რუსებმა ხერსონში საგანმანათლებლო დაწესებულება დაბომბეს

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულება დაბომბეს. იერიშის შედეგად შენობა სრულად დაზიანდა. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ჩეხეთმა უკრაინისთვის 4,7 მლრდ ევროს ღირებულების სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე ლიცენზია გასცა

ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა იანა ჩერნოხოვამ განაცხადა, რომ ჩეხეთმა უკრაინაში 4,7 მილიარდ ევროს ღირებულების სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე ლიცენზია გასცა. “ამ ლიცენზიების წყალობით, უკრაინაში საჭირო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდება გრძელდება კერძო კომპანიებისა და დონორების მეშვეობით” – განმარტა ჩერნოხოვამ. ლიცენზიების გარდა, ოქტომბერში ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფა 22 მილიონი ჩეხური კრონის ოდენობით.

მაღაროელები მოითხოვენ, რომ შპს “მაღაროელის” დირექტორმა თანამდებობა დატოვოს

ჭიათურელი მაღაროელები მოითხოვენ, რომ შპს “მაღაროელის” დირექტორმა, ანდრიი ბარაბახმა თანამდებობა დატოვოს. ანდრიი ბარაბახზე, შპს “მაღაროელის” დირექტორად 2023 წლის პირველ ივნისს დაინიშნა. მაღაროელები ამბობენ, რომ თუ ხვალ დილამდე დირექტორი თანამდებობას არ დატოვებს, ჭიათურაში პროტესტი განახლდება და შპს “მაღაროელი” მუშაობას შეაჩერებს. ივნისის აქცია დამთავრდა, 3 თვის ვადა აიღეს, მაგრამ უკვე მეექვსე თვე იწურება და პრობლემები უფრო იმატებს […]

უკრაინელებმა დონბასში 2014 წლიდან ოკუპირებული ტერიტორია დაიბრუნეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში, გორლოვკასთან ახლოს, დაიბრუნეს ტერიკონი, რომელიც 2014 წლიდან ოკუპირებული იყო – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს და წერს, რომ იქ ახლა უკრაინული დროშა ფრიალებს. “ჩვენი გმირები არიან მეფე დანილოს სახელობის 24-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის, სამეფო ბრიგადის თავდასხმის ჯგუფი. მიუხედავად მძიმე პირობებისა, მან მოიგერია ერთ-ერთი ტერიკონი ჰორლივკას შიგნით და მტრის პოზიციები აიღო. […]

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულმა უარი თქვა, საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმის არსებით განხილვას თელავის რაიონული სასამართლო 21 დეკემბრიდან დაიწყებს – ამის შესახებ ჟურნალისტებს დღევანდელი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ უთხრა პროკურორმა ვლადიმერ ბექიშვილმა. „დღევანდელ პროცესზე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვისთვის გადაეცა და პირველი სხდომა დაინიშნა 2023 წლის 21 დეკემბერს. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეუბნებით იქიდან გამომდინარე, რომ სხდომა არის დახურული“, […]

U17 | საქართველო 1:1 თურქეთი

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, დღეს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე თურქი თანატოლების წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართა, რომელიც ფრედ – 1:1 დასრულდა. 17-წლამდე ნაკრებიდან, ერთადერთი გოლი მატჩის 61-ე წუთზე რეზი დანელიამ გაიტანა, რომელმაც საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. გიორგი ჩიტაურის გუნდი, თურქეთის 17-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ მეორე მატჩს 15 დეკემბერს, 15:00 საათზე, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართავს. […]

ტუსკი: მოვითხოვთ დასავლური სამყაროს სრულ მობილიზაციას ამ ომში უკრაინის დასახმარებლად

პოლონეთის ახალარჩეული პრემიერი, დონალდ ტუსკის თქმით, პოლონეთი უკრაინის დასახმარებლად დასავლეთს სრულ მობილიზაციას მოსთხოვს. “ჩვენ ხმამაღლა და ცხადად მოვითხოვთ თავისუფალი სამყაროს, დასავლური სამყაროს სრულ მობილიზაციას ამ ომში უკრაინის დასახმარებლად”. – თქვა ტუსკმა. პოლონეთის პრემიერის თქმით, ვარშავა დარჩება ვაშინგტონის ერთგულ მოკავშირედ და დაიბრუნებს ევროკავშირის ლიდერის პოზიციას. ამავდროულად, ტუსკმა აღნიშნა, რომ პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვარი უსაფრთხო იქნება და პირობა […]

წელს ახალაშენებული ბინები თბილისის გარეუბნებში 17%-ით, ცენტრში კი 14%-ით გაძვირდა

2023 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში, თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 24%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 17% და 16%-იანი ზრდა დაფიქსირდა. Colliers Georgia-ს ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში, თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და […]

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და უნივერსიტეტებთან მემორანდუმები გააფორმა

„აგროსტიპენდიების“ პროგრამის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა უნივერსიტეტებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა. მემორანდუმებს ხელი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია უწყებების აქტიური თანამშრომლობა „აგროსტიპენდიების“ პროგრამის წარმატებით განსახორციელებლად. „აგროსტიპენდიების“ პროგრამა ითვალისწინებს აგრარული მიმართულების დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციას, წარჩინებული სტუდენტების წახალისებას სტიპენდიებით და სტაჟირების გავლას […]

სოზარ სუბარი პარტიების დაფინანსების წესში ცვლილებაზე – ეს ისეთი ეგზისტენციური საკითხი არ არის, რომელიც რამეს შეცვლის – არც არაფერს აშავებს და არც არაფერს აკეთებს

უმრავლესობის დეპუტატის სოზარ სუბარის შეფასებით, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით, პარტიებს იურიდიული პირები ვეღარ დააფინანსებენ, “არც არაფერს აშავებს და არც არაფერს აკეთებს“. როგორც სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული კანონის მიღების ან არმიღების არანაირი ინტერესი არ არსებობს და მხოლოდ იმიტომ იღებენ, რომ ერთ-ერთი რეკომენდაციაა. “უცნაური ვითარებაა – მხარს ვუჭერ კანონს, […]