„წელს შეირჩევა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორი და ასევე იგეგმება საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყება“ – რა წერია სამთავრობო პროგრამაში?

„წელს შეირჩევა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორი და ასევე იგეგმება საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყება“ – რა წერია სამთავრობო პროგრამაში? „საქართველოს მთავრობის მიზანია ხელი შეუწყოს იმ რეალური პოტენციალის ათვისებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის გარდაქმნას რეგიონში მრავალგანზომილებიან ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად. საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის, პოტენციალის რეალიზებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის ინფრასტრუქტურული, სატრანსპორტო, ლოგისტიკური, საკომუნიკაციო, ენერგეტიკული, ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო […]

დღეს სვეტიცხოვლის განმაახლებლის, საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქის, წმ. მელქისედეკ I-ს ხსენების დღეა

წმიდა მელქისედეკ კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურ ეკლესიას მესაჭეობდა დაახ. 1010-1030 წლებში, მეფეების ბაგრატ III-ის, გიორგი I-ისა და ბაგრატ IV-ის დროს. წმიდანმა კათოლიკოსის ტახტი დაიკავა კათოლიკოს სვიმეონის გარდაცვალების შემდეგ. წმიდა მელქისედექი არის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პირველი მამათმთავარი, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულით მოიხსენიება. „მატიანე ქართლისას“ მიხედვით წმიდა მელქისედეკი იყო „დიდებულთა კაცთა შვილი“ აღზრდილი მეფე ბაგრატ II-ის მიერ. წმიდა […]

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვეტოს დაადებს ისრაელის მხარდაჭერის შესახებ კანონპროექტს, რომელიც უკრაინის დახმარებას არ ითვალისწინებს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს კანონპროექტს, რომელსაც მხარს უჭერენ „რესპუბლიკელები“ და რომელიც მხოლოდ ისრაელის დახმარებას ითვალიწინებს. „ადმინისტრაცია კატეგორიულად მოუწოდებს კონგრესის ორივე პალატას, უარი თქვან ამ პოლიტიკურ ხრიკზე და ამის ნაცვლად, სასწრაფოდ გაგზავნონ ორპარტიული „საგანგებო ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი ასიგნებების აქტი“ პრეზიდენტის მაგიდასთან. ადმინისტრაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ ხრიკს, რომელიც არაფერს აკეთებს საზღვრის უსაფრთხოების […]

შსს – გასულ წელს ნარკოდანაშაული წინა წელთან შედარებით გაიზარდა – 2023 წელს უწყებამ ნარკოტიკული დანაშაულის 6594 ფაქტი გამოავლინა, გახსნა – 6172

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს ნარკოდანაშაული წინა წელთან შედარებით გაიზარდა – 2023 წელს უწყებამ ნარკოტიკული დანაშაულის 6594 ფაქტი გამოავლინა, გახსნა – 6172; 2022 წელს კი გამოავლინა 5471 და გახსნა 5170. მათ შორის, უწყებამ 2023 წელს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღების […]

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – ბელგოროდში 7 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით ბელგოროდის ოლქის ცაზე 7 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „ღამით აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა 7 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე განთავსებული სამიზნეების წინააღმდეგ“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. მანამდე, ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ გუბკინში უკრაინული […]

Insider-მა რუსული დაზვერვის ოფიცერი აღმოაჩინა ოპოზიციის ჯგუფში, რომელიც სანქციებზე მუშაობდა

ცნობილი მოჭადრაკის, პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე გარი კასპაროვის მიერ 2016 წელს ორგანიზებული „თავისუფალი რუსეთის ფორუმის“ ერთ-ერთი ყოფილი მონაწილე ივან ჟიხარევი სინამდვილეში რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს(ГРУ) თანამშრომელი ივან ჟიგარევია. ამის შესახებ ჟურნალისტური გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით წერს გამოცემა The Insider-ი. გამოცემის თანახმად, 2017 წლიდან „ჟიხარევი“ ჯერ „ჩანერგეს“ სახაროვის ცენტრთან არსებულ „მოსკოვის ადამიანის უფლებათა სკოლაში“, იმავე წლიდან […]

რომელ ქუჩებს შეუწყდება დღეს ელექტრომომარაგება

დღეს, 6 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასიმიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას. გლდანის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის I, II, III მიკრორაიონების, გობრონიძის, დუმბაძის, წმინდა ნინოს და კერესელიძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების […]

როგორი უნდა იყოს ღაზის მომავალი- დიპლომატიური დაძაბულობა ისრაელსა და ამერიკას შორის

ისრაელისა და შეერთებული შტატების აზრები ღაზის სექტორის მომავალთან დაკავშირებით იყოფა და ერთგვარ დიპლომატიურ დაძაბულობას იწვევს. ისრაელელთა მესამედს მიაჩნია, რომ ისრაელმა ღაზის სექტორზე კონტროლი უნდა შეინარჩუნოს , ხოლო დაახლოებით მეოთხედი მხარს უჭერს ღაზაში ებრაული დასახლებების შექმნას.

თეთრიწყლები-ვერონას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აწყური-ვალეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ51–კმ97 (აწყური-ვალე) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია.