ბექა ლილუაშვილი – სწორედ ასეთია პოლიტიკური კორუფციის ფასი – ეკონომიკა იზრდება, ასევე იზრდება 20-25 ოჯახის საბანკო და არასაბანკო ანგარიშები, იზრდება „ოცნების“ შავი საარჩევნო ყულაბაც

ღარიბაშვილი მხოლოდ ტექნიკურად კი არ იტყუება, როდესაც ხალხს ეკონომიკურ ზრდას ამადლის, მისი ტყუილი, სინამდვილეში, ივანიშვილის ცნობილი ნარატივის პოლიტიკური მემკვიდრეობაა, ეს ნარატივი ასეთია: „ხალხი ძალიან კარგად ცხოვრობს, მაგრამ ამის შეფასებისთვის ღრმა ანალიზის უნარს არის მოკლებული!“,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე განცხადებით, გაზრდილ ეკონომიკას ხალხი იმიტომ ვერ გრძნობს, […]
კადიროვი სპორტსმენებს და ბლოგერებს “ჩეჩნური ტრადიციების დისკრედიტაციის” გამო დაემუქრა

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ „მკაცრი მუშაობა” უნდა ჩატარდეს იმ ადგილობრივი სპორტსმენებისა და ბლოგერების წინააღმდეგ, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ ჩეჩენი ხალხის ღირებულებებს. მან ასეთი ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც სპორტსმენი ბლოგერები ასხაბ ტამაევი და არბი ემიევი გაკიცხა მათი გავრცელებული ვიდეორგოლებისთვის. უცნობია, რას გულისხმობს ჩეჩნეთის ხელისუფლება „მკაცრ მუშაობაში.“ “თუ სპორტსმენი ხარ, სპორტში გამოიჩინე თავი და ეს […]
კობახიძის თქმით, უნგრეთი აუცილებლად დაუჭერს მხარს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე უნგრეთის პოზიციის შესახებ ილაპარაკა პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. როგორც მედიას უთხრა, უნგრეთში ვიზიტის დროს მას დაუდასტურეს, რომ ბუდაპეშტი მხარს დაუჭერს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას. კობახიძის თქმით, უკრაინის საკითხზე უნგრეთის განსხვავებული პოზიცია არ აისახება საქართველოზე. „ჩვენ ვიზიტის დროს უნგრეთში კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ, რა თქმა უნდა, უნგრეთი, ზოგადად, […]
VR Holding-ს და „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი

VR Holding-ი ახორციელებს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დეველოპერულ პროექტს. VR Shekvetili Forest Beach by Paragraph-ს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და ის კონკრეტულად შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, 40 ჰა ტერიტორიაზე, ყველასთვის კარგად ცნობილი სასტუმრო Paragraph Shekvetili-ს გვერდით განხორციელდება. პროექტი აერთიანებს პრემიუმ ხარისხის ვილებს, რამდენიმე 5 ვარსკვლავიან საცხოვრებელ კომპლექსს, სასტუმრო და ბრენდირებულ აპარტამენტებს. იგი გულისხმობს […]
სალომე სამადაშვილი – სახელმწიფოს აუცილებელი ატრიბუტია შესაძლებლობა, რომ საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვას, ოღონდ ეს რომ მოხდეს, გაზულუქებული, კორუმპირებული თავდაცვის მინისტრი არ უნდა გყავდეს

სახელმწიფოს აუცილებელი ატრიბუტია შესაძლებლობა, რომ თავდაცვა განახორციელოს და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვას, ოღონდ ეს რომ მოხდეს, ამისთვის მინიმუმ, გაზულუქებული, კორუმპირებული თავდაცვის მინისტრი არ უნდა გყავდეს, რომელიც ქართულ ჯარს მატლს აჭმევს საკუთარი ოჯახის გასამდიდრებლად, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ის განმარტავს, ხელისუფლება ემსახურება რუსეთს და არა ქართველ ხალხს. „მინდა, […]
დიმიტრი ხუნდაძე არასამთავრობოებს – შეგრჩათ ხელში დიდი დროშა და ცოტა ხალხი – გამოვდივართ მოწოდებით, შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის ეკვივალენტი

„ხალხის ძალის“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, ე.წ. „აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრა, რომელზე, მისი ინფორმაციით, მუშაობა ევროკავშირში მიმდინარეობს. როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, ევროპაშიც ამბობენ, რომ რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები არაკეთილსინდისიერად იქცევიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ „ხალხის ძალა“ მის მიერ ინიცირებული კანონის შემობრუნებას ცდილობს. „ჩვენ მოწოდებით გამოვდივართ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების უცხოური აგენტების რეგისტრაციის […]
თავდაცვის ძალების მეთაურმა ესტონეთის თავდაცვის ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს უმასპინძლა

საქართველოში ვიზიტით ესტონეთის თავდაცვის ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორ ენნო მიოტსს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. „შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბრისას ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე, საერთაშორისო მრავალეროვნულ სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობასა და სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე. […]
მიხეილ სარჯველაძე – ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლი გვყავს და ეს ტრაგედიაა, მაგრამ ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან რუსეთთან ენის მოჩლექასა და დამოკიდებულებების ცვლილების საჭიროებაზე საუბარი, ქვეყნის ინტერესების მტრობაა

მთელი საქართველოსთვის არის სამძიმარი სათქმელი, იმიტომ რომ გვყავს ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლი და ეს არის ტრაგედია, რომელიც ქვეყანას სჭირს, მაგრამ სამწუხაროდ, აქ ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ქვეყნის ინტერესების მტრობაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. მილიციელის მიერ ცემის შედეგად საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას […]
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით, ჩინეთი მიანმარის დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების გამართვას მიესალმება

ჩინეთი მიანმარის დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების გამართვას მიესალმება, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინგმა განაცხადა. „ჩვენ გვჯერა, რომ ჩრდილოეთ მიანმარში სიტუაციის განმუხტვა ყველა მხარის ინტერესებშია და იგი ჩინეთ-მიანმარის სასაზღვრო ზონაში მშვიდობასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინგმა. მიანმარის მმართველი არმიის წარმომადგენლის ცნობით, გუშინ, ჩინეთის […]
თაკო ჩარკვიანი ბექა დავითულიანს – უბედურებაა, მტერს პირდაპირ უთხრა, „არაფერი შემიძლია, დასაჭურისებული, გასაცოდავებული, გაუბედურებული ვარ, არავინ არ ვარ, მოდი“ – შემზარავია პოლიტიკოსისგან ამის მოსმენა

უბედურებაა, მტერს პირდაპირ გააგონო და უთხრა, რომ „არაფერი არ შემიძლია, დასაჭურისებული, გასაცოდავებული, გაუბედურებული ვარ, არავინ არ ვარ, მოდი“ – შემზარავია ამის მოსმენა პოლიტიკოსისგან, არ შეიძლება, – ასე მიმართა „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატ ბექა დავითულიანს, რომელმაც თქვა, რომ „საქართველოს არ აქვს ძალისმიერი მეთოდებით ტერიტორიების დაბრუნების ძალა“. ჩარკვიანის განცხადებით, პოლიტიკოსს […]