“ორი პარასკევი დარჩა თანამდებობაზე… როგორც მოღალატე, ისე დატოვებს” – პრემიერი პრეზიდენტზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა: „სალომე ზურაბიშვილს აქვს ორი პარასკევი დარჩენილი თავის თანამდებობაზე. იმპიჩმენტის წესით მოხდება მისი გადაყენება ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში, იმის მიხედვით, თუ როდის ჩაინიშნება პარლამენტის პირველი სხდომა. აქედან გამომდინარე, მის არც ერთ ნაბიჯს არ აქვს არანაირი პრაქტიკული დატვირთვა ჩვენთვის. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებს ას მანდატზე მეტს საქართველოს პარლამენტში, […]

შიმშილობის 41-ე დღეს შუქრუთელი ჯაბა მაჭარაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს, 11 ოქტომბერს კი – შიმშილობის 41-ე დღეს შუქრუთელი ჯაბა მაჭარაშვილი შეუძლოდ გახდა. მის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. მათ მაჭავარიანი კლინიკაში გადაიყვანეს. უამინდობის მიუხედავად, მათ პოლიცია კარვების გაშლის უფლებას არ აძლევს და ღამეს ღია ცის ქვეშ ათენებენ. ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან რამდენიმე თვის განმავლობაში, უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. დემონსტრანტების თქმით, სოფელში საცხოვრებელი სახლები […]

“დღევანდელ შეხვედრას დამატებით ინტრიგას ესეც სძენს” – აჩი არველაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა არჩილ არველაძემ რუსულ “ჩემპიონატთან” უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების დღევანდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა. “საქართველოს ნაკრები ბოლო თამაშებში ძალიან კარგად თამაშობს. იმედი მაქვს, იგივე მოხდება უკრაინასთან მატჩშიც. მათი გუნდი ბოლო დროს არც თუ ისე კარგად გამოიყურება. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. დღეს მათი ბოლო შანსია. როგორც ვიცი, ტრავმის გამო რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დააკლდებათ, მაგრამ იოლ თამაშს […]

სელფი მობაილის 5G უკვე თბილისშიც

სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი რომელიც საქართველოში 1,3 მლნ. აბონენტს ემსახურება, განაგრძობს მომსახურების გაუმჯობესებას და უკეთესი გამოცდილებისთვის მოწინავე 5G ტექნოლოგიის დანერგვას ქვეყნის მასშტაბით. ახლა, სელფი მობაილის 5G უკვე ხელმისაწვდომია თბილისშიც. უფრო ადრე, სელფი მობაილის 5G გაეშვა აჭარაში: ბათუმი, ქობულეთი, გონიო, კვარიათი, შეკვეთილი; სამეგრელოში – ზუგდიდი და პოპულარულ მთის კურორტებზე გუდაურსა და ბაკურიანში. 5G -ში მობილური […]

რა არის დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა? – SAVANTA-ს გამოკითხვა

· ფასების ზრდა/ინფლაცია – 36% · სამუშაო ადგილები – 32% · სიღარიბე – 29% · ტერიტორიული მთლიანობა – 28% · პენსია – 20% · ემიგრაცია – 20% · ჯანდაცვა – 19% · ევროკავშირის წევრობა (დაბრკოლებები გაწევრიანების გზაზე) – 18% · განათლება – 17% · სამართლიანობის აღდგენა – 10% · რუსეთთან ურთიერთობა – 10% · კრიმინალი […]

35% ხმას იმას მისცემს, ვინც მშვიდობას უზრუნველჰყოფს – SAVANTA-ს გამოკითხვა

· ვინც უზრუნველყოფს მშვიდობას და დაცულობას – 35% · ვისაც შეუძლია სამუშაო ადგილის შექმნა და ფასების დასტაბილურება – 19% · ვისაც შეუძლია გაგვიძღვეს ევროკავშირისკენ – 16% · ვისაც შეუძლია დაიცვას ჩვენი დემოკრატია და კანონი – 12% · ვისაც შეუძლია ჩვენი რწმენის, ღირებულებებისა და ცხოვრების წესის დაცვა – 10% · ვისაც შეუძლია კორუფციასთან ბრძოლა – 5% […]

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ტყვეობაში დაღუპულ ჟურნალისტზე – ეს ნამდვილი დარტყმაა

რუსეთის ფედერაციის ტყვეობაში ჟურნალისტ ვიქტორია როშჩინას გარდაცვალება ნამდვილი დარტყმაა მათთვის, ვინც მას იცნობდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპ ფრანცისკესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში ყველასთვის უაღრესად მტკივნეული საკითხია ტყვეებთან და დეპორტირებულებთან დაკავშირებული საკითხები. „გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინელი ჟურნალისტი, ვიქტორია როშჩინა რუსეთში ტყვეობაში გარდაიცვალა. მრავალი უკრაინელი ჟურნალისტისთვის, ვინც ვიქტორიას იცნობდა, […]

ბსუ-ს მეცნიერებმა უცხოელ მკვლევრებთან ერთად შავი ზღვის დაბინძურების პრობლემების შესწავლა დაიწყეს

Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შავი ზღვის დაბინძურებისა და მისი გავლენის შესახებ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი CARE SEA – „თანამშრომლობა და ცნობიერების ამაღლება დაბინძურებისაგან თავისუფალი და ეკოლოგიურად სუფთა შავი ზღვა“ დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტი მიზნად ისახავს გარემოს დაბინძურების პრობლემის შესწავლას, […]

ანა დოლიძე მოწვეული პროფესორების პროგრამას აანონსებს

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე საქართველოში მოწვეული პროფესორების პროგრამას აანონსებს. როგორც ანა დოლიძე აცხადებს, აღნიშნული პროგრამით უცხოური უნივერსიტეტებიდან პროფესორების ჩამოყვანაა შესაძლებელი, რომელიც ქართულ უნივერსიტეტებს დაწინაურების საშუალებას მისცემს. „საქართველოში არ არის უნივერსიტეტი, რომელიც შეიძლება შედიოდეს ექვსას უნივერსიტეტში. მაგალითისთვის მალაიზიის უნივერსიტეტი შედის მსოფლიოს 200 უნივერსიტეტს შორის, მათ ფული ჩადეს გონივრულად. ჩვენ შეგვიძლია თითქმის უფასოდ გავაკეთოთ […]

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოს დაკავშირებადობისა და სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაა – პრემიერი

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოს დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერება და სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაა. ამ მიზნის მიღწევის გზაზე უკვე ძალიან ხელშესახები შედეგები გვაქვს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის მეთაურის თქმით, ბათუმის შემოვლითი გზა დასავლეთ-აღმოსავლეთის ევროპული მარშრუტის შემადგენელი ნაწილია, რომელიც […]