“საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ” – ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ რუსულ “ჩემპიიონატთან” უკრაინისა და საქართველოს ნაკრების დღევანდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა. “უკრაინა ყოველთვის ძლიერი გუნდი იყო და მათთან პირადი შეხვედრების კარგი ბალანსი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დიდი ნდობა მოიპოვეს. ალბანელებმა უკრაინელებს მოუგეს, ჩვენს წინააღმდეგ კი კარში არ დაურტყამთ. ახლა სულ სხვა ფეხბურთს ვთამაშობთ, ხვიჩა და მიქაუტაძე დღითიდღე იხვეწებიან […]
ტელდორი – ახალი დაბალტოქსიკური ფუნგიციდი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის

ტელდორი BAYER-ის ახალი ფუნგიციდური კლასის პირველი წარმომადგენელია, რომელიც მოქმედების სრულიად ახალი მეთოდით გამოირჩევა. მისი კარგი ტოქსიკოლოგიური და ეკოლოგიური ნიშან-თვისებების წყალობით, ფუნგიციდმა მარტივად გაიარა რეგისტრაცია მკაცრი სარეგისტრაციო მოთხოვნების მქონე ქვეყნებშიც კი, მათ შორის აშშ-ში.
ამერიკელი რეპერის, P. Diddy-ს სასამართლო პროცესი სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე მაისში ჩაინიშნა

ცნობილი ამერიკელი რეპერის, შონ კომბსის, იგივე პი დიდის (P. Diddy) სექს-ტრეფიკინგის ბრალდებასთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლო განხილვა 5 მაისს იწყება. აშშ-ს პროკურორის თანაშემწის, ემილი ჯონსონის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი რეპერის ადვოკატები ცდილობდნენ გამოერიცხათ „მამხილებელი მტკიცებულება“ იმაზე აპელირებით, რომ ის მთავრობამ გაავრცელა. ჯონსონმა გააპროტესტა ადვოკატების არგუმენტი, რომლის თანახმადაც, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა მედიაში გაავრცელა ვიდეო, სადაც კომბსი ფიზიკურად […]
გიორგი ვაშაძე პრემიერს – მოლდოვამ რომ მიიღო 2 მილიარდი ევრო, თქვენ რატომ არაფერი ჩამოიტანეთ საქართველოსთვის? იმიტომ, რომ ანტიქართული, ანტიევროპული საქმით ხართ დაკავებული, ამიტომ, თქვენ უნდა წახვიდეთ!

კითხვას გისვამთ ძალიან კონკრეტულად, მოლდოვამ რომ მიიღო 2 მილიარდი ევრო, თქვენ რატომ არაფერი ჩამოიტანეთ საქართველოსთვის? იმიტომ, რომ ანტიქართული, ანტიევროპული საქმით ხართ დაკავებული და საიდან მოიტანთ? – ამ შეკითხვით მიმართა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. ვაშაძის თქმით, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ყოფნის დრო დამთავრდა. „ირაკლი კობახიძეს მინდა მივმართო, ბატონო ირაკლი, მოლდოვამ ევროკავშირიდან […]
ნიუ-იორკში, ბერლინში, ბარსელონაში, რომში, ათენში, სალონიკსა და პარიზში დამატებითი საარჩევნო უბნები გაიხსნება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში მყოფი და აღრიცხვაზე დამდგარი ამომრჩევლის რაოდენობის გათვალისწინებით, სხვადასხვა ქალაქში 7 დამატებითი საარჩევნო უბანი გაიხსნება. ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, საარჩევნო უბნები გაიხსნება 7 ქალაქში – ნიუ-იორკში, ბერლინში, ბარსელონაში, რომში, ათენში, სალონიკსა და პარიზში. „არსებული საარჩევნო უბნების რაოდენობას ყველა აღნიშნულ 7 ლოკაციაზე დაემატება თითო-თითო საარჩევნო უბანი, რაც, ვფიქრობ, არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. […]
პრემიერი – ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოს დაკავშირებადობისა და სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაა, ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 355 კმ მაგისტრალური გზით, რომლის 287 კმ ჩვენი ხელისუფლების პირობებში აშენდა

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოს დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერება და სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაა. ამ მიზნის მიღწევის გზაზე უკვე ძალიან ხელშესახები შედეგები გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ბათუმის შემოვლითი გზა დასავლეთ-აღმოსავლეთის ევროპული მარშრუტის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ესპანეთში იწყება, კვეთს 8 ქვეყანას და […]
ჩოგბურთის ყოველწლიური სამოყვარულო ტურნირი LOPOTA CUP 2024 გაიხსნა

ლოპოტა სპა რეზორტმა ტრადიციულად წელსაც გააერთიანა ჩოგბურთის მოყვარულები. ლოპოტას კორტები 10-13 ოქტომბერს ჩოგბურთის ტურნირს LOPOTA CUP 2024-ს მასპინძლობს. LOPOTA CUP წელს გაზრდილი საპრიზო ფონდით იმართება – 35 000 ლარი. ტურნირი ტარდება როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში, ქალთა და მამაკაცთა შორის. თამაშები იმართება ოლიმპიური სისტემით – 2 სრული სეტი და სუპერ ტაიბრეიკი. ტურნირი ლოპოტას დამფუძნებლის გოგა […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა კონსტიტუციის ევოლუციისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება გამართეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა კოლაბორაციით გადაღებული ანიმაციური ფილმის – „იცოდე შენი უფლებების შესახებ“ – საპრემიერო ჩვენება და საჯარო ლექცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი საქართველოს კონსტიტუციის ევოლუციას ასახავს. საუნივერსიტეტო პროექტმა დაფინანსება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში მოიპოვა. გამარჯვებული საგრანტო […]
კახა კალაძე – ჩვენი მოტივაციაა, სად ვიყავით, სად მოვედით და რა გვინდა მომავალში – მიღწეულს არ ვჯერდებით და კიდევ უფრო მეტის მიღწევა გვინდა

სულ ჩვენ არ ვიქნებით ხელისუფლებაში. მოვლენ სხვა პარტიებიც, ქვეყანაზე შეყვარებული პატრიოტები და არა ის ძალები, რომლებიც გარედან იმართებიან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. კითხვაზე, რას ფიქრობს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომ „12 წელიწადში ვერ გაკეთდება ის, რაც უნდა გაკეთდეს 25 და 30 წელიწადში, მაგრამ 12 წლის განმავლობაში […]
ნათია მეზვრიშვილი – კომუნიკაციების კომისია აგრძელებს ზეწოლას იმ მაუწყებლებზე, რომლებმაც უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება მოგვანიჭეს – მსგავს უკანონობაზე პასუხისმგებლობები პერსონალიზებული იქნება

კომუნიკაციების კომისია და მისი ხელმძღვანელი კახა ბექაური აგრძელებს ზეწოლას იმ ეროვნულ მაუწყებლებზე, რომლებმაც გვაღიარეს კვალიფიციურ სუბიექტად და მოგვანიჭეს უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის და მისი ხელმძღვანელის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად, სასამართლოს ოფიციალურად მიმართეს. „კომისია, ზეწოლის გზით, მაუწყებლებს არ აძლევს რეკლამის განთავსების […]