ახალქალაქი-კარწახის, ხაშური-ახალციხე-ვალეს და ახალციხე-ნინოწმინდის გზების ცალკეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ51–კმ97 (აწყური-ვალე) მონაკვეთზე და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის კმ30-კმ33 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ30-კმ33 მონაკვეთზე კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

რუსებმა ხარკოვში სამსართულიანი სასტუმრო დაბომბეს

რუსულმა ძალებმა წუხელ ხარკოვის ოლქზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამსართულიანი სასტუმრო განადგურდა. მისივე თქმით, მაშველებმა ორი ქალი და ერთი მამაკაცი გადაარჩინეს, თუმცა, ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ადამიანია მოყოლილი.

მუხრანი-საკასრიას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ40-კმ158 (მუხრანი-საკასრია) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ14-კმ75 (მცხეთიჯვარი-კაცხი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ამავე საავტომობილო გზის კმ1-კმ14 (გომი-მცხეთიჯვარი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ75-კმ106 (კაცხი-ზესტაფონი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზის კმ30-კმ35 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (დიდთოვლობა,ქარბუქი და ზვავსაშიშროება) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზის კმ30-კმ35 მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება – პირველ პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტი დეპუტატებს მისი ბოლო მოხსენებით მიმართავს

დღეს, 6 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. დღესვე, საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს. სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში 12:00 საათისთვის მივა. აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სტატუსით პარლამენტის წინაშე ბოლო მოხსენებით წარდგება.

რუსეთმა იერიში მიიტანა ხარკოვის ოლქზე

რუსეთის სამხედრო ძალებმა გასულ ღამით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის ხარკოვის ოლქზე. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტ ზოლოჩევში დანგრეულია სასტუმროს 3-სართულიანი შენობა. წინასწარი მონაცემებით, ნანგრევებში იმყოფება სულ მცირე ერთი ადამიანი. კიდევ სამი მაშველებმა გადაარჩინეს. ახლომდებარე შენობებში ხანძარი გაჩნდა. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია ჯერჯერობით არაფერს იუწყება იმის შესახებ, თუ რა ტიპის იარაღით განხორციელდა შეტევა. რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად ქალაქ […]

ოლაფ შოლცი – ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ დასავლელი მოკავშირეები კიევის მხარდაჭერას შეწყვეტენ – ეს გათვლა არ იმუშავებს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი დასავლეთის ქვეყნებს კვლავ მოუწოდებს, უკრაინის სამხედრო დახმარება არ შეამცირონ და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გაუგზავნონ მკაფიო გზავნილი, რომ კიევის მხარდაჭერას არ შეწყვეტენ. „მტკიცედ მომხრე ვარ, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ შეიტანოს იმხელა წვლილი, რომ რუსეთის პრეზიდენტის მოლოდინი, რომ ეს საკითხი თავისთავად მოგვარდება, არ გამართლდეს”, – აღნიშნა შოლცმა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრთან, […]

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა – იემენში „ჰუსიტების“ დრონებს დავარტყით, რომლებიც გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენდნენ

აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის ცნობით, მათმა ძალებმა იემენში „ჰუსიტების“ ორ უპილოტო საფრენ აპარატს დაარტყეს. ცენტრალურ სარდლობაში განმარტავენ, რომ დრონები აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გემებისა და სავაჭრო გემებისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ. „აშშ-ს ძალებმა აღმოაჩინეს ასაფეთქებელი უპილოტო საფრენი აპარატები იემენის „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებად რაიონებში და დაადგინეს, რომ ისინი წარმოადგენდნენ გარდაუვალ საფრთხეს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გემებისა და სავაჭრო გემებისთვის რეგიონში“, […]