განათლების მინისტრი განმარტავს, რას ნიშნავს ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებული განათლების სისტემა

განათლების და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი განმარტავს, რას ნიშნავს ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებული განათლების სისტემა. როგორც ამილახვარმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული მიდგომა გულისხმობს იმ პრინციპსა და ღირებულებებს, რომლებზეც ზოგადი განათლების სისტემის აშენება სურთ. მისივე თქმით, ეს პრინციპი დაეფუძნება „პატრიოტულ, ეროვნული ღირებულებების განვითარებასა და გაღვივებას, ოჯახის ფასეულობების კიდევ უფრო გაძლიერებას და ჩამოყალიბებას“. „საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ინგლისში, ამერიკაში, ყველგან […]

ზურაბ პატარაძე – ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან, სტრატეგიულ პარტნიორთან და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი აზერბაიჯანში მოიტანს განსაკუთრებით დიდ დივიდენდებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში

აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა. პატარაძის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი პროექტები აქვს განსახორციელებელი. „აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან იყო განხილული მთელი რიგი ეკონომიკური საკითხები, მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ხორციელდება ჩვენს ქვეყნებს შორის. ხაზგასმის აღინიშნა მნიშვნელოვანი პროექტი. საუბარია ელექტროკაბელის გაყვანაზე შავი ზღვის ფსკერზე, რომელიც დააკავშირებს ჩვენს რეგიონს ევროპის ქვეყნებთან. […]

ჩანაცვლდება თუ არა ეროვნული გამოცდები? – სკოლებში ე.წ ეროვნულ შეფასებს დააბრუნებენ?!

მთავრობა სკოლებში ე.წ ეროვნული შეფასების დაბრუნებას აპირებს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანია, ბავშვის, მასწავლებლის, სკოლის ადმინისტრაციის, სამინისტროს და მთელი ქვეყნისათვის: „ალბათ ყველა თანხმდება, რომ სკოლებში აუცილებელია დავაბრუნოთ ე.წ ეროვნული შეფასება. ეს მნიშვნელოვანია, რომ ერთის მხრივ მასწავლებელმა იცოდეს რა შედეგებზე გადის ის. ეს მნიშვნელოვანია მოსწავლისა და სკოლის ხელმძღვანელობისთვის და რაც მთავარია, განათლების […]

რა გაკეთდა გლდანში 2023 წელს – გამგეობამ ანგარიში წარადგინა

გლდანის რაიონის გამგეობის 2023 წლის პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ბესიკ კალაძემ საზოგადოებას გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. მიმდინარე წლის განმავლობაში, გლდანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურა 109 086 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელი 13 მისამართზე მოეწყო; რაიონს 6 მრავალფუნქციური სკვერი შეემატა; სკვერებში დაზიანებული […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6734 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6734 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6734 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6684 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0050 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8886 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8752 ლარს შეადგენდა. […]

Transfermarkt-ზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ჯამური ფასი €160 მილიონი გახდა

Transfermarkt-ზე სამი ქართველი ფეხბურთელის ღირებულება გაიზარდა – შედეგად საქართველოს ნაკრების ჯამური ფასი 160 მილიონი ევრო გახდა. ირაკლი აზაროვის სატრანსფერო ღირებულება 2,5 მილიონიდან 3,5 მილიონ ევრომდე გაიზარდა, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილი 1,5 მილიონად იყო შეფასებული და მისმა ფასმა 2,5 მილიონ ევროს მიაღწია. სატრანსფერო ღირებულება გაეზარდა ოთარ კიტეიშვილსაც, მისი ღირებულება ერთი მილიონით 2-იდან 3 მილიონამდე გაიზარდა. განახლებული შედეგების […]

ღარიბაშვილი 2004 წელს გატარებულ განათლების რეფორმას “ეროვნული იდენტობის” და “ჩვენი დნმ-ის” შეცვლის მცდელობად მიიჩნევს

განათლების სამინისტრომ 12 დეკემბერს გამართა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. მან სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის მე-11 წელსაც განათლების სისტემა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. ღარიბაშვილმა ეს ვითარება წარსული მემკვიდრეობით ახსნა. მისი შეფასებით, წინა ხელისუფლება “მიზანმიმართულად ანგრევდა განათლების სისტემას”. “მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს, ბოლო 11 […]

პესკოვი: არ გვაქვს ნავალნის ბედისთვის თვალის მიდევნების საშუალება

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი არ აპირებს და არ მოეპოვება საშუალება, თვალი მიადევნოს პატიმართა ბედს. ასე უპასუხა მან შეკითხვას იმის თაობაზე, სად იმყოფება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც გაქრა ვლადიმირის ოლქის მელეხოვის მე-6 კოლონიიდან. პესკოვის სიტყვები „ინტერფაქსს“ მოჰყავს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ასევე განაცხადა, რომ ნავალნის საქმეში „აშშ-ის ჩარევა“ დაუშვებელია და შეუძლებელია. მანამდე […]

გიორგი ამილახვარი PISA-ს კვლევაზე – ამ კვლევებზე კოვიდპანდემიის უდიდესი გავლენა არის და რომ არა კოვიდპანდემია, საქართველოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მაჩვენებლები ექნებოდა

საქართველოს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, PISA-ს ბოლო კვლევის შედეგებზე კოვიდპანდემიის უდიდესი გავლენაა და რომ არა კოვიდპანდემია, საქართველოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მაჩვენებლები ექნებოდა. მისივე თქმით, კვლევის შედეგები არ არის სახარბიელო და ამით ვერავინ თავს ვერ მოიწონებს. როგორც მან აღნიშნა, საქართველო ძალიან კარგად გაუმკლავდა ზოგად განათლებაში კოვიდპანდემიის გამოწვევებს, სხვა შემთხვევაში ეს ციფრები კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაუარესებული იქნებოდა. […]

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიების მომავლის გადასაწყვეტად რეფერენდუმის ჩატარების მოწოდებით გამოდის

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის განცხადებით, ერთადერთი რამ, რაც ირანს ისრაელთან საერთო აქვს არის ის, რომ არცერთს არ სჯერა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე გადაწყვეტის. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა პალესტინელი, იქნება ის მუსლიმი, ქრისტიანი თუ ებრაელი, რათა გადაწყვიტონ ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიების მომავალი ერთი მთავრობის ქვეშ. […]