ოპოზიციამ ფაშინიანი ყარაბაღის ეთნიკური წმენდის თანამონაწილედ გამოაცხადა

“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, ერევანში გამართულ აქციაზე მოძრაობა “სამშობლოსათვის” მხარდამჭერებმა მოითხოვეს ნიკოლ ფაშინიანის, როგორც “მთიანი ყარაბაღში ეთნიკური წმენდის თანამონაწილის” პასუხისგებაში მიცემა. მათ წარადგინეს შესაბამისი განცხადება სომხეთის გენერალურ პროკურატურაში. მოძრაობის ლიდერმა, ბაგრატ გალსტანიანმა აქციაზე განაცხადა, რომ სომხეთის სამართალდამცავმა უწყებებმა ნიკოლ ფაშინიანი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე უნდა დააყენონ. მისივე თქმით, ფაშინიანმა თავისი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ სომხების […]
ევროპის საბჭოს ასამბლეის პარლამენტარი აფგან სადიგოვის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა, გერმანელმა დეპუტატმა ფრანკ შვაბემ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. “აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი საქართველოში ილჰამ ალიევის რეჟიმის მოთხოვნით უკანონოდ დააკავეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია. ის სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლონ. საქმეს ევროპის საბჭოს დამკვირვებელთა მისია განიხილავს,” – განაცხადა შვაბემ სოციალურ ქსელ X-ში. Azerbaijani journalist Afgan Sadigov is […]
საუკუნენახევრის განმავლობაში რკინიგზა საქართველოს „სატრანსპორტო – ლოგისტიკური ჯაჭვის უმნიშვნელოვანესი რგოლია“ – ლევან დავითაშვილი

საუკუნენახევრის განმავლობაში რკინიგზა საქართველოს „სატრანსპორტო – ლოგისტიკური ჯაჭვის უმნიშვნელოვანესი რგოლია“ – ლევან დავითაშვილი პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს რკინიგზის სისტემის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ლევან დავითაშვილის აღნიშნავს, უკვე საუკუნენახევრის განმავლობაში რკინიგზა საქართველოს სატრანსპორტო – ლოგისტიკური ჯაჭვის უმნიშვნელოვანესი რგოლია. „ძვირფასო რკინიგზელებო, გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს! საქართველოს რკინიგზა უკვე […]
GCCA-ის წარმომადგენლები ევროკომისიის მიწვევით ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ

GCCA-ის წარმომადგენლები ევროკომისიის მიწვევით ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ. ბრიუსელში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) წარმომადგენლებმა – იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, სალომე ქავთარაძემ და სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ქედელიძემ ევროკომისიის კონკურენციის გენერალური დირექტორატის(DG-COMP) ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. „სამუშაო შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც მონაწილეებმა ერთობლივ ფორმატში იმსჯელეს, ევროკავშირის გაფართოებისა […]
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს საზოგადოებისათვის, რომ დღევანდელი ოპოზიცია სრულად არის დამოკიდებული გარე დირექტივებზე და მხოლოდ დავალებებით“ – მამუკა მდინარაძე

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს საზოგადოებისათვის, რომ დღევანდელი ოპოზიცია სრულად არის დამოკიდებული გარე დირექტივებზე და მხოლოდ დავალებებით“ – მამუკა მდინარაძე „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს საზოგადოებისათვის, რომ დღევანდელი ოპოზიცია სრულად არის დამოკიდებული გარე დირექტივებზე და მხოლოდ დავალებებით, ქვეყნის გარედან მიღებული ინსტრუქციებით მოქმედებს. მათ თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ კოლექტიური აგენტურა, რადგან ერთმანეთისგან მხოლოდ საარჩევნო ნომერი და პარტიების ლოგოები განასხვავებთ, შინაარსით და […]
ADB-ში 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას ელიან

