კობახიძე ფორმულაზე: არჩევნების შემდეგ ასეთ ნაცურ თავხედობებს კანონით უნდა გაეცეს პასუხი

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია ფორმულას კვლავ თავს დაესხა და კანონის სრული სიმკაცრით პასუხის გაცემითაც დაემუქრა. პარლამენტში ჟურნალისტმა კობახიძეს უთხრა, რომ ტელეკომპანია ფორმულა დენდროლოგიურ პარკსა და ბაობაბების საკითხის “ნეგატიურ კონტექსტში” მოხსენიებას აგრძელებს. “ეს არის ტიპური, ასე დავარქმევდი, ნაცური თავხედობა. ეს არის კეზერაშვილის ტელევიზია, რომელმაც სახელი გაითქვა კორუფციით, ყაჩაღობით და რეკეტით. ასეთი ადამიანის ტელევიზია ახლა […]

ისტერიკაშია და სიცრუეს ავრცელებს – კობახიძე გახარიაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ისტერიკაშია“ და ამიტომ სიცრუეს ავრცელებს. ასე გამოეხმაურა კობახიძე გახარიას განცხადებას, სადაც ექსპრემიერი ამბობს, რომ ქვეყნის გაზრდილი ეკონომიკა „20-25 ოჯახის კეთილდღეობას ხმარდება და კონკრეტული ოჯახების ჯიბეში მიდის“. „არასერიოზულია მისი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ჭარბი 14 მილიარდი დოლარი, რაც ქვეყანაში გაჩნდა ანუ დამატებითი ეკონომიკური სიკეთე, წავიდა […]

“აშშ-ს და ევროპას სურთ, ჩვენი დედაქალაქი იყოს თბილისში” – ბჟანია

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია დეპუტატებთან აფხაზეთის საშინაო და საგარეო საფრთხეებზე საუბრისას, განმარტავს, თუ რატომაა სასარგებლო რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები. “დასავლეთს, აშშ-სა და ევროპული ქვეყნების სახით, აფხაზეთის მსოფლიო ნაწილად დანახვა არ სურს. მათ სურთ, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ თბილისში და გეგმიურად მუშაობენ ამაზე. ეს მათ იმიტომ უნდათ, რომ აჩვენონ მსოფლიოს, რომ რუსეთის […]

კობახიძე ჩცდ-ზე: LGBT პროპაგანდა არის საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედება

LGBT პროპაგანდა არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელი. ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული, მაგრამ, რაც შეეხება LGBT პროპაგანდას – ეს არის საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. როდესაც ამაში არის ჩართული სხვადასხვა ნაცური ტელევიზია, ეს არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელი და ამაზე საზოგადოებას აქვს, ბუნებრივია, რეაქცია. ასე უპასუხა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტის კითხვას იმის […]

რუსმა ოკუპანტებმა კუპიანსკი დაბომბეს | დაიღუპა 73 წლის ქალი

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვი ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი დაბომბეს. დაიღუპა ერთი და დაშავდა ასევე ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. მისივე თქმით, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსებიც. “დღეს ქალაქ კუპიანსკში მტრის საარტილერიო დაბომბვის შედეგად დაიღუპა 73 წლის მშვიდობიანი მოქალაქე. კიდევ ერთი, 79 წლის ადგილობრივი კი დაშავდა. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს,” – წერს […]

ოლექსი დანილოვი – უკრაინის კონტრშეტევის იმედები არ გამართლდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვება ჩვენს მხარეს არ იქნება – ბრძოლის ველზე ყოველთვის ფრიადოსანი ვერ იქნები

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს (NSDC) მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევამ მოლოდინი არ გაამართლა. დანილოვმა BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კონტრშეტევაში წარუმატებლობა არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინა ომს წააგებს. „მაისში ჩვენს ქვეყანაში ყველა მოქალაქეს სურდა ომის სწრაფად დასრულება. იმედები იყო, მაგრამ არ გამართლდა. ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვება ჩვენს მხარეს არ იქნება. […]

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ხიდის და გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ხიდის და გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტს ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და ადგილობრივი ბიუჯეტის ფინანსური მხარდაჭერით მერია ახორციელებს. „პროექტით გათვალისწინებულია ლითონის ხიდის მშენებლობა, ორ ადგილას რკინა-ბეტონის მილხიდის და ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა. აღნიშნული პროექტის განხორციელებით გზაზე გადაადგილება უსაფრთხო გახდება, ხოლო საკარმიდამო მიწის ნაკვეთების დატბორვის რისკი მინიმუმამდე შემცირდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთზე წყალდიდობის დროს გზის ქვედა […]

ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, ახალგაზრდებს მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარუდგინა

ზუგდიდის მერმა, მამუკა წოწერიამ ახალგაზრდებს, ბოტანიკურ ბაღში, მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარუდგინა. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს. მერმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ კუთხით არსებულ სხვადასხვა პროექტზე ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელობის ბიბლიოთეკის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია – ასევე, მოეწყობა ახალგაზრდული ცენტრი, სამკითხველო დარბაზი, ბიბლიოთეკის არქივი, საგამოფენო სივრცე, […]

ირაკლი კობახიძე – კეზერაშვილი ხარჯავს ფულს „ნაცმოძრაობაში“, თუმცა კეზერაშვილს ვინ მართავს? „ნაცმოძრაობის“ დაშლის პროცესი კოორდინირებულია გარკვეული ძალების მხრიდან – არიან გარე ძალები, რომლებიც მას ევროპაში თავისუფლად მიმოსვლის საშუალებას აძლევენ

„ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი კოორდინირებულია გარკვეული ძალების მხრიდან, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძე აღნიშნავს, გარკვეული „გარე ძალების“ ინტერესშია, რომ საარჩევნო ბარიერი მესამე პარტიამაც გადალახოს, სადაც მისივე მოსაზრებით, კონკრეტული სუბიექტები გაერთიანდებიან „ლელოს“, გახარიას, სალომე ზურაბიშვილის, ნინო ლომჯარიას და ნიკა მელიას სახით. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესი ერთი მხრივ, მიუთითებს […]

ანა დოლიძე – აიკრძალოს პიროტექნიკის გაყიდვა და გამოყენება მკაცრად განსაზღვრული ადგილების გარდა – ერთად ვიზეიმოთ პასუხისმგებლიანი ახალი წელი

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ პიროტექნიკის გაყიდვის მკაცრ რეგულირებას და რიგ შემთხვევებში მის აკრძალვა ითხოვს. როგორც პარტიის ლიდერი, ანა დოლიძე აცხადებს, ეს საკითხი მათ თბილისის საკრებულოში გასულ წელსაც დააყენეს, თუმცა შედეგი არ მოჰყოლია. ამასობაში კი, ანა დოლიძის თქმით, ძალიან დიდი ზიანი მიადგა არაერთი ადამიანის ჯანმრთელობას და მთლიანად გარემოს. „გასული წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ასაფეთქებელ საშუალებებს უმეტესად […]