საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი, დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ გახდა

უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი”, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, „მეტროპოლი” ამჟამად აქტიურად მუშაობს ოთხ სამშენებლო პროექტზე: „მეტროპოლ ქავთარაძე” „მეტროპოლ ბაგები”, „მეტროპოლ კუბი” და „მეტროპოლ ოვალი”. აღსანიშნავია, რომ „მეტროპოლი“ ოპერირებს, როგორც თბილისში, ასევე ქალაქ ბათუმში. „კომპანია მომხმარებლის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებულ საცხოვრებელ სივრცეებს ქმნის, რომელსაც წარმატებით ახორციელებენ […]
ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე – ეს ხალხი ჰიბრიდული საფრთხის მატარებელია თავისი გამონათქვამებით

დღევანდელი გამოსვლებით წარმოდგენა შეგექმნებოდათ, რომ ეს იყო რომელიმე ისეთი ქვეყნის წარმომადგენლის გამოსვლა, რომელიც ჩვენდამი მტრულადაა განწყობილი – ეს ხალხი [ოპოზიცია] ჰიბრიდული საფრთხის მატარებელია თავისი გამონათქვამებით,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც […]
რატი ბრეგაძე – იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ევროკავშირის სამართალთან ქართული სამართლის ჰარმონიზაციაა

იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ევროკავშირის სამართალთან ქართული სამართლის ჰარმონიზაციაა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა. რატი ბრეგაძემ ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სამართლის ჰარმონიზაციის ერთიანი პლატფორმა, ევროკავშირის სამართლებრივი აქტების ქართულ ენაზე […]
ათმა ქართულმა კომპანიამ სათამაშოების უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში – Spielwarenmesse 2024 მიიღო მონაწილეობა

„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ათმა ქართულმა კომპანიამ სათამაშოების უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში – Spielwarenmesse 2024 მიიღო მონაწილეობა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო – „ვუდსის“; „თამაშობანას“; „ოდინდელი“; „კოკიტოს“; „ცაცია ოსტატის“; „დინოს“; „რუსანას“; „გოგორას“; „იკო კიდსის“; „თვითის“ სათამაშოები. „აწარმოე საქართველოში“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა წლებია თანამშრომლობენ სათამაშოების ინდუსტრიის განვითარებისთვის, ექსპერტების დახმარებით, […]
რატი ბრეგაძე – მიწის სისტემური რეგისტრაციის შედეგად მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ვინაობა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა – არის ეს სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი, ფიზიკური თუ იურიდიული პირები

მიწის სისტემური რეგისტრაციის შედეგად მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ვინაობა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა – არის ეს სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი, ფიზიკური თუ იურიდიული პირები – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა. მისივე თქმით, დღეს არსებული პრობლემები, […]
რატი ბრეგაძე – გაგრძელდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და დაინერგება ხელოვნური ინტელექტი

გაგრძელდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და დაინერგება ხელოვნური ინტელექტი სამართალშემოქმედებითი საქმიანობის, სახელმწიფოს მიერ დასადები ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზის და საერთაშორისო სასამართლოებსა და არბიტრაჟებში საქმისწარმოების მიმართულებით , – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა. მისივე თქმით, […]
თეა ახვლედიანი – პრიორიტეტულად განვიხილავთ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხებს

ჩვენ მიერ, ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის გაუმჯობესებისაკენ მიმართული ნაბიჯები, უფრო მაღალ სტანდარტებზე იქნება ორიენტირებული. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არსებული საკონსულტაციო მექანიზმების ეფექტიანობის გაძლიერებას, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, აქტუალურ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას, დეზინფორმაციის პრევენციის ღონისძიებებსა და საარჩევნო უფლების ეფექტიანი რეალიზების ხელშეწყობას,- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების, […]
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო – მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, იანვრის თვეში სააგენტოში შემოსული განაცხადების 73% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, 2024 წლის იანვრის თვეში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 60 განაცხადი დაფიქსირდა. კონკურენციის სააგენტოს განმარტებით, აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 1 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. „სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 2 მოვაჭრეს, 1 200 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 14 საქმეზე – 13 […]
ირაკლი ჩიქოვანი – თავდაცვის ძალების განვითარების საქმეში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებას

საქართველოს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თავდაცვის ძალების განვითარების საქმეში საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებაზე ისაუბრა. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, საქართველო წარმატებით ახერხებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სვლას, რისი მკაფიო დადასტურებაც არის გასულ წელს ქვეყნისთვის მონიჭებული ევროკავშირის კანდიდატის სახელმწიფოს სტატუსი. ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების განვითარების საქმეში საერთაშორისო […]
CIU ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლებს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) 9, 10 და 11 თებერვალს ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ მასშტაბურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, CIU-ს მიერ ორგანიზებული მაღალი რანგის სამეცნიერო ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და მეწარმეობის შესახებ უახლესი სამეცნიერო კვლევების განვითარებას და ინტერნაციონალიზაციას საქართველოში, ასევე, აკადემიურ, საჯარო და ბიზნესსექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და მის პოპულარიზაციას ახალგაზრდა […]