აზიის განვითარების ბანკში, 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პოზიტიური მიმართულებით გადახედვის შემდეგ, მომავალ – 2025 წელს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას ელოდებიან. საქმე ის არის, რომ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს ADB-მ საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 7%-მდე გაზარდა, რასაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში ქვეყნის ეკონომიკის ცალკეულ დარგების მაღალი ზრდით ხსნიან. ADB-ის ცენტრალური აზიის რეგიონალურმა ეკონომისტმა […]
„ვის მოსდის აზრად ასეთი გეგმები ან საიდან უნდა მოვიყვანოთ ამდენი ავტობუსი?“ – 2025 წლიდან მიკროავტობუსებით ქალაქებს შორის მგზავრთა გადაყვანა იკრძალება

ვის მოსდის აზრად ასეთი გეგმები ან საიდან უნდა მოვიყვანოთ ამდენი ავტობუსი? – ასე ეხმაურება „კომერსანტთან“ „დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელი ნესტორ მიქატაძე 2025 წლიდან საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებს. მისი თქმით, მაშინ როდესაც დღის განმავლობაში ამ ქალაქებიდან თითოეულში დაახლოებით 20-30 რეისი სრულდება, წარმოუდგენელია ქვეყანაში არსებულმა ავტობუსების რაოდენობამ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს. „სად არის ქვეყანაში ამდენი ავტობუსი რომ […]
“პსჟ ნამდვილი განავალია” – ბელგიელმა ფეხბურთელმა მოჰყვა, რა უთხარ მესიმ პარიზული გუნდის შესახებ

33 წლის ბელგიელმა ნახევარმცველმა ბრეხტ დეჟაგერმა მოჰყვა, თუ რა უთხრა ლიონელ მესიმ პსჟ-ის შესახებ. დეჟაგერი 2020/23-წლებში ფრანგული “ტულუზას” ღირსებას იცავდა, ახლა კი სამშობლოში ბურთაობს. “მესიმ მითხრა, რომ პსჟ ნამდვილი განავალია. ლეო ამბობდა, რომ ის პარიზში კარგად მიიღეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ყოველი წარუმატებლობის შემდეგ უსტვენდნენ, რამაც მის განწყობაზე იმოქმედა”, – იხსენებს დეჟაგერი RTBF-თან ინტერვიუში. შეხსენებისთვის, მესიმ […]
მამუკა მდინარაძე – მამუკა ხაზარაძე „ნაცმოძრაობის“ ე.წ. მოლარე და წართმეული ბიზნესების დამპატრონებელია – როცა კეზერაშვილი, ადეიშვილი და სხვა ჯალათები ბიზნესმენებს ძარცვავდნენ, ღამის ნოტარიუსებთან წილების გადაფორმება ხაზარაძეზე ხდებოდა

მამუკა ხაზარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ხნის მოკავშირე, ე.წ. მოლარე და მათ მიერ, ადამიანებისთვის წართმეული ბიზნესების დამპატრონებელია. როდესაც კეზერაშვილი, ადეიშვილი და სხვა ჯალათები, ქართველ ბიზნესმენებს ძარცვავდნენ, ღამის ნოტარიუსებთან წილების გადაფორმება სწორედ ხაზარაძეზე ხდებოდა. საქმეები აქ მრავლადაა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ხაზარაძის ხელში აღმოჩნდა მფლობელებისთვის […]
სერგო ჩიხლაძე – როგორც კი რუსეთზე, ლუკაშენკოზე რაიმე ნეგატიურია რეზოლუციაში, პირველი გამორბის პაპუაშვილი, კობახიძე და კალაძე და მოსკოვს უჭერენ მხარს – „ქართული ოცნება“ დარდობს რუსეთზე

როგორც კი რუსეთზე რაიმე ნეგატიურია ნებისმიერ დოკუმენტში, რეზოლუციაში, ლუკაშენკოზე, პირველი გამორბის პაპუაშვილი, კობახიძე და კალაძე და რუსეთს უჭერენ მხარს – „ქართული ოცნება“ დარდობს რუსეთზე, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებასთან დაკავშირებულ ჩანაწერს გამოეხმაურა. ჩიხლაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ჰიპოთეზურად ნერვიულობს იმაზე, შემცირდება […]