ამერიკელი რეპერის, P. Diddy-ს სასამართლო პროცესი სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე მაისში ჩაინიშნა

ცნობილი ამერიკელი რეპერის, შონ კომბსის, იგივე პი დიდის (P. Diddy) სექს-ტრეფიკინგის ბრალდებასთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლო განხილვა 5 მაისს იწყება.
-ს პროკურორის თანაშემწის, ემილი ჯონსონის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი რეპერის ადვოკატები ცდილობდნენ გამოერიცხათ „მამხილებელი მტკიცებულება“ იმაზე აპელირებით, რომ ის მთავრობამ გაავრცელა.
ჯონსონმა გააპროტესტა ადვოკატების არგუმენტი, რომლის თანახმადაც, -ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა მედიაში გაავრცელა ვიდეო, სადაც კომბსი ფიზიკურად უსწორდება თავის ყოფილ პროტეჟსა და მეგობარ გოგონას, R&B-ის მომღერალს, ლოს-ანჯელესის სასტუმროს დერეფანში 2016 წელს.
„ამ სავარაუდო გაჟონვათაგან არც ერთი არ არის ბრალდების მხრიდან“, – აღნიშნა ჯონსონმა.
შეგახსენებთ, 54 წლის შონ კომბსი 11 სექტემბერს სექსუალური ტრეფიკინგის, შატნაჟის, ქალებზე ძალადობის ბრალდებებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას