა სპორტის წლიური დაფინანსება 2012 წლიდან დღემდე… დაიწყება ორ მილიარდიანი პროგრამა, იმისათვის, რომ განვითარდეს სპორტული ინფრასტრუქტურა“ – პრემიერი

„ოთხჯერ გაიზარდა სპორტის წლიური დაფინანსება 2012 წლიდან დღემდე… დაიწყება ორ მილიარდიანი პროგრამა, იმისათვის, რომ განვითარდეს სპორტული ინფრასტრუქტურა“ – პრემიერი ოთხჯერ გაიზარდა სპორტის წლიური დაფინანსება 2012 წლიდან დღემდე. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ხელს უწყობს სპორტის წარმატებას სხვადასხვა მიმართულებით, შემთხვევით არ შეიძლება მოხდეს ის, რომ 30 წლის თავზე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენ გვაქვს პირველი მიღწევა ყველა სახეობაში, […]
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა სოციალურ მედია მარკეტინგში კორპორატიული მიმართულებით

საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა სოციალურ მედია მარკეტინგში კორპორატიული მიმართულებით საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკების 25-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე 9 კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა. მათ შორის, ბანკმა კორპორატიული მიმართულებით საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგისა და სერვისების გლობალურ ქვენომინაციაში საუკეთესო ბანკის ჯილდო მიიღო. აღსანიშნავია, რომ Global Finance-ის ჯილდო ამ კატეგორიაში ქართულ კომპანიას პირველად გადაეცა. […]
დონალდ ტრამპის განცხადებით, კამალა ჰარისთან კიდევ ერთ დებატს არ გამართავს

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კონკურენტ კამალა ჰარისთან კიდევ ერთ დებატს არ გამართავს. „პირველი, რასაც მოკრივე ბრძოლაში დამარცხების შემდეგ აკეთებს, რევანშის მოთხოვნაა. ახლა უკვე ძალიან გვიანია, ხმის მიცემის პროცესი უკვე დაწყებულია და რევანში არ იქნება. გარდა ამისა, კამალამ ნათლად განაცხადა, რომ ჯო ბაიდენისგან განსხვავებულს არაფერს გააკეთებს, ამიტომ დებატები არაფრის შესახებ არის გასამართი“, – წერს […]