უკრაინის დასახმარებლად, ბრიუსელი ბუდაპეშტის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს

ევროკავშირი ცდილობს, უნგრეთი უკრაინის დახმარების აუცილებლობაში დაარწმუნოს. ბრიუსელს სურს ევროკავშირის სრული მხარდაჭერის მოპოვებას, რათა ამ კვირაში დაგეგმილ სამიტზე, უკრაინას 50 მილიარდი ევროს (54 მილიარდი დოლარი) დახმარება დაუმტკიცოს, რისთვისაც ბლოკის ყველა წევრის თანხმობაა აუცილებელი. ეს რუსეთისთვისაც მტკიცე სიგნალი იქნებოდა, თქვა საინფორმაციო სააგენტო “როიტერთან” გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ევროკავშირის მორიგი სამიტი 14-15 დეკემბერსაა დაგეგმილი. ბლოკის 27 ქვეყნიდან […]

ზელენსკი დღეს კონგრესსა და თეთრ სახლში შეხვედრებს მართავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს გეგმავს, ამერიკელ კანონმდებლებს თხოვნით მიმართოს, რათა შეინარჩუნოს აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერა, რუსეთთან ბრძოლაში. ზელენსკი დღესვე, კონგრესის შემდეგ თეთრ სახლს ეწვევა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. „თუ ვინმე არის შთაგონებული კაპიტოლიუმის ბორცვზე გადაუჭრელი საკითხებით, ეს მხოლოდ პუტინი და მისი ავადმყოფი გარემოცვაა“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს, ვაშინგტონში, სამხედრო აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას. აშშ-ის […]

“წუილი, როგორც ჭეშმარიტ წუილს ეკადრება, ეფუძნება ტყუილს” – “ისტორიული და ისტერიული საქმეები” – გიორგი კეკელიძე

ზოგჯერ მეუბნებიან, რომ რაღაც წრეების ქვესახეობები წუხან იმ წიგნის (,,კვარას საქართველო” – აკა მორჩილაძის და დიეგო მარადონა ჯუნიორის წინასიტყვაობებით) გამო, რომელიც მალე იტალიაში წარსდგება ან ზოგადად წუხან და წუიან. წუილი, როგორც ჭეშმარიტ წუილს ეკადრება, ეფუძნება ტყუილს, ტყუილი კიდევ სხვა რამეს და ასე შემდეგ. საკუთრივ ეს წიგნი, ხვიჩას დღევანდელ მნიშვნელოვან სახელზე დაყრდნობით საქართველოს შესახებ იტალიელებისთვის ცოტა […]

5 ინსტრუმენტი, რომლებიც ინფორმაციის გადამოწმებაში დაგეხმარება

ინტერნეტის ეპოქაში, როცა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ინფორმაციის უწყვეტ ნაკადზე მიუწვდება ხელი, დეზინფორმაცია მზარდ გამოწვევად იქცა. დეზინფორმაციულ კამპანიებს ხელისუფლებები იყენებენ როგორც საკუთარი, ისე უცხო ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ გარკვეული ჯგუფების ერთმანეთთან დასაპირისპირებლად, მომხრეთა მოსაზიდად, ოპონენტების დისკრედიტაციისთვის, პანიკის დასათესად და ა.შ. ქართველი ხალხი ამ მიმართულებით ბევრად დიდი საფრთხეების წინაშე დგას. მცდარი, შეცდომაში შემყვანი ნარატივების გაჟღერებას საქართველოში გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი […]

განათლების განახლებული მიზნები დაეფუძნება მოსწავლეებში პატრიოტიზმის ამაღლებას, ეროვნული იდენტობის გაძლიერებას ტრადიციების, კულტურის, ოჯახის ფასეულობების კუთხით – ირაკლი ღარიბაშვილი

განათლების განახლებული მიზნები დაეფუძნება მოსწავლეებში პატრიოტიზმის ამაღლებას, ეროვნული იდენტობის გაძლიერებას ტრადიციების, კულტურის, ოჯახის ფასეულობების კუთხით – ირაკლი ღარიბაშვილი 2004 წელს იქნა მიღებული განათლების ეროვნული მიზნები და მას შემდეგ არ განახლებულა, საჭიროა ახალი ხედვის ჩამოყალიბება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, განათლების განახლებული მიზნები დაეფუძნება მოსწავლეებში […]

1 იანვრიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მომსახურების ვადები და ტარიფები იცვლება

1 იანვრიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მომსახურების ვადები და ტარიფები იცვლება საქართველოს მთავრობის №471 დადგენილებით, 2024 წლის 1 იანვრიდან იცვლება სურსათის ეროვნული სააგენტოს მომსახურების ვადები და საფასური, ცვლილება შეეხება შემდეგ მომსახურებებს: · ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციისა და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის/ტრანზიტის ნებართვა; · ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული, ჰიგიენური სერტიფიცირება; · ცხოველთა საკარანტინო ვეტერინარული ზედამხედველობა; · […]

არ შეიმჩნევა ფაქტორები, რამაც საწვავის ფასის მერყეობა უნდა გამოიწვიოს – კონკურენციის სააგენტო

არ შეიმჩნევა ფაქტორები, რამაც საწვავის ფასის მერყეობა უნდა გამოიწვიოს – კონკურენციის სააგენტო დღეისთვის საწვავის ბაზარი ნორმალიზებულია, ფასები კი სტაბილური, – ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. ლექვინაძემ საწვავის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. „საქართველოში საწვავის ფასს არეგულირებს მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასი და ვალუტის გაცვლითი კურსი. საერთაშორისო ფასები სტაბილურია და ბოლო […]

თეა ახვლედიანი – უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინტენსიურ თანამშრომლობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან

უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინტენსიურ თანამშრომლობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თეა ახვლედიანის განცხადებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ქვეყნის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, ჩართული იყო სხვადასხვა ფორმატებში – გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული […]

ჯონ კირბის განცხადებით, „ძალიან ზუსტი დროა” ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტისთვის, არა მხოლოდ რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან გაზრდილი აქტიურობის, არამედ კონგრესში არსებული ვითარების გამო

ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტი „კრიტიკულ დროს“ ხდება, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა. კირბიმ აღნიშნა, რომ ახლა „ძალიან ზუსტი დროა” უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტისთვის, არა მხოლოდ რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან გაზრდილი აქტიურობის, არამედ კონგრესში არსებული ვითარების გამო. „ეს შანსია პრეზიდენტისთვის, პრეზიდენტ ზელენსკისგან ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ […]

დონალდ ტუსკი: ჩვენი მთავრობა მოითხოვს დასავლეთის მობილიზებას უკრაინის დასახმარებლად

პოლონეთის ახალი პრემიერმინისტრი, დონალდ ტუსკი უკრაინის მხარდაჭერაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია ამ მხრივ დასავლეთის მობილიზება. მისი თქმით, მხოლოდ ერთიან დასავლეთ შეუძლია, რომ დემოკრატიული ღირებულებებისთვის ომში გაიმარჯვოს. “ჩვენი მთავრობა მოითხოვს დასავლეთის მობილიზებას უკრაინის დასახმარებლად. აღარ მინდა იმ პოლიტიკოსების მოსმენა, რომლებიც საუბრობენ, რომ უკრაინის სიტუაციით დაიღალნენ. ისინი ეუბნებიან პრეზიდენტ ზელენსკის, რომ დაიღალნენ. უნდა გვესმოდეს, რომ მიმდინარეობს […]