ისრაელის თავდაცვის ძალები – ლიბანში „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაურის ლიკვიდაცია განვახორციელეთ

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანში, მეის ელ ჯაბალის ტერიტორიაზე „ჰეზბოლას“ რადვანის ძალების ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო ქვედანაყოფის მეთაურის, არაებ ელ შოგას ლიკვიდაცია განახორციელეს. თავდაცვის ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ არაებ ელ შოგა პასუხისმგებელი იყო ჩრდილოეთ ისრაელზე განხორციელებულ არაერთ სარაკეტო თავდასხმაზე. ისრაელის არმიაში ასევე აცხადებენ, რომ მათმა ძალებმა სარაკეტო გამშვებს დაარტყეს, რომელიც ისრაელის ტერიტორიისა და ჯარისკაცების წინააღმდეგ ცეცხლის გასახსნელად […]

ბორჯომის მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნებისა და კორტების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს 10 მინი სპორტული სტადიონის და 3 სტადიონის, მათ შორის ორი კორტების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, 10 მინი სტადიონის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. „სამუშაოები შემდეგ ლოკაციებზე განხორციელდება; აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ; თორის ქუჩის N120-ის მიმდებარედ; რუსთაველის ქუჩის N107-ის მიმდებარედ; ნიკოლაძის ქუჩის N19-ის მიმდებარედ; ხორავას ქუჩის მიმდებარედ; […]

ირაკლი კობახიძე – „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს საქართველოში არჩევნებში მოგების იმედი – ხედავენ, რომ ოპოზიცია არჩევნებს მძიმედ აგებს

რეალურად „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს საქართველოში არჩევნებში მოგების იმედი, ხედავენ, რომ ოპოზიცია მძიმედ აგებს ამ არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი შეფასებით, „გლობალური ომის პარტიას“ ახლა აქცენტი პოსტსაარჩევნო პროცესებზე აქვს გადატანილი. „ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, იმაზე, რომ ასეთ პროცესებზე გავლენას „გლობალური ომის პარტია“ ახდენს. ის ფაქტი, რომ გადაიდო [ევროკომისიის […]

გახარიას პარტია აცხადებს, რომ ახალგაზრდებთან შეხვედრისას დრონით უთვალთვალებდნენ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საარჩევნო კამპანიის წარმოებისას, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მათზე უკანონო თვალთვალს ახორციელებენ და ამასთან დაკავშირებით, გახარიას პარტიამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც მიმართა. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე წერს და ამბობს, რომ მმართველი პარტიის მხრიდან მსგავსი პრაქტიკა საარჩევნო კამპანიის წარმოებას ხელს უშლის. „ოფიციალურად მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და წარვუდგინეთ […]

კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის ახალი ეტაპი

კოლიერსის გუნდმა „ლოპოტა სპა რიზორტის“ შეფასება გააკეთა, რომლის საფუძველზეც სასტუმრომ დაფინანსება მიიღო. კახეთის მთებში მოქცეული “ლოპოტა სპა რიზორტის” უწყვეტი განვითარების ისტორია 2008 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამჯერად, სასტუმროს განვითარებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის პროცესში უძრავი ქონების ბაზარზე წამყვანი საერთაშორისო კომპანია – კოლიერსი იყო ჩართული. დღევანდელ ბიზნეს გარემოში, ქონების შეფასებას მნიშვნელოვანი და ბევრ შემთხვევაში გადამწყვეტი […]

პრემიერი – „ლელო“ და გახარიას პარტია არის გამორჩეულად საშიში პოლიტიკური სუბიექტები – შს მინისტრობის დროს გახარია როგორც უცხოელი აგენტი ისე მოქმედებდა, დავალებებს იღებდა

ამ ქვეყანაში „ლელო“ და გახარიას პარტია არის გამორჩეულად საშიში პოლიტიკური სუბიექტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შესახებ „ქართულ ოცნებაში“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძე პირდაპირ იყო ჩართული მაშინდელი რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებში. „რეალურად სათქმელი არაფერი არ აქვთ, მე აბსოლუტურად ვიზიარებ, რა თქმა უნდა, იმ […]

კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგური „ავლაბარი“ რამდენიმე დღეში გაიხსნება, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის ვადებთან დაკავშირებით კი ჩამორჩენაა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგური “ავლაბარი” რამდენიმე დღეში გაიხსნება, მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ დაკავშირებით კი ვადებთან დაკავშირებით ჩამორჩენაა. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „სამუშაოები როგორ არ მიმდინარეობს?! აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. „ავლაბრის“ მეტროსადგურს რამდენიმე დღეში გავხსნით, რაც შეეხება „ვარკეთილის“ მეტროსადგურს, გარკვეული ჩამორჩენები არის ვადებთან დაკავშირებით, თუმცა ესეც ძალიან მალე იქნება დამთავრებული, უფრო დეტალურად საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას”, […]

ცესკოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო ბიულეტენები და შემაჯამებელი ოქმები სამ პოლიგრაფიულ დაწესებულებაში დაიბეჭდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, საარჩევნო ბიულეტენები და შემაჯამებელი ოქმები სამ პოლიგრაფიულ დაწესებულებაში – შპს „ფავორიტი სტილი“, შპს „ფორმა“ და შპს „ირიდესი“ დაიბეჭდება. ცესკოს სხდომაზე განისაზღვრა ის ორგანიზაციები და კომისიის წევრები, რომლებიც საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების ბეჭდვის პროცესს დააკვირდებიან. დამკვირვებელთა ჯგუფი თითოეულ პოლიგრაფიულ დაწესებულებაში 2-2 კომისიის წევრით დაკომპლექტდა. რაც შეეხება ორგანიზაციებს, შპს […]

ირანის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე – საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი პოზიციები მსგავსია

თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში რუსეთისა და ირანის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინსა და მასუდ პეზეშკიანს შორის შეხვედრა გაიმართა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შეხვედრა ჯერ დელეგაციების მონაწილეობით გაიმართა, შემდეგ კი პირისპირ გაგრძელდა. შეხვედრის დროს პეზეშკიანმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და თეირანს შორის ურთიერთობა „მეგობრული და გულწრფელია“. „საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი პოზიციები მსგავსია“, – დასძინა […]

ბერლინი აცხადებს, რომ პუტინი არ აპირებს გერმანიის კანცლერთან უკრაინაში მშვიდობაზე ლაპარაკს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არ სურს გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ საუბარი, განაცხადა 11 ოქტომბერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. „უკრაინა სამართლიანი ომისთვის არის მზად, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმაა, ანალენა ბერბოკმა ბერლინში, სადაც უნდა შედგეს შოლცისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკება. ზელენსკი ორდღიან ტურნეს მართავს ევროპის ოთხ ქვეყანაში. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა […]