2024 წელს გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარებას გააორმაგებს

2024 წელს გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარებას გააორმაგებს გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ საკითხებში, ანა ლურმანმა, ორშაბათს ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მეთაურების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ მომავალ წელს გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარებას გააორმაგებს. “გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მომავალ წელს გააორმაგებს უკრაინის სამხედრო დახმარებას – 4 მილიარდიდან 8 მილიარდ ევრომდე”, – განაცხადა ლურმანმა. დიპლომატის თქმითვე, გერმანია უკრაინის მხარეს […]

საქართველოში სქესობრივი დანაშაულის რიცხვი გაიზარდა | შსს ბოლო 9 თვის სტატისტიკას აქვეყნებს

საქართველოში სქესობრივი დანაშაულის რიცხვი გაიზარდა | შსს ბოლო 9 თვის სტატისტიკას აქვეყნებს საქართველოში სქესობრივი დანაშაულის ფაქტებმა იმატა. დანაშაული წინა წელთან შედარებით 4.04%-ით გაიზარდა, კერძოდ, ბოლო 9 თვეში 412 შემთხვევა მოხდა, მათგან მხოლოდ 272 ფაქტია გახსნილი. სტატისტიკას საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნული სტატისტიკა მხოლოდ გამოვლენილ ფაქტებზე დაყრდნობითაა შედგენილი. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სტატისტიკა არ არის ზუსტი […]

“არსებული პოლიტიკური პარტიები არ გამოხატავენ საზოგადოების ინტერესებს… ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი თავი გააიგივა ბევრ ოპოზიციურ პარტიასთან” | ნიკა მელია

“არსებული პოლიტიკური პარტიები არ გამოხატავენ საზოგადოების ინტერესებს… ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი თავი გააიგივა ბევრ ოპოზიციურ პარტიასთან” | ნიკა მელია “არსებული პოლიტიკური პარტიები არ გამოხატავენ საზოგადოების ინტერესებს… ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი თავი გააიგივა ბევრ ოპოზიციურ პარტიასთან”, – ამის შესახებ ნიკა მელია საუბრობს და NDI-ის კვლევეს შედეგებს ეხმაურება. “დიდ ნაწილს საზოგადოებისას, დაკარგული აქვს ნდობა არსებული პოლიტიკური სუბიექტების მიმართ. ანუ, […]

“ვიზიარებ სულისკვეთებას, თუმცა, არ ვაპირებ მისვლას… დაველოდები, თუ მოხერხდება პეტიციაზე მიხეილ სააკაშვილის ხელისმოწერის ორგანიზება” | გიორგი მარგველაშვილი

“ვიზიარებ სულისკვეთებას, თუმცა, არ ვაპირებ მისვლას… დაველოდები, თუ მოხერხდება პეტიციაზე მიხეილ სააკაშვილის ხელისმოწერის ორგანიზება” | გიორგი მარგველაშვილი “ვიზიარებ სულისკვეთებას, თუმცა, არ ვაპირებ მისვლას… დაველოდები, თუ მოხერხდება პეტიციაზე მიხეილ სააკაშვილის ხელისმოწერის ორგანიზება”, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “მთავარ არხთან” საუბრობს და სალომე ზურაბიშვილის კამპანიას “ჩვენი ხმა ევროპას” და მისადმი მიძღვნილ დასკვნით ღონისძიებას ეხმაურება. […]

იურიდიულმა კომიტეტმა 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობების გაუქმებას მხარი დაუჭირა

იურიდიულმა კომიტეტმა 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობების გაუქმებას მხარი დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა კანონის პროექტს “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტის თანახმად, 2024 წლის პირველი ივლისიდან გაუქმდება საქართველოს მოქალაქის პირადობის […]

შეიცვალოს დირექტორების არჩევის წესი და გაიზარდოს მასწავლებლების ანაზღაურება | პედაგოგების პროტესტი გრძელდება

შეიცვალოს დირექტორების არჩევის წესი და გაიზარდოს მასწავლებლების ანაზღაურება | პედაგოგების პროტესტი გრძელდება მასწავლებლები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატებმა აქცია კანცელარიასთან გამართეს. ისინი უკვე პოლიტიკოსებს მოუწოდებენ შეუერთდნენ აქციას და გვერდით დაუდგნენ მათ. მოთხოვნა უცვლელია – შეიცვალოს დირექტორების არჩევის წესი და გაიზარდოს მასწავლებლების ანაზღაურება. პედაგოგებმა განცხადება კანცელარიაში, პრემიერის სახელზე დატოვეს, რომ ღარიბაშვილმა მათი საქმე […]

,, ვერავის ექნება ამ ქვეყანაში პოლიტიკური მომავალი, ვინც მიიღებს ივანიშვილ-კეზერაშვილის თამაშის წესებს” – ნიკა მელია

ნაცმოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია NDI – ის კვლევაზე: ,,ოპოზიციის არცთუ მცირე ნაწილმა მიიღო ივანიშვილის მანკიერი სისტემა, მისი თამაშის წესები; ივანიშვილის წესებით თამაში, აწყობს მხოლოდ მას, ოპოზიციის ნაწილი კი ადასტურებს იმას, რაც სურს ივანიშვილს: ხალხი ფიქრობს, რომ ყველა ერთნაირია, ოპოზიციის ნაწილი კი თავისი ქმედებებით, გადაწყვეტილებებით, ქცევით ამ აზრს მხოლოდ განამტკიცებს. ამომრჩევლის უდიდესმა ნაწილმა, დაკარგა პოლიტიკოსების […]

ილია დარჩიაშვილი – აღმოსავლეთ პარტნიორობა გვაძლევს მექანიზმს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებისთვის – შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები საქართველოს კანდიდატის სტატუსს მოუტანს

აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე მთავარი გზავნილი იქნება, რომ საქართველო დაინტერესებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში იყოს აქტიურად ჩართული მომავალშიც, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს ფორმატი გვაძლევს მექანიზმებს იმისთვის, რომ გავაძლიეროთ და ავაჩქაროთ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომელიც რომელიც ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორების მინისტერიალში იღებს მონაწილეობას. მინისტრმა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ […]

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ისრაელი და აშშ, თუნდაც ღაზაში 10 წელი გაატარონ, „ჰამასის“ განადგურებას ვერ შეძლებენ

ისრაელი და აშშ, თუნდაც მათ ღაზაში 10 წელი გაატარონ, „ჰამასის“ განადგურებას ვერ შეძლებენ, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა. „ნათელია, რომ ეს ბრძოლა ლიბანისა და იემენის ფრონტზე უკვე გავრცელდა და, რა თქმა უნდა, იქ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები არ არიან. ისრაელი და აშშ, თუნდაც მათ ღაზაში 10 წელი გაატარონ, „ჰამასის“ განადგურებას […]

შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ბაქოში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს მსხვილი ერთობლივი სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ლოგისტიკური პროექტების სტრატეგიულ როლს, ასევე, ე.წ. ვაჭრობის შუა კორიდორის გამართულ და აქტიურ ფუნქციონირებას. ასევე, აღნიშნეს ამ მიმართულებებით დაგეგმილი ახალი ინიციატივების მნიშვნელობა. ამავე კონტექსტში ისაუბრეს მზარდ […]